კობა დავითაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება და მთაწმინდის საარჩევნო ოლქში, დამოუკიდებელ მაჟორიტარ დეპუტატად აპირებს კენჭისყრას. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნება რეალურია, ამიტომ ის აპირებს ხელი შეუწყოს ისეთი ძალის ფორმირებას, რომელიც ქართულ ოცნებას შეცვლის.

"ჩემი პოლიტიკაში დაბრუნების ამოცანაა, ხელი შევუწყო კონსერვატიული, ეროვნული, ტრადიციულ ფასეულობებზე დამყარებული, გაწონასწორებული ძალის ფორმირებას, რომელიც მოვა ხელისუფლებაში და შეცვლის ქართულ ოცნებას, რომლის პოლიტიკურმა ნაბიჯებმა დაგვანახა, რომ ისინი გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ქვეყანას იმ კურსით მიატარებენ, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნება რეალური ხდება", — განაცხადა დავითაშვილმა.