არა, "პერეკისი" ე.წ. ღორის გრიპს არ განკურნავს
ბოლო რამდენიმე კვირის განმვალობაში საქართველოში H1N1-ის ვირუსის, ე.წ. ღორის გრიპის შემთხვევებმა იმატა. ფეისბუქის ზოგიერთი მომხმარებელი ირწმუნება, რომ ვირუსთან საბრძოლველად წყალბადის ზეჟანგი, იგივე "პერეკისი" ეფექტური საშუალებაა, რაც მედიკოსების თქმით, სიმართლე არაა.
ფეისბუქის მომხმარებლები წყალბადის ზეჟანგით მკურნალობაზე საუბრისას რუსი ექიმის, ივან ნეუმივაკინის მოსაზრებებს ეყრდნობიან. ნეუმივაკინი არატრადიციული და კოსმიური მედიცინის მიმდევარი იყო. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა, როგორც წყალბადის ზეჟანგით მკურნალობის მეთოდის გამომგონებელმა.
ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, წყალბადის ზეჟანგის ეფექტზე არც ერთი დადასტურებული კვლევა არ მეტყველებს. ამავე მოსაზრებას იზიარებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძე და დასძენს, რომ ზეჟანგთან დაკავშირებით არც ერთი მეცნიერული გამოცდილება არ არსებობს და მას რეკომენდაციას არ უწევენ.
"გრიპის დროს თვითმკურნალობა არ არის მისაღები. რეკომენდებულია მხოლოდ ის, რომ ექიმს დროულად დაუკავშირდეთ და იმოქმედოთ ექიმის დანიშნულების მიხედვით", — უთხრა On.ge-ს ამირან გამყრელიძემ.
ვირუსის შემთხვევები საქართველოში
დაავადებათა კონტროლის 7 იანვრის ინფორმაციით, 100 ათას მოსახლეზე გრიპის ვირუსი 256 ადამიანს დაუფიქსირდა, რაც წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით 21-ით ნაკლებია. გამყრელიძის განმარტებით, ლაბორატორიულად H1N1-ის 158 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 4 შემთხვევა H3N2-ის.
გაზრდილი მოთხოვნის გამო ანტივირუსულ პრეპარატ ტამიფლუს დეფიციტი შეიქმნა. ჯანდაცვის სამინისტრომ აფთიაქებს მედიკამენტის დამატებითი მარაგი გადასცა. ტამიფლუ ოთხ სააფთიაქო ქსელში გაიყიდება: PSP, ავერსი, GPS და ფარმადეპო.
პრეპარატს უფასოდ მიიღებენ ორსულები, სოციალურად დაუცველები, ბავშვები, ასაკით პენსიონერები, გულსისხლძარღვთა, დიაბეტით, ონკოლოგიური და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე მოქალაქეები. პრეპარატის უფასოდ მისაღებად საჭიროა, ბენეფიციარებმა მიაკითხონ მუნიციპალურ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს და წარადგინონ ექიმის დანიშნულება (ფორმა 100).
კონკრეტულად აფთიაქის რომელ ფილიალებში იყიდება პრეპარატი, მოქალაქეებმა ჯანდაცვის სამინისტროს (1505) ან აფთიაქის ცხელ ხაზზე უნდა დარეკონ:
- PSP — (032) 2 40 20 20;
- ავერსი — (032) 2 90 08 00;
- GPS — (032) 271 0707;
- ფარმადეპო — (032) 2 40 00 04.
სეზონური გრიპი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის სარეკომენდაციო ბროშურაში წერია, რომ გრიპი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული ინფექციაა. გრიპის სეზონური ეპიდემიის დროს ყოველწლიურად 3-5 მილიონ მძიმე შემთხვევას ფიქსირდება. ცნობილია გრიპის ვირუსის სამი ტიპი: A, B, C.
ამჟამად, მსოფლიოში სეზონურ გრიპს იწვევს A ქვეტიპის ორი ვირუსი, მათ შორის ე.წ. ღორის გრიპი და B ტიპის ვირუსები. გრიპის C ტიპის ვირუსი ხასიათდება მსუბუქი სიმპტომატიკით და ლოკალური ეპიდაფეთქებებით.
