ლაშა ჟვანია: ინაუგურაციას პროტესტი ნაკლებად უხდება
საქართველოს მომავალი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის მომავალი უფროსის, ლაშა ჟვანიას განცხადებით, დღეს კახეთში ისტორიული დღეა და დაპირისპირების დრო არ არის.
მისივე თქმით, ყველაფერი მზადაა, რომ ცერემონიაზე არა მხოლოდ 1800-ს, არამედ უფრო მეტ სტუმარს უმასპინძლონ.
“დღევანდელ დღეს პროტესტი ნაკლებად უხდება, ყველაზე მნიშვნელოვანია ვიფიქროთ, რომ ეს ჩვენი გახლეჩილი და გაყოფილი საზოგადოება როგორ გავართიანოთ და ეს იქნება პრეზიდენტის მთავარი პრიორიტეტი, რომ გააერთიანოს საზოგადოება”, — განაცხადა ლაშა ჟვანიამ.
მისივე თქმით, დღეს საქართველოს მომავალი პრეზიდენტი ფიცს ახაკ კონსტიტუციაზე დადებს, რომელიც ასევე დღეს შევა ძალაში.
მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციაზე სტუმრები ფეხზე პატარა ადგილის გამო იდგებიან.
ახალარჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ფიცს დადებს, რის შემდეგაც საპრეზიდენტო უფლებამოსილებების განხორციელებას შეუდგება.
კონსტიტუციის თანახმად, თანამდებობის დაკავების წინ საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტი საპროგრამო სიტყვას წარმოთქვამს და დებს ფიცს. ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე უფლებამოსილება შეუწყდება გიორგი მარგველაშვილს.
ინაუგურაციაზე საქართველოს ჰიმს სამების მგალობელთა გუნდი შეასრულებს, ხოლო კახურ მრავალჟამიერს ანსამბლი ერისიონი, შვიდკაცა და ქართული ხმები.
სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში, 15 საათზე დაიწყება და 40 წუთს გაგრძელდება. მოსახლეობას საშუალება ექნება ინაუგურაციას თვალი ვაჟა- ფშაველას სახელობის თეატრის წინ დამონტაჟებულ მონიტორზე ადევნოს.
დღესვე სალომე ზურაბიშვილი მოწვეულ სტუმრებთან ერთად, 16 საათზე, ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში საზეიმო მიღებას გამართავს.
პარალელურად, გაერთიანებული ოპოზიციის აქციაა დაგეგმილი თელავში. გუბერნატორის თქმით, მათთვის თელავის ერთ-ერთი ცენტრალური მოედანია გამოყოფილი. ოპოზიცია არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ აყენებენ და ითხოვენ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. მიუხედავად იმისა, რომ ინაუგურაციის მიმდებარე ტერიტორიას პოლიცია იცავს, ოპოზიციას აქციის გამართვა მაინც ერეკლე მეფის ძეგლთან უნდა. პოლიციამ ოპოზიციის კოლონა ყვარელთან გააჩერა და თელავში არ უშვებს. დაპირისპირებაა პოლიციასა და გაერთიანებულიო ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის.
-
ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს
გადახედვა
-
მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
კომენტარები