ელექტროსკუტერი თბილისში – პასუხი კითხვებზე, რომლებიც ამ სიტყვების წაკითხვისას გაგიჩნდათ
შესაძლებელია, ეს არ იყოს ყველაზე საინტერესო, აქტუალური ან საჭირბოროტო საკითხი, რომელსაც ახლა წაიკითხავდით, თუმცა რადგან ცოტა ხნის წინ ელექტროსკუტერის შეძენა და მისი საშუალებით თბილისში მოგზაურობა (და არა მგზავრობა) გადავწყვიტე, ვიფიქრე თქვენთვისაც გამეზიარებინა ჩემი გამოცდილება.
ელექტროსკუტერი ანუ მოპედი, ოღონდ ელექტრო?
არა, მოპედი არის მოტოციკლის შვილობილი ტრანსპორტი, ოღონდ მართვის მოწმობა რომ არ სჭირდება, აი ეგ. ელექტროსკუტერის წინაპარი კი არის ე.წ. თვითმგორავი, უფრო მარტივად გაგახსენებდით მისი ცნობილი რუსული მეტსახელით, მაგრამ მოდი ფოტოს დავჯერდეთ: აი, ეს არის ელექტროსკუტერი.
ეს რა ჯანდაბაა? რად გინდოდა?
გამოგიტყდებით და არც არასდროს მსმენია ასეთი ტრანსპორტის არსებობის შესახებ. საერთოდაც მოპედები, მოტოციკლები, როლიკები, სკეიტბორდები, ჰოვერბორდები და მსგავსი რამეები არასდროს ყოფილა ჩემი ინტერესის საგანი (მხოლოდ ველოსიპედით დავდივარ, ისიც წელიწადში ერთხელ, მაგალითად, ბათუმის ბულვარში), ზედმეტად სახიფათო ტრანსპორტად მეჩვენება და იმიტომ. სრულიად დაუცველი მიაჭენებ რაღაცას და ნებისმიერ წამს შეიძლება ან თავი გაიტეხო, ან კისერი მოიტეხო. ამას გარდა, მოტოციკლების ოჯახს სჭირდება მოვლა-პატრონობა, ბენზინ-დიზელი, ზეთი, საპარკინგე ადგილის ძებნა და ხმაურიანი მგზავრობის ატანის უნარი. მოკლედ - ჩემგან სამი არა.
თუმცა ერთ მშვენიერ დღეს, კერძოდ კი, ამა წლის 6 სექტემბერს წავიკითხე, როგორ ჩაუშვა ტაქსიფაიმ სატესტოდ ახალი პროდუქტი - ელექტროსკუტერების მომსახურება პარიზში. სათაურის წაკითხვისას გამიკვირდა (გაგონილიც არ მქონდა ამ ტრანსპორტზე) და ვიფიქრე, "მოიცა, ტაქსის მძღოლი გაკითხავს ელექტროსკუტერით, შენ მის უკან დგები, წელზე შემოეხვევი ტაქსისტს და ასე მიდიხართ დანიშნულების ადგილას? რა სისულელეა". მერე წესიერად წავიკითხე (მორალი: არ წაიკითხოთ მხოლოდ სათაურები) და გავიგე, რომ უბრალოდ კონკრეტულ პუნქტში იდგება ეს სკუტერები, მიხვალ, აიღებ, გამოიყენებ და მერე დატოვებ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ეგრევე აღვფრთოვანდი. რამდენიმე დღის განმავლობაში ყველას ტვინი შევუჭამე ამ ახალი ამბით "აუუ თბილისში როდის იქნებააა უნდა ვიაროოო" და მერე მივხვდი, რომ თუ ასე ძალიან მინდა, შემიძლია მყავდეს საკუთარი ელექტროსკუტერი და არ ველოდო, გაამართლებს თუ არა პარიზში ექსპერიმენტი და, შესაბამისად, შემოვა თუ არა თბილისში ეს სერვისი ორიათასოცდარომელიმე წელს.
