ვოლოდიმირ ზელენსკი

26 Sep. 2019, 11:52

მე თქვენ მოგიყვებით ერთ ისტორიას. ისტორიას ადამიანზე, რომლისთვისაც ცხოვრების იდეად იქცა, მისთვის მოესმინათ. ამ ადამიანს ღვთაებრივი ხმა ჰქონდა. მას მთელ მსოფლიოში საუკეთესო ბარიტონად და კონტრატენორად თვლიდნენ. მისი ხმა ისმოდა კარნეგი ჰოლში, ნიუ-იორკში და პარიზის ღვთისმშობლის ტაძარშიც, ლონდონის ქოვენთ გარდენში და პარიზის ოპერაშიც. თითოეულ თქვენგანს შეეძლო მოესმინა მისი საოცარი სიმღერა. მაგრამ არის ნივთი, რომელიც ამის საშუალებას არ მოგცემთ და ის ასე გამოიყურება [ტყვია].

12,7 მილიმეტრიანი ტყვია, რომელმაც არამხოლოდ მისი კარიერა, მისი სიცოცხლეც დაასრულა. ეს ტყვია 10 დოლარი ღირს და სამწუხაროდ, სწორედ ამდენად ფასობს ადმიანის სიცოცხლე ჩვენს პლანეტაზე.

ასეთი ისტორია ათასობითაა, ასეთი ტყვია კი მილიონი. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება 21-ე საუკუნეში, მას შესაძლებლობების საუკუნეს ეძახიან. აქ მოსმენის შესაძლებლობაზე მეტად, იმის შესაძლებლობაა რომ მოგკლან.

ადამიანი, რომელზეც გიამბეთ ვასილი სლიპაკია. ის უკრაინელი იყო, პარიზის ნაციონალური ოპერის სოლისტი. ის დონბასში დაიღუპა, როცა უკრაინას იცავდა რუსული აგრესიისგან.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  3. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  4. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად
  5. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მასწავლებლის ეროვნული პრემია — რამდენს დახარჯავს განათლების სამინისტრო მასწავლებლის დღის ღონისძიებისთვის?

განათლების სამინისტრო 866 231 ლარის დახარჯვას გეგმავს მასწავლებლის ეროვნული დღის აღსანიშნავი ღონისძიების…