რეკომენდაციები
თუ ადამიანს გამოუვლინდა გრიპის სიმპტომები, უცაბედად დაწყებული მაღალი ცხელება, ყელის ტკივილი, ხველა და საერთო ინტოქსიკაცია, კუნთების, სახსრების, თავის ტკივილი, მაშინ:
- გრიპით დაავადებულთა სამკურნალოდ არ გამოიყენება ანტიბიოტიკი;
- იმ შემთხვევაში თუ გამოვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა — სუნთქვის გართულება, ქოშინი, ცხვირ-ტუჩის მიდამოს ციანოზი, მოვარდისფრო სისხლიანი ნახველი, ლეთარგია, გახანგრძლივებული ცხელება, ჩვილ ბავშვებში ძუძუს წოვის შეუძლებლობა, გაუწყლოება, ყიფლიბანდის დაძაბულობა — სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს;
-
მაქსიმალურად უნდა მოერიდოს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს;
-
სასკოლო, სააღმზრდელო დაწესებულებებში არ დაუშვან გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომების მქონე პირები;
-
ყველა დაავადებულმა გამოიჩინოს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომებისას, ექიმთან მიმართვამდე, თვითოზალიაციაში იყვნენ;
-
განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ ორსულებმა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებმა;
-
ხშირად დაიბანეთ ხელები;
-
სპირტისშემცველი ხელის დასამუშავებლებით აღიჭურვოს ისეთი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, სადაც მოსალოდნელია დაავადებულ პირთა შეკრება: აფთიაქები, პოლიკლინიკები, საავადმყოფოები, საბანკო მომსახურების ცენტრები, სატელეფონი კავშირგაბმულობისა და სხვა მომსახურების ოფისები;
-
ხელის დასამუშავებლები უნდა განლაგდეს მოქალაქეთათვის ხელმისაწვდომ და თვალსაჩინო ადგილას;
-
სივრცეები, სადაც არიან ან იყვნენ დაავადებული, საჭიროა სტანდარტული სველი წესით დასუფთავდეს, სპეციალური სადეზინფექციო სამუშაოების გარეშე;
-
რეკომენდებულია სათავსოების ხშირი განიავება.
დეტალური რეკომენდაციები წაიკითხეთ აქ.
-
სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმიდან მოსამართლე მანანა კობახიძის თვითგანრიდების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმიდან მოსამართლე მანანა კობახიძის თვითგანრიდების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
გადახედვა
-
Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის
-
საქართველოს განადგურების მოწოდებისა და ქართველების შეურაცხყოფისთვის რუსეთში მოქალაქე 10 000 რუბლით დააჯარიმეს საქართველოს განადგურების მოწოდებისა და ქართველების შეურაცხყოფისთვის რუსეთში მოქალაქე 10 000 რუბლით დააჯარიმეს
გადახედვა
-
როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს
-
BMG: მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა BMG: მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა
გადახედვა
-
უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების შემდეგ, Yandex-ს შესაძლოა აღჭურვილობის შესაცვლელად ექვსი თვე დასჭირდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების შემდეგ, Yandex-ს შესაძლოა აღჭურვილობის შესაცვლელად ექვსი თვე დასჭირდეს
გადახედვა
-
მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია
-
როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე
გადახედვა
-
"მცხეთობა-სვეტიცხოვლობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება "მცხეთობა-სვეტიცხოვლობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი
გადახედვა
-
Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია
გადახედვა
-
თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის
გადახედვა
-
POG: რუსთავის N6-ე ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა POG: რუსთავის N6-ე ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
გადახედვა
-
სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს
გადახედვა
-
Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონოლით ჯგუფი Monolith New Depo-ს პროექტს ახორციელებს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონოლით ჯგუფი Monolith New Depo-ს პროექტს ახორციელებს
-
რომის პაპი ლეო აცხადებს, რომ ფილტვზე მცირე წარმონაქმნის გამო ოპერაციას გაიკეთებს რომის პაპი ლეო აცხადებს, რომ ფილტვზე მცირე წარმონაქმნის გამო ოპერაციას გაიკეთებს
გადახედვა
-
კობახიძე იმედოვნებს, რომ რუსეთი ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს გადაწყვეტილებას შეცვლის კობახიძე იმედოვნებს, რომ რუსეთი ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს გადაწყვეტილებას შეცვლის
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, მას კორუფციისკენ უბიძგებ ირაკლი კობახიძე: 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, მას კორუფციისკენ უბიძგებ
გადახედვა

კომენტარები