აღმართში ადის? რა სიჩქარე აქვს? დამსვამ?
ადის, მაქსიმუმ 25 კმ/სთ, არა. ამ თანმიმდევრობით ვუპასუხე პირველ 50 ადამიანს, ვინც ელექტროსკუტერის ფოტოს ქვეშ კითხვები დამისვა. დანარჩენებს ბოდიშს გიხდით, აი ამ პოსტს ვწერდი და არ მეცალა. სამაგიეროდ აქ წაიკითხავთ ყველაფერს, რაც გაინტერესებთ და რაც არ გაინტერესებთ. (ტექნიკურ აღწერილობებს და იმას, რისი დაგუგლვაც თავად შეგიძლიათ, აქ არ მოვყვები.)
მივყვეთ თანმიმდევრობით:
აღმართში ადის?
ადის. გააჩნია აღმართს, მაგალითად ვაჟადან ნუცუბიძის ქუჩაზე მოსახვედრად ნებისმიერი აღმართის ავლა შეუძლია. მოგეხსენებათ, ასეთი ბევრია და რიგრიგობით ყველა მათგანს ვტესტავ. დაუძლეველი აღმართი ჯერ არ აღმომიჩენია. თუმცა - ვერ დადის და თუ მაინც ატარებთ აუცილებლად გაფუჭდება - ქვაფენილზე, და ე.წ. წვრილკენჭებჩაყოლებულ საშინელ ასფალტზე. ამ ასფალტის სამეცნიერო ტერმინი არ ვიცი, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ სკუტერისთვის ეს არის მსოფლიოში ყველაზე ცუდი გზა.
რა სიჩქარე აქვს?
მაქსიმუმ 25 კმ/სთ, ამ სიჩქარით არ მივლია ჯერ და სავარაუდოდ არც არასდროს ვივლი, სისწრაფის და ადრენალინების თავი არ მაქვს. სავსებით მყოფნის მაქსიმუმ 10 კმ/სთ-ის განვითარება. თქვენ შეგიძლიათ სცადოთ, რა თქმა უნდა.
რამდენ კილომეტრს გადის ერთ დატენვაზე?
ჩემი მოდელი (emicro Falcon X3) გადის 15 კილომეტრს ერთ დატენვაზე. ამ სკუტერს ასევე აქვს ხელახალი დამუხტვის შესაძლებლობა სიარულის დროსაც, თუ დაღმართში მიგორავ და ხელის მუხრუჭს იყენებ. ეს ჯერ ვერ დავამუღამე იმიტომ, რომ დაღმართში გორვის დროს ფეხის მუხრუჭით უფრო უსაფრთხოდ ვგრძნობ თავს.
რამდენ ხანში იტენება?
რამე სპეციალური დამტენები უნდა ვეძებო ქალაქში? - ერთ საათში იტენება სრულად. არანაირი სპეციალურ სადგომზე განთავსებული სპეციალური დამტენი არ სჭირდება, მოჰყვება თავისი, რომელიც ჩვეულებრივ "შტეფსელში" ერთდება. ანუ, რომ შევაჯამო, ჩემი სკუტერი იტენება იმაზე ნაკლებ დროში, ვიდრე ჩემი მობილური, და მუშაობს იმაზე დიდხანს, ვიდრე ჩემი მობილური.
ტროტუარზე დადიხარ თუ გზაზე?
