ევროპაბეთის ინოვაციური მიდგომები მომხმარებლის დასაცავად
კამპანია "პასუხისმგებლიანი თამაში" ევროპაბეთის ახალი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს სათამაშო ბიზნესის თვითრეგულაციას, რათა ადამიანებმა გასართობად ითამაშონ და არა პრობლემების "გამოსამუშავებლად".
რა არის პასუხისმგებლიანი თამაში? – პასუხისმგებლობა სათამაშო ბიზნესში, პასუხისმგებლობა კომუნიკაციაში, პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ – ეს არის მთავარი მიმართულებები, რომლებიც კომპანიამ თავისი ბიზნესის ფუნდამენტურ ნაწილად აქცია.
ის, რომ სათამაშო ბიზნესი არ არის სრულიად ურისკო, არახალია. მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლების აბსოლუტური უმრავლესობა თამაშს ყოველდღიური გართობის საშუალებად მიიჩნევს, მაინც არის მოთამაშეთა მცირე რაოდენობა, ვისთვისაც თამაში შეიძლება პრობლემური გახდეს. განსაკუთრებით მოწყვლადია არასრულწლოვანთა სეგმენტი, რომლებიც, მიუხედავად დღემდე არსებული ფილტრებისა, მაინც აღწევენ სათამაშო პლატფორმებზე.
რას გვთავაზობს ევროპაბეთი?
2020 წლის იანვრიდან ევროპაბეთი მომხმარებლებს შესთავაზებს ონლაინ ხელსაწყოებს, რაც უპრეცედენტო იქნება ქართული სათამაშო ბაზრისთვის. ესენია:
- რეალობის შემოწმების შეტყობინება
- თვითშეფასების ტესტი
- მოთამაშის რჩევები
- 24/7 მხარდაჭერა პრობლემური მოთამაშეებისთვის
- პრობლემური მოთამაშეების თერაპია
- გამკაცრებული ვიდეოვერიფიკაცია
- პასუხისმგებლობა კომუნიკაციაში
გარდა ამისა, ევროპაბეთი 2019 წლის დეკემბრიდან, ეტაპობრივად, უარს ამბობს ყველა ისეთ კომუნიკაციაზე, რომლებიც, დიდი ალბათობით, სცილდება მიზნობრივ აუდიტორიას. კერძოდ:
- სრულად ამბობს უარს გარე რეკლამაზე
- საათობრივად ზღუდავს რეკლამას ტელევიზიასა და რადიოში
- ინტერნეტრეკლამა გაკეთდება მაქსიმალურად ასაკობრივი შეზღუდვით
საკომუნიკაციო არხებზე თვითრეგულაციით დაზოგილი მთლიანი ბიუჯეტი საზოგადოებისა და გარემოს განვითარების პროექტებს მოხმარდება. ამ მიზნით, 2020 წლის განმავლობაში ევროპაბეთი 2,2 მილიონ ლარს დახარჯავს. კერძოდ:
- "პასუხისმგებლიანი თამაშის" შესახებ ცნობადობის გაზრდა - საინფორმაციო ვებგვერდები; პრობლემურ მოთამაშესთან მუშაობა - ქოლცენტრი და თერაპია; თემატური სტატიები და სიუჟეტები
- სპორტის განვითარება - სპორტსმენებისა და პარასპორტსმენების, სპორტში მოღვაწე ადამიანების ხელშეწყობა; სპორტის მასობრიობის ხელშეწყობა; ინფრასტრუქტურული პროექტები
- ონლაინ მედიის განვითარება - ონლაინ მედიის გაყიდვის საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვაში ხელშეწყობა
- სოციალური პასუხისმგებლობის პროექტები
- ლოკალური კულტურის მხარდაჭერა და განვითარება
მოგება და კლიენტთან ურთიერთობა
ნებისმიერი ბიზნესის მიზანია მოგების ნახვა, სხვა შემთხვევაში ბიზნესის არსებობას აზრი ეკარგება. რა თქმა უნდა, არცერთი ბიზნესის ინტერესი არ არის მომხმარებლისთვის პრობლემების შექმნა. ხშირ შემთხვევაში ბიზნესმა მომხმარებელი საკუთარი თავისგანაც უნდა დაიცვას. ევროპაბეთის მარკეტინგის დირექტორი ლაშა გოგუა მიიჩნევს, რომ ასეთი მიდგომებით, კლიენტებთან სამართლიანი კომუნიკაციით, ყველა ბიზნესი ცდილობს მის მიმართ ლოიალობის გაზრდას, რაც, საბოლოო ჯამში, მას სტაბილური, გარანტირებული კლიენტებით უზრუნველყოფს.
