მალალა იუსუფზაი: მინდა პაკისტანის პრემიერმინისტრი გავხდე
ფოტო: Malala Found
პაკისტანელმა აქტივისტმა მალალა იუსუფზაიმ, რომელიც "ინვესტიცია მომავლისთვის" მხარდაჭერით გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა საჯაროდ გამოთქვა სურვილი, რომ მას სურს გახდეს პაკისტანის პრემიერმინისტრი და იზრუნოს მშვიდობისთვის, საყოველთაო განათლების უფლებისა და ქალთა უფლებებისთვის.
"ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი განათლების გარეშე. განათლება სჭირდება ყველა გოგოს და ქალს, ჩვენ გვჭირდება ქალები, რომლებიც შთაგონების წყარო და მისაბაძი მაგალითები გახდებიან არა მხოლოდ ქალების, არამედ მამაკაცებისთვისაც, დღევანდელი ღონისძიება გვიჩვენებს, რომ არაბული სამყარო პოზიტიურობისკენ უნდა შევცვალოთ, ეს არის გზა რომელიც ახლო აღმოსავლეთში ქალებმა უნდა გაიარონ, მუსლიმმა ქალებმა. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ რომ ჩვენი ჩართულობა ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭიროა ჩვენი უფლებებისა და პოზიტიური ცვლილებებისთვის. მათ ვინც, პატრიარქატულ სამყაროში მაიძულებდნენ ჩემი პოტენციალი ჩამეკლა, რადგან მუდმივად მიმეორებდნენ, თითქოს მე, როგორც ქალს, არაფერი გამომივიდოდა ჩემს ცხოვრებაში, მინდა ვუთხრა და დავუმტკიცო რომ ცდებიან. დიახ, ჩემი მთავარი ოცნება, გავმხდარიყავი ექიმი შეიცვალა, დღეს ჩემი ოცნებაა გავხდე პაკისტანის პრემიერმინისტრი", ამბობს მალალა.
ფოტო: getty/malala
მალალა საქვეყნოდ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც 2009 წელს, 11 წლის ასაკში "ბიბისის" ბლოგერი გახდა, სადაც "თალიბანის" რეჟიმის პარალელურად საკუთარ ცხოვრებაზე და გოგონების განათლების უფლებებისთვის წერდა. 2009 წელს პაკისტანში თალიბებმა თავიანთ კონტროლირებად ტერიტორიაზე გოგოებს სკოლაში სიარული აუკრძალეს. 11 წლის მალალამ გადაწყვიტა, დაეცვა თავისი განათლების უფლება, თუმცა მის პროტესტს მძაფრი რეაქცია მოჰყვა.
2012 წელს "თალიბებმა" მისი მოკვლა სცადეს და გოგონა მძიმედ დაჭრეს.
მალალა ახლა დიდ ბრიტანეთში, მშობლებთან ერთად ცხოვრობს. იქიდანვე აგრძელებს თავის საქმიანობას და ამ სიმამაცისა და შემართებისთვის მიღებული აქვს ნობელის პრემია მშვიდობის დარგში, ანდრეი სახაროვისა და ანა პოლიტკოვსკაიას სახელობის პრემიები.
2015 წელს დიდ ეკრანებზე იუსუფზაის ისტორიაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი გამოვიდა - მან მე მალალა დამარქვა. ფილმში ის თავდასხმამდე და თავდასხმის შემდეგ პერიოდს იხსენებს. ფილმის რეჟისორს სურს, რომ 18 წლის პაკისტანელი გოგოს ოცნებები გაამხილოს, მალალა კი მხოლოდ ერთი ოცნება აქვს - „მინდა მსოფლიოს ყველა გოგო და ბიჭი სწავლობდეს; სკოლაში თანაკლასელების გვერდით, ჩემს მაგიდასთან ჯდომა და კითხვა ჩემი უფლებაა. ყოველი ადამიანის სახეზე ბედნიერი ღიმილის ხილვაა ჩემი ოცნება”, ამბობს მალალა.
„ავიღოთ ჩვენი წიგნები და კალმები, ისინი ჩვენი ყველაზე ძლიერი იარაღებია. ექსტრემისტებს მუდამ ეშინოდათ და ეშინიათ წიგნების და კალმების. მათ ქალებისაც ეშინიათ.
მე მინდა, რომ განათლება თალიბების, ტერორისტებისა და ექსტრემისტების შვილებმა მიიღონ. ერთ ბავშვს, ერთ მასწავლებელს, ერთ წიგნს და ერთ კალამს შეუძლია შეცვალოს მსოფლიო. განათლება ერთადერთი გამოსავალია. განათლება უპირველესია", - ეს სიტყვები მალალა იუსუფზაის ეკუთვნის პაკისტანელ აქტივისტსა და ნობელის პრემიის ყველაზე ახალგაზრდა მფლობელს.
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა

კომენტარები