ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახის მომაჯადოებელი ილუსტრაციები
ფოტო: JIM KAY / BLOOMSBURY PUBLISHING
ალოჰომორა, ლუმოს, აკციო პოტერჰედებო! თქვენი ყურადღების მისაპყრობად მალე შელოცვების მარაგი ამოგვეწურება. კიდევ ერთი სიახლე გვაქვს, დღეს ლონდონში ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახის ილუსტრირებული ვერსია გამოვიდა.
ხომ ვამბობდით მუდმივი მხოლოდ ენერგიაა ჩაკეტილ სისტემაში და როულინგის შემოქმედებაო. ხოდა არ ვცდებოდით. ჯადოსნური სამყაროს დედოფალმა შეძლო და შვილისთვის ხელსახოცზე დაწერილი ზღაპარი იმდენად პოპულარული გახადა, რომ ამდენი წლის შემდეგაც კი არ წყდება აჟიოტაჟი ჰარი პოტერის ირგვლივ.
აშენდა ჰოგვარტსის სკოლის პროტოტიპი, გაიხსნა სასტუმრო, სოფელი ჰოგსმიდიც კი შეგიძლიათ იხილოთ, ჰარი პოტერის ფესტივალი შეიქმნა, კინგ ქროსის სადგურზე მემორიალური ძეგლი დაიდგა, დისნეილენდის კონკურენციაც კი დაიგეგმა და ჰარი პოტერის გასართობი ცენტრი გაიხსნა, წიგნის გაგრძელება დაიწერა, პრიქველებიც კი შემოგვაპარეს და მაინც, პოტერჰედების გაუმაძღარი მადა მუდმივად მოითხოვს სიახლეს. ამჯერად მათი გულის გასახარად უკვე მეორე წიგნის ილუსტრირებული ვერსია გამოვიდა.
ილუსტრაციები ჯიმ კეის შემოქმედებით, გამაოგნებლად რეალურია, იმდენად რამდენადაც ჯადოსნური სამყაროს ილუსტრაცია შეიძლება რეალური იყოს.
გავიხსენოთ, რომ ამ ნაწილის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი ყველასთვის საყვარელი, გმირად შერაცხული შინაური ელფი დობია. ავტორს მისი დაღვრემილი და კეთილი თვალები იმდენად დამაჯერებლად გამოუვიდა გეგონება ფილმის პერსონაჟი გადმოხატაო.
ჯიმ კეიმ მთელი თავისი დიდებულებით, მედიდურობით და მაგიურობით წარმოგვიჩინა ჰოგვორსტი. ისე, რომ წარსულის სიმძიმეც იგრძნოთ.
მზად ხართ? არაგოგის შემზარავად დიდი სხეული ჯიმ კეის აზრით ასე გამოიყურება.
ჩვენი ნახევრადგოლიათი ჰაგრიდი ტრადიციულად გაბურძგნილი წვერით და გაჩეჩილი თმით შემოგვთავაზა. ალბათ, ფილმის გამოსვლამდე თქვენც ასე წარმოიდგენდით რუბიუსს.
ჯიმ კეის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არსება არ გამორჩენია, ან იქნება მცენარეც, რას გაიგებ. ხომ გახსოვთ მანდრაგორებმა ამ ნაწილში რამდენად მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს? ასე გამოიყურებიან ისინი ილუსტრირებულ წიგნში.
აქ ცოტა პრეტენზიულობის უფლება მივცეთ თავს და ვაღიაროთ, რომ ჰარი პოტერის ერთადერთი ილუსტრაცია, რომელსაც შევეგუებით მხოლოდ დენიელ რედკლიფის გამოსახულება იქნება ან არა.
აქვე შეგვიძლია გავიხსენოთ პირველი წიგნის, ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვის ილუსტრაციები, რომლებიც შარშან ზუსტად 4 ოქტომბერს წარადგინეს.
აქ შეგიძლიათ იხილოთ სირიუსის მოტოციკლით მფრინავი ჰაგრიდი, მრუდე ქუჩა, ოლივანდერის მაღაზია, ჰარი, მალფოი, ჰერმიონი და ფენიქსიც კი.
აი ასეთი ფერადი, მიმზიდველი და მომაჯადოებელი წიგნის ყიდვა შეუძლია ახალ თაობას. აბა ჩვენ დროს ყველაფერი წარმოსახვის უნარზე და ახალი ფილმის გამოსვლაზე იყო დამოკიდებული.
-
"ევროპის დღეები ევროპული სიძულვილის დღეებად აქცია" — პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე "ევროპის დღეები ევროპული სიძულვილის დღეებად აქცია" — პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე
გადახედვა
-
ნარუტოს სამყაროში სიახლეებია — ახალი მანგა და სერიალი გამოდის ნარუტოს სამყაროში სიახლეებია — ახალი მანგა და სერიალი გამოდის
გადახედვა
-
ბათუმში მშენებარე ცათამბჯენში ხანძარი გაჩნდა ბათუმში მშენებარე ცათამბჯენში ხანძარი გაჩნდა
გადახედვა
-
რამ გამოიწვია Yandex-ის სერვისების შეფერხება რამ გამოიწვია Yandex-ის სერვისების შეფერხება
გადახედვა
-
გამოავლინეს ფრინველები, რომელთა ბგერებიც ბურღსა და ელექტროხერხზე ხმამაღალია — მოუსმინეთ გამოავლინეს ფრინველები, რომელთა ბგერებიც ბურღსა და ელექტროხერხზე ხმამაღალია — მოუსმინეთ
გადახედვა
-
ანდრეი სიბიჰა: რუსეთმა ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მისი გამოცხადებისთანავე დაარღვია ანდრეი სიბიჰა: რუსეთმა ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მისი გამოცხადებისთანავე დაარღვია
გადახედვა
-
ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
გადახედვა
-
სანამ საქართველოს მთავრობა წინ არ წავა ევროპული ღირებულებებისკენ, ჩვენ მათთან არ ვითანამშრომლებთ — რა განცხადებები გაკეთდა ლუქსემბურგში? სანამ საქართველოს მთავრობა წინ არ წავა ევროპული ღირებულებებისკენ, ჩვენ მათთან არ ვითანამშრომლებთ — რა განცხადებები გაკეთდა ლუქსემბურგში?
გადახედვა
-
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზიდან გადავარდა ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზიდან გადავარდა
გადახედვა
-
ძაღლი, რომელიც ბრიტანეთის მწვერვალიდან ჩამოიყვანეს, სავარაუდოდ, მთაში ნაპოვნი მარიხუანით გაბრუვდა ძაღლი, რომელიც ბრიტანეთის მწვერვალიდან ჩამოიყვანეს, სავარაუდოდ, მთაში ნაპოვნი მარიხუანით გაბრუვდა
გადახედვა
-
ზემო ნიქოზში მიტროპოლიტ ისაიას ინიციატივით დაარსებული ანიმაციური ფილმების ფესტივალი "ნიქოზი" იმართება ზემო ნიქოზში მიტროპოლიტ ისაიას ინიციატივით დაარსებული ანიმაციური ფილმების ფესტივალი "ნიქოზი" იმართება
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას სალომე ზურაბიშვილი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას
გადახედვა
-
მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრების დელიმიტაციის დაწყებისკენ მოუწოდებს მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრების დელიმიტაციის დაწყებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე? რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე?
გადახედვა
-
უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს
გადახედვა
-
რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება
გადახედვა
-
Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა














კომენტარები