"მაგალითად, ბანკებს ჰყავთ საკრედიტო რისკების შემფასებლები, რომლებიც მომხმარებლის ნაცვლად აკეთებენ მომხმარებლისვე გადახდისუნარიანობის ანალიზს. ხშირ შემთხვევაში, რაც უფრო მეტ სესხს იღებს, მით უფრო უხარია მომხმარებელს. ესეც განათლებისა და ბაზრის განვითარების ნაწილია. სწორედ ანალოგიური რისკების დაზღვევას ემსახურება „პასუხისმგებლიანი თამაში“ ბიზნესოპერაციებში. ჩვენი მიზანია, მომხმარებელი ჩვენთან გაერთოს და ამ გართობით საკუთარ თავს პრობლემა არ შეუქმნას", — მიიჩნევს ლაშა გოგუა.
ევროპაბეთი — გლობალური BETSSON-ის წევრი
ევროპაბეთი 4 წლის წინათ გაიყიდა და მთლიანად გადავიდა შვედური კომპანია BETSSON-ის მფლობელობაში. BETSSON გლობალური კომპანიაა, ლეგალურად ოპერირებს 10 სხვადასხვა ქვეყანაში და გლობალური კომპანიის ნაწილად ყოფნა, სხვა ბენეფიტებთან ერთად, ევროპული სტანდარტებისა და წარმატებული გამოცდილებების გაზიარებასაც მოიაზრებს.
"საქართველოს სათამაშო ბიზნესი განვითარებადია და განვითარებული ქვეყნების პრაქტიკების გაზიარებას საჭიროებს. აქ არაფერია ისეთი, რაც ჩვენი გამოცდილებით ევროპულ ქვეყნებში არ ყოფილა. უბრალოდ, ჩვენ განვითარების ამ ეტაპზე ვართ და აუცილებელია თანმიმდევრული ცვლილებები", — აცხადებს კომპანიის მარკეტინგის დირექტორი ლაშა გოგუა.
მისივე თქმით, "პასუხისმგებლიანი თამაშის" ქართულ ბაზარზე შემოტანა ერთ-ერთი პირველი ინიციატივა იყო, რაც BETSSON-მა ევროპაბეთის შეძენის მომენტიდან დაიწყო.
აღნიშნული კონცეფციის პირველი ფაზა ევროპაბეთის მიერ ბრენდ ამბასადორად ცნობილი იტალიელი ფეხბურთელის, ანდრეა პირლოს მოწვევა იყო, რომელიც მომხმარებლებში აჟღერებდა მთავარ გზავნილს: "ითამაშე მხოლოდ სიამოვნებისთვის".
ევროპაბეთი სათამაშო ბიზნესის ქართული ბაზრისთვის უნიკალურ კამპანიას დეკემბერში იწყებს და ის ეტაპობრივად განხორციელდება. ყოველი კვარტალის ბოლოს ევროპაბეთი წარმოადგენს ანგარიშს, რომელიც სრულიად გამჭვირვალე იქნება და ნებისმიერ დაინტერესებულ პირსა თუ ორგანიზაციას მიეცემა შესაძლებლობა, ვებგვერდზე: responsible.ge ნახოს, რა შედეგი ჰქონდა ამა თუ იმ ინიციატივას.
-
ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს
გადახედვა
-
მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება
გადახედვა
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
კომენტარები