NASA-მ მარსზე ასტრონავტების დასაშვებად ხელსაყრელი ადგილი აღმოაჩინა
NASA-მ მარსზე აღმოაჩინა რეგიონი, სადაც წყლის ყინული ზედაპირის ქვეშ რამდენიმე სანტიმეტრის სიღრმეზეა ხელმისაწვდომი.
ეს რეგიონი ასტრონავტებისთვის დასაშვებად, შესაძლოა, იდეალური ადგილი იყოს. რა თქმა უნდა, ეკიპაჟს, რომელიც მარსზე დაეშვება, რესურსების გარკვეული ნაწილის მოპოვება მარსზევე მოუწევს, წყალი კი ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსია.
მარსზე ასტრონავტებს ყინულის მოპოვება და მისგან როგორც სასმელი წყლის, ისე რაკეტის საწვავის დამზადება მოუწევთ, რათა დედამიწაზე დაბრუნდნენ. წყლის ჟანგბადად და წყალბადად გაყოფისას ამ უკანასკნელის საწვავად გამოყენება შეიძლება.
"დედამიწიდან მარსზე წყლის წაღება წარმოუდგენლად ძვირი დაჯდება. ყოველი რამ, რისი წაღებაც არ გიწევს, ათავისუფლებს ადგილს დამატებითი ექსპერიმენტებისთვის", — აცხადებს ნასას პლანეტარული მეცნიერი და კვლევის ავტორი სილვა პიკო.
წყლიანი რეგიონი პიკომ გუნდთან ერთად ხომალდ Mars Reconnaissance Orbiter-ისა და Mars Odyssey-ს მონაცემების დამუშავებისას აღმოაჩინა.
"ამ ყინულის მოპოვებისთვის სპეციალური ტექნიკის გამოყენება საჭირო არ არის, ნიჩაბიც საკმარისი იქნება", — ამბობს პიკო.
როდესაც საქმე კოსმოსურ მისიებს ეხება, ნებისმიერი დამატებითი კილოგრამის წაღება დიდ თანხებსა და ხარჯთანაა ასოცირებული. შესაბამისად, ამ სიახლის მოსმენა ნამდვილად სასიამოვნოა.
კომენტარები