დღეს ბიზნესი აღარაა მხოლოდ მოგებაზე ორიენტირებული საქმიანობა და სულ უფრო და უფრო მეტი კომპანია უსვამს საკუთარ თავს კითხვას: რა არის ჩემი არსებობის მიზანი? რას ვქმნი გარდა იმისა, რაც ჩემი პირდაპირი საქმიანობაა?

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ისეთ სფეროებზე პოზიტიური ზეგავლენის მოხდენას ითვალისწინებს, რომლებიც საზოგადოებისთვის აქტუალური და საინტერესოა. თიბისის მხარდაჭერილი პროექტები კი ქვეყნის კულტურული თუ სოციალური ლანდშაფტის ყველა კომპონენტს მოიცავს: ბიზნესს, ტექნოლოგიებს, განათლებას, ახალი თაობისა და კულტურის მხარდაჭერას, გარემოს დაცვას...

თიბისიმ მედიის წარმომადგენლებს წინანდალში 2019 წლის CSR ანგარიში წარუდგინა. პრეზენტაციებიდან და პროექტის შესახებ შექმნილი ვიდეოებიდან ჩანდა, რომ ერთ წელში ბევრად მეტის მოსწრება შეიძლება, ვიდრე ერთი შეხედვით წარმოგვიგდენია.

აი, ის მიმართულებები, რომელთა განვითარებასაც თიბისიმ 2019 წელს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო:

ბიზნესის მხარდაჭერა

ფოტო: Ellephotos / Shutterstock

თიბისიმ ბიზნესის მხარდაჭერა მთავარ პრიორიტეტად აქცია და გადაწყვიტა ამ სფეროს არა მხოლოდ ფინანსურად დახმარებოდა, არამედ ისეთი პროდუქტები შეექმნა, რომლებიც ბიზნესის წარმომადგენლებს საჭირო კომპეტენციის შეძენაში დაეხმარებოდა.

Tbcbusiness.ge

ეს პლატფორმა თავს უყრის ბიზნესთან დაკავშირებულ სიახლეებსა თუ ახალ ტენდენციებს, საინტერესო მოსაზრებებს კომპანიის მართვასთან დაკავშირებით, თიბისის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებს, მასტერკლასებსა და ფორუმებს.

Businesstools.ge

Businesstools.ge ტექნოლოგიური გამოსავლის მაძებარ კომპანიებს ამ გადაწყვეტების ავტორებთან აკავშირებს. სისტემა მოსახერხებელი, მოქნილი და მარტივია: დეველოპერები საკუთარ პროდუქტს ათავსებენ, კომპანია კი ეძებს, პოულობს და შემოთავაზებული ვარიანტებიდან მისთვის შესაფერისს ირჩევს.

ბიზნესგანათლება

კომერციული წარმატებისთვის თიბისი ამოსავალ წერტილად განათლებას მიიჩნევს, სწორედ ამიტომ, მთელი წლის განმავლობაში, კომპანიის ორგანიზებით არაერთი ტრენინგი თუ ფორუმი გაიმართა.

15 სხვადასხვა მიმართულებით ორგანიზებულ ტრენინგებს 2019 წლის განმავლობაში თბილისში 4000-მდე ადამიანი დაესწრო.

სტარტაპერი

პლატფორმა startuperi.ge 2017 წელს გაეშვა და მას შემდეგ პროგრამის სხვადასხვა აქტივობებში 28 000-ზე მეტი სტარტაპი დარეგისტრირდა. შეღავათიანი სტარტაპ სესხი 691 სტარტაპზე გაიცა, საერთო მოცულობით - 247 მილიონი ლარი.

2019 წელს თიბისელებისთვის დაინერგა პროგრამა სტარტაპ დეკრეტი, რომელიც თავიანთი ინოვაციური ბიზნეს იდეების განსახორციელებლად თანამშრომლებს 6-თვიანი ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობას სთავაზობს. ასე რომ, თიბისის თანამშრომლებს თავისუფლად შეუძლიათ, თავი სტარტაპების სფეროშიც მოსინჯონ.

ბიზნეს დაჯილდოება

თიბისი მეოთხე წელია ბიზნესის სფეროში ყველაზე მასშტაბურ დაჯილდოებას ატარებს. გამარჯვებულები თავად ირჩევენ, რა უფრო სჭირდებათ: ციფრული სტრატეგია და ახალი ვებგვერდი, საიმიჯო კამპანია თუ პროგრამული უზრუნველყოფა. ეს თიბისისთვის ერთგვარი გზაა, მადლობას გადაუხადოს ყველა იმ ბიზნესს, რომელიც საქართველოში ინოვაციასა და სიახლეს ნერგავს.

