Apple, შესაძლოა, საკუთარი თანამგზავრული ქსელის შექმნაზე მუშაობდეს
გავრცელებული ინფორმაციით, ეფლი საკუთარ თანამგზავრულ ქსელზე მუშაობს, რომელიც მათივე მოწყობილობებისთვის იქნება განკუთვნილი. სავარაუდოდ, ეს ყველაფერი ეფლის გაჯეტებს საშუალებას მისცემს ერთმანეთში კომუნიკაცია მაშინაც კი დაამყარონ, როდესაც მობილური კავშირის ოპერატორი ხელმისაწვდომი არ იქნება.
ეს ამბავი სიურპრიზი არ იქნება მათთვის, ვინც სიახლეებს მუდმივად ადევნებს თვალს. ეფლი ჯერ კიდევ 2017 წელს საუბრობდა თანამგზავრული ქსელის შესახებ და ამისათვის გუგლის ორი ყოფილი თანამშრომელიც აიყვანა.
სწორედ ეს ინჟინრები — მიხაელ ტრელა და ჯონ ფენვიკი მუშაობენ დღეს ეფლის ქსელის შექმნისთვის.
როგორც უკვე ვთქვით, ასეთი ქსელი ეფლს დაეხმარება ქსელის ოპერატორების გარეშე დაამყაროს კომუნიკაცია თავის მოწყობილობებს შორის. ეს ყველაფერი საკმაოდ კარგად ჟღერს, გაიხსენეთ რამდენჯერ ყოფილხართ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც არც Wi-fi იჭერს და არც მობილურის ინტერნეტზე გაქვთ წვდომა. თანამგზავრული ქსელის შექმნის შემდეგ ეს პრობლემა გაქრება.
ასევე საინტერესო საკითხია ისიც, ეფლი თანამგზავრებს სხვა კომპანიისგან იყიდის თუ მათ დამზადებაზე თავად იმუშავებს.
კომენტარები