ხორვატიის ტური: ადგილები სადაც Game of Thrones გადაიღეს
ფოტო: Bram Reusen
ხორვატიის ზღვისპირეთი Game of Thrones ეკრანებზე გამოჩენამდეც საკმაოდ პოპულარული ადგილი იყო ვიზიტისთვის, თუმცა HBO-ს ეპიკურმა სერიალმა ამ ადგილით დაინტერესებას საკმაოდ დიდი ბიძგი მისცა. დღეს თითქმის შეუძლებელია, ხორვატიაში იყოს ტურისტი, რომელსაც არ აინტერესებს თუ სად იღებდნენ ცნობილ სერიალს. შეგახსენებთ, რომ მეფის სავანის ძალიან ბევრი სცენა ქალაქ დუბროვნიკშია გადაღებული, თუმცა დუბროვნიკის გარდა ხორვატიაში კიდევ არის ადგილები, სადაც თავს სერიალის გმირად იგრძნობთ.
ლოვრიჯენაკის ციხესიმაგრე, დუბროვნიკი
ფოტო: Bram Reusen
სერიალის ფანებისთვის ეს ადგილი ერთგვარი მექაა, რომელიც ყველაზე შესამჩნევია დუბროვნიკის გადასაღები ლოკაციებიდან და ინსტაგრამზეც ყველაზე ხშირად ხვდება. ციხესიმაგრე კრისტალურად სუფთა ადრიატიკის ზღვაში დგას და სერიალში სწორედ ამ ადგილას არის აღმართული ცნობილი Red Keep ანუ ციხესიმაგრე, რომელშიც მეფე/დედოფალი ცხოვრობს. იქვეა გადაღებული მეორე სეზონის პირველი სერია, სადაც მეფე ჯოფრის სახელობის დღე აღინიშნება და ტურნირია გამართული.
ტრსტენოს დენდროპარკი, ტრესტენო
ფოტო: Pudelek /Marcin Szala, Wikicommons
მეფის სავანის ბაღის სცენების უმეტესობა ტრსტენოს ზღვისპირა დენდროპარკშია გადაღებული. ბოტანიკურ ბაღებში ულამაზესი ყვავილებისა და სიმწვანის გარდა შეგიძლიათ რენესანსის პერიოდის ბაღის არქიტექტურა ნახოთ, რომელიც ვიზუალურ ისტორიას წარმოადგენს და საშუალებას მოგცემთ 16 საუკუნის ხორვატიაში იმოგზაუროთ. ეს დენდროპარკი ადრე გუჩენიჩების ცნობილ ოჯახს ეკუთვნოდა და კონტინენტზე ერთ-ერთი უძველესია.
წმინდა დომინიკას და სტრადუნის ქუჩები, დუბროვნიკი
ფოტო: Bram Reusen
დუბროვნიკის ქუჩებს, ქვის პატარა სახლებს და არქიტექტურას სერიალის მერვე სეზონის წყალობით ალბათ ყველაზე მარტივად იცნობთ, რადგან ძნელია დაივიწყო ის ყველაფერი რაც მეხუთე ეპიზოდში მოხდა. თუ ზარების ხმას გაიგებთ პანიკაში ნუ ჩავარდებით, გახსოვდეთ, რომ საფრთხე არ გემუქრებათ.
დიოკლეტიანეს სასახლე, სპლიტი
ფოტო: JoJan/WikimediaCommons
დიოკლეტიანეს ლაბირინთიანი სასახლე ქალაქ სპლიტის რომაული არქიტექტურის ცენტრია. სწორედ ამ ლაბირინთებში ჰყავდა და წვრთნიდა დენერისი საკუთარ დრაკონებს. სწორედ ამ გვირაბებშია გადაღებული მეოთხე სეზონის სცენები, სადაც მონები საკუთარ ბატონებს უჯანყდებიან და ციხეს იღებენ.
ლოკრუმის კუნძული
ფოტო: Andrija Carli
დაუსახლებელი კუნძული ლოკრუმი დუბროვნიკთან ძალიან ახლოსაა. აქ სიმწვანე და ისტორიული ნანგრევები ერთმანეთს ერწყმის. კუნძული ტყით არის დაფარული, სანაპიროები კი ქვიანია. ცენტრში დანგრეული ციხე სიმაგრე და ბოტანიკური ბაღებია, რომელიც თავის დროზე მაქსიმილიან პირველმა ააშენა და მისი საზაფხულო სახლი იყო. ის ავსტრიელი იმპერატორის ფრანც იოსებ პირველის უმცროსი ძმა იყო. სწორედ აქ არის გადაღებული სერიალის ქალაქ ქარტის უძველესი პორტი, რომელსაც მეორე სეზონში ვხედავთ.
თუ ხორვატიაში მოგზაურობას და ამ ადგილების მონახულებას გადაწყვეტთ, არ დაგავიწყდეთ შეიძინოთ იმედი L-ის სამოგზაურო დაზღვევა ონლაინ.
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
კომენტარები