MIT საკვების ახალი კომბინაციების შესაქმნელად ხელოვნურ ინტელექტს იყენებს
თუ ოთხი ყველის პიცა და ბარბიქიუს სოუსი უკვე ყელში ამოგივიდათ, შეგიძლიათ კრევეტების, ჯემისა და იტალიური სოსისის პიცა სცადოთ, ყოველ შემთხვევაში ეს ხელოვნური ინტელექტის მიერ მოფიქრებული ინგრედიენტების ერთ-ერთი კომბინაციაა.
MIT-ში შექმნილ ახალ ალგორითმს თითქმის ნებისმიერი რამის გენერირება შეუძლია, პროექტის ფარგლებში მკვლევარებმა კოქტეილის ახალი რეცეპტებიც შექმნეს.
პროექტის ვებგვერდზე ნათქვამია, რომ მასში ჩართული მეცნიერებისა და ხელოვანების მიზანი ისეთი რამის შექმნაა, რისი მოფიქრებაც შეიძლება ადამიანის გონებას გაუჭირდეს. გარდა უცნაური პიცებისა და კოქტეილებისა, პროექტის ფარგლებში ტანსაცმლისა და სუნამოების გენერირებაც მოხდა.
ახალი პიცების შესაქმნელად მეცნიერებმა ალგორითმით პიცის ასობით რეცეპტი დაამუშავეს და მას დაავალეს შეექმნა ისეთი კომბინაციები, რომლებიც "მისი აზრით” გაამართლებდა.
ჯგუფის თქმით, მათი მიზანი უცნობი არომატებისა და გემოების შექმნაა
ბუნებრივია, ხელოვნური ინტელექტი ადამიანებს სრულად ვერ ჩაანაცვლებს, თუმცა მას დიდი რაოდენობით ინფორმაციის დამუშავება და არომატების ახალი კომბინაციების შექმნა სწრაფად შეუძლია.
მიღებული კერძებისა და სასმელების დაგემოვნება და შეფასება კი, რა თქმა უნდა, ადამიანებს დაევალებათ.
კომენტარები