კონტრაცეპციის ახალი მეთოდი მამაკაცებისთვის შეიძლება რეალობად იქცეს
ფოტო: BBC
20-წლიანი კვლევის შემდეგ ამერიკელმა მეცნიერებმა კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი გადადგეს არასასურველი ორსულობის წინააღმდეგ. კონტრაცეპტივი ანუ ჰორმონალური მედიკამენტები მამაკაცებისთვის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და ეფექტური გამოდგა.
BBC-ს ინფორმაციით, მეცნიერებმა კვლევა 270 მამაკაცზე ჩაატარეს და დაადასტურეს, რომ ჰორმონი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა და 96-პროცენტიანი ეფექტურობა ახასიათებს. თუმცა გამოყენებისას გვერდითი მოვლენებიც დაფიქსირდა.
კვლევის მიზანი სპერმის ეფექტურობის დასაქვეითებლად ისეთი პრეპარატის შექმნა იყო, რომელიც ორგანიზმისთვის უსაფრთხო იქნებოდა.
კვლევისას მეცნიერებმა სცადეს 1 მილილიტრ სპერმაზე სპერმატოზოიდების რაოდენობა 15 მილიონიდან 1 მილიონამდე შეემცირებინათ. კვლევის ობიექტად 18-დან 45 წლამდე მამაკაცები შეარჩიეს, რომელთაც მონოგამიური ურთიერთობა პარტნიორთან მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში ჰქონდათ. საკვლევ ობიექტებს ყოველ კვირაში ორ ჰორმონს, ტესტესტერონსა და პროგესტერონს აწვდიდნენ. 6 თვის განმავლობაში მათი სპერმატოზოიდების რაოდენობა 1 მილიონამდე შემცირდა.
კვლევის დასრულების შემდეგ მეცნიერებმა შეწყვიტეს საკვლევი ობიექტებისთვის კონტრაცეპტივის მიცემა და აკვირდებოდნენ, დაუბრუნდებოდა თუ არა ორგანიზმი ჩვეულ მდგომარეობას. კვლევის დასრულებიდან 1 წლის შემდეგ 8 მამაკაცის ორგანიზმში სპერმატოზოიდების რაოდენობა ნორმას არ დაუბრუნდა.
კვლევის ავტორის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორ მარიო ფესტინის განცხადებით, კვლევამ დაამტკიცა, რომ მამაკაცების კონტრაცეპტივი ეფექტურია და ამცირებს დაორსულების რისკს მათ პარტნიორებს შორის.
მიუხედავად ამისა, 2011 წელს გვერდითი მოვლენების გამო მეცნიერებს კვლევის შეჩერება მოუწიათ. გვერდითი ეფექტები კუნთების ტკივილებთან და აკნესთან ერთად დეპრესიის სახით გამოვლინდა.
შეფილდის უნივერსიტეტის ანდროლოგიის პროფესორმა ალან პეისმა მამაკაცების კონტრაცეპტივების შეფასებისას განაცხადა, რომ მიუხედავად გვერდითი მოვლენების არსებობისა, ამ კვლევამ მნიშვნელოვანი შედეგი აჩვენა:
"ყველა პრეპარატი, რომელიც დღემდე შეიქმნა და გამოიცადა, უსარგებლო აღმოჩნდა და ბაზარზე ვერ გამოვიდა, თუმცა ამ კონტრაცეპტივის ხელმეორედ გამოყენების სურვილი გამოხატა საკვლევი ობიექტების 75 პროცენტმა. კონტრაცეპტივი უდავოდ ეფექტური აღმოჩნდა და იმედები გაამართლა".
მეცნიერები კვლევას ეფექტურად და შედეგიანად მიიჩნევენ, თუმცა უახლოეს მომავალში მამაკაცების კონტრაცეპტივს აფთიაქებში ვერ ვიხილავთ.
-
"ევროპის დღეები ევროპული სიძულვილის დღეებად აქცია" — პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე "ევროპის დღეები ევროპული სიძულვილის დღეებად აქცია" — პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე
გადახედვა
-
ბათუმში მშენებარე ცათამბჯენში ხანძარი გაჩნდა ბათუმში მშენებარე ცათამბჯენში ხანძარი გაჩნდა
გადახედვა
-
რამ გამოიწვია Yandex-ის სერვისების შეფერხება რამ გამოიწვია Yandex-ის სერვისების შეფერხება
გადახედვა
-
გამოავლინეს ფრინველები, რომელთა ბგერებიც ბურღსა და ელექტროხერხზე ხმამაღალია — მოუსმინეთ გამოავლინეს ფრინველები, რომელთა ბგერებიც ბურღსა და ელექტროხერხზე ხმამაღალია — მოუსმინეთ
გადახედვა
-
ანდრეი სიბიჰა: რუსეთმა ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მისი გამოცხადებისთანავე დაარღვია ანდრეი სიბიჰა: რუსეთმა ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მისი გამოცხადებისთანავე დაარღვია
გადახედვა
-
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
-
ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
გადახედვა
-
სანამ საქართველოს მთავრობა წინ არ წავა ევროპული ღირებულებებისკენ, ჩვენ მათთან არ ვითანამშრომლებთ — რა განცხადებები გაკეთდა ლუქსემბურგში? სანამ საქართველოს მთავრობა წინ არ წავა ევროპული ღირებულებებისკენ, ჩვენ მათთან არ ვითანამშრომლებთ — რა განცხადებები გაკეთდა ლუქსემბურგში?
გადახედვა
-
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზიდან გადავარდა ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზიდან გადავარდა
გადახედვა
-
ძაღლი, რომელიც ბრიტანეთის მწვერვალიდან ჩამოიყვანეს, სავარაუდოდ, მთაში ნაპოვნი მარიხუანით გაბრუვდა ძაღლი, რომელიც ბრიტანეთის მწვერვალიდან ჩამოიყვანეს, სავარაუდოდ, მთაში ნაპოვნი მარიხუანით გაბრუვდა
გადახედვა
-
ზემო ნიქოზში მიტროპოლიტ ისაიას ინიციატივით დაარსებული ანიმაციური ფილმების ფესტივალი "ნიქოზი" იმართება ზემო ნიქოზში მიტროპოლიტ ისაიას ინიციატივით დაარსებული ანიმაციური ფილმების ფესტივალი "ნიქოზი" იმართება
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ურბანული ქაოსი ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზე? როგორ მოქმედებს ურბანული ქაოსი ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზე?
-
NASA მთვარეზე "იდუმალ" ღრმულს შეისწავლის, რომელიც შეიძლება გიგანტური მღვიმე იყოს NASA მთვარეზე "იდუმალ" ღრმულს შეისწავლის, რომელიც შეიძლება გიგანტური მღვიმე იყოს
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას სალომე ზურაბიშვილი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას
გადახედვა
-
მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრების დელიმიტაციის დაწყებისკენ მოუწოდებს მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრების დელიმიტაციის დაწყებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე? რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე?
გადახედვა
-
უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს
გადახედვა
-
რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება
გადახედვა
-
Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
კომენტარები