გიორგი ქადაგიძე

8 Aug. 2019, 05:21

2008 წლის 10 აგვისტო: არავინ, ცხადია, ომისთვის მზად არ იყო და არც — ჩვენ. რუსეთის აგრესიის მერე, პირველი, რაც მოხდა ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად, რაც საკმაოდ ბუნებრივი რეაქციაა, ადამიანებმა მიაკითხეს ბანკებს და დაიწყეს ანაბრების გამოტანა, რამაც გამოიწვია ის, რომ გაჩნდა ძალიან დიდი დეფიციტი ბანკნოტების და საჭირო გახდა ქვეყანაში სასწრაფოდ ფულის ჩამოტანა. ჩვენ შევუკვეთეთ მაშინ ფული, იმისთვის, რომ ბანკები მოგვემარაგენინა. საუბარია, 300 მლნ დოლარზე.

ბანკებს, ცხადია, არ ვეუბნებით — ვუთხარით, რომ სავსე გვაქვს საცავები და ყველას შეგეძლებათ ხვალ დილიდან წაიღოთ თანხა და დააკმაყოფილოთ მოსახლეობის მოთხოვნა იმისთვის, რომ არ იყოს პანიკა, მაგრამ ღამის 9 საათზე მოხდა ის, რომ ფორსმაჟორი გამოცხადდა - საქართველოს საჰაერო სივრცე სამოქალაქო გადაზიდვებისთვის დაიხურა და ავიაკომპანიამ თქვა, რომ თბილისში თვითმფრინავს ვერ დასვამდა.

ჩვენ მოგვიწია თვითმფრინავის დასმა და მოძმე სახელმწიფოს - აზერბაიჯანის დახმარებით, ასეთი ოპერაციის ჩატარება: ორი საინკასაციო მანქანა გადავიდა ღამე ჩუმად აზერბაიჯანში, დახვდა ბაქოში 300 მლნ დოლარს და ჩუმად ბრუნდება თბილისში - თითო საინკასაციო მანქანა დატვირთული ამ უზარმაზარი თანხით.

ამ დროს ტელევიზორში ვხედავთ, რუსი ჯარისკაცები როგორ შედიან სენაკისა და გორის სამხედრო ბაზაზე და იქიდან გააქვთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავეჯი და ა.შ. ალბათ, წარმოგიდგენიათ, ამის შესახებ, რომ თუნდაც საშუალო რანგის რუსეთის არმიის მსახურებს გაეგოთ, რა ამბავი მოჰყვებოდა ამას. დარწმუნებული ვარ, არათუ ფულის უსაფრთხოება, მთლიანად ადამიანების უსაფრთხოება ამ ტერიტორიაზე დადგებოდა დიდი საფრთხის ქვეშ.

მხოლოდ და მხოლოდ ერთი სანდო ადამიანი, არადაკავშირებული საინკასაციო საქმიანობასთან, ჩავსვით საინკასაციო მანქანაში, მივეცით მას სპეციალური ტელეფონი და ვუთხარით, რომ შენ დაგვირეკავ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რაღაც პრობლემაა. ჩვენი გათვლებით, დილის 4 საათისთვის ეს ორი მანქანა წითელ ხიდზე გადმოკვეთდა საზღვარს, 5 საათისთვის ჩვენ გავავსებდით საცავებს და მივაწვდიდით კომერციულ ბანკებს. დაახლოებით, 3-ის ნახევარზე რეკავს ეს ტელეფონი. სანამ ვუპასუხებდი, მართლა ფილმებში რომ არის, მთელმა ცხოვრებამ გაიარა ერთ წამში. ვუპასუხე და მან თქვა, რომ დაახლოებით, 100 კმ-ში ვდგევართ აზერბაიჯანის მხარეს, საზღვრის პირას და ერთ-ერთი მანქანა გაფუჭდა. უბრალოდ ჩაქრა. ირგვლივ არაფერი არ არის, ვართ 6 ინკასატორი, ორი მძღოლი, მე და 2 ესკორტის მანქანა მცირე დოზით.

მოგვიწია თბილისიდან გაგზავნა ახალი ინკასაციის მანქანის და დილის 4 საათზე 6-მა ინკასატორმა დაცალა 1 მანქანა სავსე უზარმაზარი რაოდენობის ბანკნოტით, დატვირთა ახალი მანქანა, დაადო ლუქი და უსაფრთხოდ ჩამოიყვანა ეს მანქანები თბილისში. ისე რომ, დილის 6 საათზე, სულ რაღაც ნახევარი საათის დაგვიანებით, მთელი საბანკო სისტემა გამართულად მუშაობდა.

ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციაზე მოყვა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მერიამ რუსთაველის გამზირის სამუშაოების შემსრულებელი კომპანია — "სმარტ სოლუშენსი" 24/7-ზე მუშაობის პირობის დარღვევის გამო დააჯარიმა
  2. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  3. ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში გარდაცვლილი 3 პენსიონერი და დაკრძალეს
  4. ილიაუნის სტუდენტების მიღების შესაძლებლობა 10-ჯერ და მეტად შეუმცირდა — შალვა მინდაძე გამოცდების შედეგებს აფასებს
  5. ავჭალის ხიდიდან ვარდნის შედეგად 17 წლის მარიამ ლომიშვილი გარდაიცვალა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…