ბრიტანეთში, სუფოლკის თავშესაფარში ორმოში ჩავარდნილი ბუ მიიყვანეს, რომელიც ვერ დაფრინავდა.

ვეტერინარებმა, რომლებმაც ბუ შეისწავლეს, აღმოაჩინეს, რომ ბუს არანაირი დაზიანება არ ჰქონდა. როგორც თავშესაფრის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ის ფრენისთვის "უბრალოდ ზედმეტად მსუქანი იყო."

ბუ ვეტერინარებმა "მკაცრ დიეტაზე" დასვეს, რათა მას ფრენის უნარი და ბუნებრივი წონა დაებრუნებინა.

სტოჰამ ასპალში განთავსებულ თავშესაფარში განაცხადეს, რომ ბუ 1/3-ით იმაზე მძიმე გამოდგა, ვიდრე ჯანმრთელი მდედრი ბუ უნდა იყოს.

ფოტო: SUFFOLK OWL SANCTUARY

მიუხედავად იმისა, რომ ფუმფულა ბუ ძალიან საყვარლად გამოიყურება, მისი სიმსუქნე საკვირველია. მსგავსი ჭარბწონიანობა ველურ ცხოველებში ძალიან იშვიათია. როგორც ჩანს, ბუს წარმატებული ნადირობის სეზონი ჰქონდა.

დიეტის შედეგად ბუმ რამდენიმე კვირის განმავლობაში 20-30 გრამი დაიკლო, საბოლოოდ კი ის ბუნებაში დააბრუნეს.

სუფოლკის ბუების თავშესაფარში შიშობენ, რომ მსუნაგი ბუ, შესაძლოა, კიდევ იხილონ.

"იმედია, შემდეგში ბუ საკუთარ წონას ყურადღებას მიაქცევს", — აცხადებს რუფუს სამკინი.