კულტურა

ფოტო: თიბისი

თიბისი კულტურის სფეროს ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია და ამ თანამშრომლობას მრავალწლიანი ისტორია აქვს.

დავით კაკაბაძე 130

"დავით კაკაბაძის ფონდთან" თანამშრომლობით, თიბისიმ ქართველი შემოქმედის დავით კაკაბაძის იუბილე ფართომასშტაბიანი და მრავალეტაპიანი პროექტით აღნიშნა.

თიბისი გალერეაში გაიმართა რეტროსპექტიული გამოფენა. ასევე, "თიბისი არტ გალერეამ" უმასპინძლა პროექტ GAMMA-ს, რომლის ფარგლებში ახალგაზრდა არტისტებმა კაკაბაძის კონცეფციებზე დაყრდნობით ციფრულ მედიაში აუდიოვიზუალური, სივრცითი ინსტალაციები შექმნეს. გამოიცა დავით კაკაბაძის საიუბილეო კატალოგი და შეიქმნა არქივი, რომელიც მოიცავს როგორც დავით კაკაბაძის ოჯახში არსებულ დოკუმენტაციას, ისე სხვადასხვა შემოქმედებითი პროცესის ამსახველ მასალას.

საქართველოს ეროვნული მუზეუმი

2019 წელს თიბისი საქართველოს ეროვნული მუზეუმის პარტნიორი გახდა. 2020 წელს უძველეს ქალაქ ვანში თანამედროვე მუზეუმი გაიხსნება, რომელშიც ვანის არქეოლოგიურ ძეგლზე აღმოჩენილი ნივთები გამოიფინება.

"ზამთარი გადატანილია"

გურამ წიბახაშვილის ფოტოგამოფენაში, წიგნსა და ფილმში საქართველოს უახლესი ისტორია ცოცხლდება. წიგნში ფოტოგრაფის 250-მდე ფოტო და ანა კორძაია-სამადაშვილის ესეები გაერთიანდა, რათა საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი საკვანძო პერიოდი (1987-დან 1995 წლამდე) აესახა.

პრემია საბა და საბკულტურა

2019 წელს, თიბისის მხარდაჭერით, მეჩვიდმეტედ ჩატარდა პრემია საბა, რომელიც ლიტერატურის ხელშეწყობის კუთხითმ ქვეყნის მთავარი მოვლენაა. ასევე განახლდა "საბას" აპლიკაცია, რომელიც 6,000-მდე ელექტრონულ წიგნს აერთიანებს და მკითხველებს ახალ, უნიკალურ სამკვითხველო გამოცდილებას სთავაზობს.

კონკურსი ქართული ა

ქართული ანბანის განვითარების და პოპულარიზაციის მიზნით კი ჩატარდა კონკურსი "ქართული ა", რომელშიც ქართველი კალიგრაფისტების 200-მდე ნამუშევარმა მიიღო მონაწილეობა და მათგან 16 საუკეთესო დაჯილდოვდა. თიბისის მხარდაჭერით ქართულიდან ინგლისურად ითარგმნა 100,000-ზე მეტი წინადადება და მალე "მაიკროსოფტის" პროგრამები ჩვენს ენაზე გადმოგვცემს სათქმელს.

რაგბი

"ერთ უჩვეულო დღეს, ამომავალმა მზემ სახე იცვალა და ყველამ მიიღო გამოწვევა..." გამოწვევა კი თიბისისთვის უბრალოდ რაგბის მხარდაჭერა ან პოპულარიზაცია არ ყოფილა, არამედ, საზოგადოების ხედვების ცვლილება, იმ აზრის დამკვიდრება, რომ "რაგბი არაა მხოლოდ სპორტი, არამედ ესაა ფასეულობათა სისტემა". "ერთმანეთის პატივისცემა, როგორც თანაგუნდელის, ისე მეტოქის სიყვარული, დიდი პასუხისმგებლობა და ერთიანობა" , — ასე განმარტა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ფასეულობათა სისტემა, რაზეც ეს სპორტი დგას.

