მაკდონალდსმა ფუტკრებისთვის მსოფლიოს ყველაზე პატარა რესტორანი გახსნა
მაკდონალდსმა საკუთარ რესტორნების ქსელს ახალი ფილიალი შემატა, რომელიც, კომპანიის თქმით, ათასობით მნიშვნელოვან სტუმარს მოემსახურება. რესტორანს, სხვა ყველაფერთან ერთად, drive-thru-ს ფანჯარაც გააჩნია. კომპანიის თქმით, ეს მსოფლიოში ყველაზე პატარა მაკდონალდსია, თუმცა, სინამდვილეში, საქმე სრულად ფუნქციონალურ სკასთან გვაქვს.
მაკდონალდსის პაწაწინა რესტორანი კომპანიის ახალ ინიციატივას გამოხატავს, რომლის მიზანიც ფუტკრების დაცვა და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვაა. შვედეთში მაკდონალდსის არაერთ რესტორანს თავზე სკები აქვს, კომპანიის თქმით, ამ პრაქტიკის დანერგვა აქტიურად მიმდინარეობს.
ფოტო: NORDDDB
ფოტო: NORDDD
"თავდაპირველად ეს ადგილობრივი ინიციატივა იყო, თუმცა მას ბევრი მიმბაძველი გამოუჩნდა. ქვეყანაში არსებულმა რესტორნების ქსელებმა მათ გარშემო არსებული ბალახის ყვავილებით და სხვა მცენარეებით ჩანაცვლება დაიწყეს. ეს ფუტკრებზე დადებით გავლენას ახდენს ", — აცხადებს კრეატიული სააგენტო NORD DDB, რომელიც აღნიშნულ პროექტზე მუშაობდა.
გაიგეთ მეტი:
კომენტარები