პალიტრანიუსის გადაცემა ჩემი კითხვის ეთერში ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ რესპუბლიკური პარტიისთვის ბოდიში აქვს მოსახდელი, რადგან მათი ამომრჩევლის რაოდენობა არასწორად შეაფასა:

"მინდა ბოდიში მოვუხადო რესპუბლიკელებს, არჩევნების წინ მე ვთქვი, რომ მათი რეიტინგი 0,3%-ია, რეალურად კი აღმოჩნდა, რომ მათი რეიტინგი 1%-ზე ცოტა მეტია".

კახა კალაძე ამ კომენტარით ლევან ბერძენიშვილს გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ კალაძე კარგი ფეხბურთელი იყო, თუმცა მისგან პოლიტიკოსი "ვერ შედგა".