წელს თიბისიმ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო რაგბის ნაკრებსა და გულშემატკივრებს, რომლებიც მოუთმენლად ელოდნენ იაპონიაში მსოფლიო ჩემპიონატის გამართვას. ჩემპიონატში საქართველოს ნაკრები 20 უძლიერეს გუნდს შორის ასპარეზობდა. ემოციური ვიდეორგოლებითა და ინტენსიური კამპანიებით თიბისიმ ნაკრების მხარდაჭერასთან ერთად, მსოფლიოს მიაწოდა მნიშვნელოვანი მესიჯი, რომ რაგბი ნამდვილად ჩვენი თამაშია.

ახალი თაობა

თიბისის სტიპენდიატები

თიბისიში ფიქრობენ, რომ "ყველაზე სწორი, რაც ბიზნესმა და საზოგადოებამ შეიძლება გააკეთოს, ესაა ახალი თაობისთვის შანსის მიცემა".

ნია ქისიშვილი ბალერინაა, ცეკვით დიდ სიამოვნებას იღებს და ტრავმების მიუხედავად, არასდროს უფიქრია, რომ ცეკვას თავი უნდა დაანებოს. მისი დიდი მოტივაცია და სურვილი, გახდეს მსოფლიოში ცნობილი პრიმა ბალერინა თიბისის არ დარჩენია ყურადღების მიღმა. ის ახლა იმ 200 ახალგაზრდას შორისაა, რომლებსაც თიბისი თავინთ სფეროში განსაკუთრებული ცოდნისა და მიზანდასახულობის გამო, ყოველთვიურად წამახალისებელ სტიპენდიას გადასცემს

თიბისის 200 სტიპენდიატს შორის არის მორაგბე საბა ნატროშვილი, 12 წლის რეზი ბურდული, ფრისტაილერი დუშეთის რაიონიდან, და მოჭადრაკე ხატია მახათაძე, რომლებიც დაბრკოლებებს არ უშინდებიან და თავიანთ სფეროში წარმატების მისაღწევად მუდმივად შრომობენ.

თიბისი status donates-ის ფარგლებშიც უჭერს ნიჭიერ ახალგაზრდებს მხარს და 2019 წლის განმავლობაში 19 ადამიანს დაეხმარა განათლების მიღებასა და პროფესიულ ზრდაში.

გამომგონებელი ახალგაზრდები

ფოტო: თიბისი

თიბისი მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის "ლეონარდო და ვინჩი" და "ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის" პარტნიორია. ამ პროექტების მიზანი მოსწავლეებში ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიებისადმი ინტერესის გაღვიძებაა. 2019 წელს "ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის" გამარჯვებული გუნდის 5 წევრი აშშ-ში, NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტში გაემგზავრა.

თიბისი მეორე წელია მხარს უჭერს "თბილისის საბავშვო ფესტივალს", რომელიც ბავშვებისთვის განკუთვნილ მრავალფეროვან შემეცნებით და გასართობ აქტივობებს აერთიანებს. წელს კი პირველად გახდა "თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის" პარტნიორი, რომელსაც ოთხი დღის განმავლობაში ათი ათასობით ადამიანი სტუმრობს.

გარემოს დაცვა

ფოტო: თიბისი

ერთ დღესაც თიბისის სათავო ოფისებში პრინტერები გაქრა და ყველა მიხვდა, რომ ფურცელზე დაბეჭდვის გარეშეც მშვენივრად ართმევდნენ საქმეს თავს. ამ ექსპერიმენტით ქაღალდის მოხმარება საგრძნობლად შეამცირეს, მომავალში შედეგების გასაუმჯობესებლად კი ყველა ოფისის ჭკვიანი პრინტერებით აღჭურვას გეგმავენ. მანამდე, სათავო ოფისებში შეგროვებული ქაღალდის გადამუშავებით წიგნებს ამზადებენ და უსასყიდლოდ გადასცემენ ბიბლიოთეკებს მაღალმთიან რეგიონებიში.

თიბისიმ ავტოპარკის 70%-მდე ჰიბრიდული და ელექტრომანქანებით ჩაანაცვლა, რის შედეგადაც საწვავის თვიური მოხმარება დაახლოებით 30%-ით შემცირდა. კომპანია აქტიურადაა ჩართული მწვანე საფარის აღდგენის ღონისძიებებში. 2019 წელს თბილისში, ვარკეთილში 1100 ხის დარგვა დააფინანსა.

თიბისი 2020 წელსაც გაარძელებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებს და მხარს დაუჭერს საზოგადოებას თითქმის ყველა ასპარეზზე, ბიზნესში, სპორტში, კულტურაში, განათლებასა თუ ინოვაციებში.