თანამედროვე ცხოვრების წესმა, სტილმა და ტემპმა ადამიანებს დრო წაგვართვა. გარშემო ყველაფერი სწრაფი და დინამიკური ხდება, ამის კვალობაზე მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივია, რომ თანამედროვე ადამიანი ყოველთვის ეძებს გზებს, რომლითაც ის საკუთარ ცხოვრებას უფრო მარტივს გახდის.

მსოფლიოში ახლა მთავარი ტრენდი ციფრული სამყაროა — გაჯეტებით, რომლებსაც მუდამ თან ვატარებთ, დღითიდღე უფრო და უფრო მეტი მომსახურების მიღებას ვახერხებთ. თიბისი სტატუსი ცხოვრების ამ აჩქარებულ ტემპს მიჰყვება და მომხმარებლებს ახალ, ეფექტურ მომსახურებებს სთავაზობს.

მაინც რატომ უნდა გავხდე თიბისი სტატუსის წევრი?

ფოტო: Lobster

თიბისი სტატუსის მთავარი დაპირება მარტივია — მეტი დრო ცხოვრებისთვის, სწორედ ამ იდეის ირგვლივ შეიქმნა სტატუს ციფრული ნაკრები და ის განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც საბანკო პროდუქტებითა და სერვისებით სარგებლობა ყოველდღიურობის ნაწილია. სტატუს ციფრული ნაკრების მომხმარებლები უპირატესობას ანიჭებენ დისტანციურ მომსახურებას იმ თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით, რასაც თიბისი ინტერნეტ და მობაილ-ბანკის სახით სთავაზობს.

საქართველოს ბაზარზე, საბანკო პრემიუმ სეგმენტში ეს პირველი მსგავსი პროდუქტია. ეს არის პრემიუმ ბანკინგის ინოვაციური ეკოსისტემა, რომლის მეშვეობითაც კლიენტს შეუძლია თავად მართოს საკუთარი ფინანსები. თიბისი არის პირველი, ვინც გადადგა ნაბიჯი იმისკენ, რომ მომხმარებელს ფილიალში ფიზიკურად მისვლა მინიმალურად დაგვჭირდეს. ამისთვის შეიქმნა მომსახურება, რომელიც ციფრულად და დისტანციურად გვაძლევს ჩვენი ფინანსების მართვის საშუალებას.

თუ ხარ თანამედროვე ადამიანი, რომლესაც დატვირთული რეჟიმი გაქვს, გინდა დროის დაზოგვა, კომფორტული და გამარტივებული მომსახურება — ეს ახალი ნაკრები შენთვისაა.

თიბისი სტატუსის წევრობა ნიშნავს, რომ თქვენ საბაკო მომსახურებებს ბევრად უფრო სწრაფად და ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მიიღებთ. გარდა ამისა, თქვენ წვდომა გექნებათ ესკლუზიურ შეთავაზებებზე, რომლებიც მხოლოდ თიბისი სტატუსის წევრებისთვისაა ხელმისაწვდომი.

შენ მიიღებ:

  • პრემიუმ კლასის PLATINUM ბარათს განაღდების მაღალი ლიმიტებით;
  • განსაკუთრებულ პირობებს სესხსა და დეპოზიტებზე;
  • განსაკუთრებულ პირობებს სადაზღვევო პროდუქტებზე;
  • აეროპორტების ლაუნჯებით სარგებლობის შესაძლებლობას (Lounge Key);
  • უფასო სტატუს ცენტრს — 24 საათიანი სატელეფონი ცენტრი.

გარდა ამ ყველაფრისა...

ფოტო: Roman Kuznetsov

თიბისი ბანკისგან კიდევ რამდენიმე ექსკლუზიურ სერვისს მიიღებ.

სტატუს კონსიერჟი დაგეხმარება მოგზაურობის დაგეგმვაში, უცხოეთში სწავლის ორგანიზებაში, რესტორანში მაგიდის დაჯავშნაში, ბილეთების შეძენაში, თაიგულების გაგზავნაში, ავტო მომსახურებაში და კიდევ სხვა მრავალ საკითხში.

ხოლო სამშენებლო კომპანიებში, მაღაზიებში, სილამაზის სალონებში, კაფეებსა და სხვა ობიექტებში კი განსაკუთრებული, შენთვის შექმნილი პირობები დაგხვდება.

ბანკში მოსვლის გარეშე, დისტანციურად შეძლებ ანაბრების გახსნას, საბანკო პროდუქტების რეგისტრირებას, ბარათების დამზადებას და მიიღებ სხვადასხვა ტიპის მომსახურებას.

რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის გარდა, განსაკუთრეუბლი პირობებით ისარგებლებ თიბისი სტატუსის ღონისძიებებზეც...

სტატუს-შეხვედრები

სტატუს შეხვედრები და მომხმარებელზე მორგებული შეთავაზებები ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელსაც ციფრული ნაკრები მომხმარებელს სთავაზობს.

დღევანდელი დინამიკური, დატვირთული და საინტერესო პროცესების პარალელურად, თიბისი სტატუსი მომხმარებლებს, სამუშაო გარემოს გარეთ, სხვადასხვა ცოდნის გამრავალფეროვნებასა და ცხოვრებისათვის მეტ დროს სთავაზობს.

ამ მიზნით საგანმანათლებლო პლატფორმა - თიბისის სტატუს-შეხვედრები გაჩნდა, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა სფეროში წარმატებული ადამიანები თიბისი სტატუსის მომხმარებლებს ხვდებიან და საკუთარ ცოდნას, გამოცდილებასა და უბარლოდ იდეებს უზიარებენ იმ თემებზე, რომლებიც ერთნაირად მნიშვნელოვანია როგორც სამუშაო გარემოში, ისე ყოფით ცხოვრებაში.

აიღე თიბისი სტატუსის ახალი ციფრული ნაკრები აქ.