12 წლის წინანდელმა კვლევამ ავსტრალიის ამჟამინდელი ხანძრები იწინასწარმეტყველა
12 წლის წინ, ეკონომისტ როს გარნოს ხელმძღვანელობით ჩატარდა დამოუკიდებელი კვლევა, რომლის ფარგლებშიც ავსტრალიის ეკონომიკაზე კლიმატის ცვლილებების გავლენა გააანალიზეს.
გარნოს კვლევის მიხედვით, "ხანძრის სეზონები [ავსტრალიაში] დაიწყებოდა უფრო ადრე, დამთავრდებოდა შედარებით გვიან და იქნებოდა ბევრად უფრო მასშტაბური," ვიდრე ის ჩვეულებრივ არის ხოლმე.
"ეს ეფექტი დროთა განმავლობაში უფრო მძლავრი იქნება, 2020 წლისთვის კი ამას უკვე ცხადად დავინახავთ", — ნათქვამია მის კვლევაში.
სამეცნიერო ლიტერატურა ნათელ მინიშნებებს იძლევა იმის თაობაზე თუ რამდენად საზიანო ეფექტი ექნება კლიმატის ცვლილებას ავსტრალიაზე და მის ეკონომიკაზე, ისევე როგორც დანარჩენ მსოფლიოზე.
როდესაც ეკონომისტ გარნოს SBS-ის ჟურნალისტებმა ავსტრალიაში ამჟამად არსებულ სიტუაციაზე ჰკითხეს, მან შემდეგი პასუხი გასცა:
"ძალიან მასევდიანებს, რომ უშედეგო ვიყავი. მე მქონდა შესაძლებლობა ავსტრალიელებს ამ პრობლემის შესახებ დავლაპარაკებოდი, სამუხაროდ ისინი [ავსტრალიელები] ვერ დავარწმუნე, რომ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ გლობალურ ბრძოლაში ჩართვა ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობდა."
გარნო ამბობს, რომ სიტუაცია მძიმეა, მაგრამ თუ ატმოსფეროში სასათბურე აირების კონცენტრაციის ზრდა გაგრძელდება, მისი თქმით, მდგომრეობა კიდევ უფრო გაუარესდება.
2008 წლის კვლევის მიხედვით, 2067 წლისთვის დღიური ხანძრები 300 პროცენტით გაიზრდება.
"ადამიანის მეირ გამოწვეული ემისიების ნულამდე შემცირება მთელი კაცობრიობის ინტერესშია", — აცხადებს მეცნიერი.
კომენტარები