ტროტუარის აღმშენებლობა
ფოტო: სალომე ბარკერი
ეჰ. მე ძალიან მინდა ტროტუარზე სიარული, მაგრამ ტროტუარი ყველანაირად წინააღმდეგია ჩვენი დამეგობრების. ამიტომ დავდივარ გზაზე, უფრო სწორად, გზის პირზე. ტროტუარის პრობლემები: ასასვლელების და ჩასასვლელების არარსებობა, სიურპრიზები ორმოების და გაუგებარი მიზნით დასხმული ასფალტის გორაკების სახით, ხალხი, სივიწროვე, სიბნელე და ფილაქანი. ჯერჯერობით ერთადერთი ნორმალური ქუჩა ამ მხრივ (რაც საბურთალოზე ვიპოვე) არის ვაჟა-ფშაველას გამზირი, რომელსაც ტროტუარებზე ნორმალური, სტანდარტს რომ შეესაბამება ეგეთი ასასვლელები აქვს. (და არა კვაზი ასასვლელი, 5 სანტიმეტრიანი დაბრკოლება რომ უნდა გადალახო) სამაგიეროდ აქვს დიდი მინუსი - ბნელა. შესაბამისად საკუთარი განათება დაგჭირდებათ. მე ვაპირებ ყიდვას უახლოეს მომავალში. ასევე არა უშავს ყაზბეგის გამზირს, ასასვლელები აქაც არის, თუმცა შეიძლება ტროტუარზე წარმატებით ახვიდეთ, მაგრამ ასვლისთანავე პირდაპირ ორმოში ჩავარდეთ, ანდაც ვეღარ ჩამოხვიდეთ. გზას რაც შეეხება - გზის პირზე სიარული მეტნაკლებად უსაფრთხოა, თუ მოძრაობის საპირისპირო მხარეს დავდივარ. სხვა შემთხვევაში, ერთხელ ჭის გვერდის ავლის ნაცვლად მასზე გადავლა გადავწყვიტე (გვერდი რომ ამევლო, უკნიდან შეიძლებოდა მანქანა დამჯახებოდა) და პირდაპირ სახით წავედი ასფალტისკენ (წინა ბორბალი ჭის ფართო კბილებში ჩავარდა და გაიჭედა). საბედნიეროდ, მოვასწარი და სახის ნაცვლად მხოლოდ ორივე ხელისგული გადავიტყავე საფუძვლიანად. მორალი: უფრთხილდით ჭებს და ატარეთ ხელთათმანებით.
"იქნებ როგორ ეჩქარებოდა ადამიანს"
ფოტო: სალომე ბარკერი
თბილისში ღირს?
ეგ უკვე თქვენ უნდა გადაწყვიტოთ. ვარკეთილიდან ქალაქის ცენტრში სამგზავროდ არ გამოგადგებათ, სავარაუდოდ, ვერც სოლოლაკიდან დიღმამდე მოახერხებთ მისვლას. მე ვფიქრობ, იდეალური ტრანსპორტია ისეთი მანძილისთვის, რომლის გავლაც მანქანით უაზრობაა და ფეხით (განსაკუთრებით ზამთარში) ოდნავ დამღლელი. მე დავდივარ სახლიდან სამსახურში (2 კმ) თუმცა იმდენად მსიამოვნებს ტარების პროცესი, რომ სპეციალურად დიდ წრეებს ვარტყამ და შორი გზით მივდივარ ხოლმე. ამიტომაც ვახსენე მოგზაურობა და არა მგზავრობა. ყველა დღე სხვადასხვანაირია, ხან რომელი ჭა აღმოცენდება ჰორიზონტზე და ხან რომელი დისტრიბუციის მანქანა შეგეფეთებათ ტროტუარზე. ყველაზე სასიამოვნო სამოძრაო სივრცე, რა თქმა უნდა, ველობილიკია პეკინის გამზირზე, მაგრამ, სამწუხაროდ, არ მიწევს მანდ ჩავლა არცერთი მარშრუტით, სპეციალურად ველობილიკზე სასეირნოდ პეკინზე მისვლა კიდევ პირველ შვიდ ჯერზე OK იყო და ახლა უკვე მრცხვენია.
ვთქვათ, წავედი ამ ჩემი ელექტროსკუტერით ფაბრიკაში და იქ დამიჯდა, რა ვქნა, სახლში როგორ დავბრუნდე?
ან დამტენი ჩაიდეთ ჩანთაში და რომელიმე ბარში სთხოვეთ დაგატენინონ, ან უბრალოდ ორი მარტივი თითის დაჭერით დაკეცეთ თქვენი სკუტერი, აიღეთ ხელში და ჩაჯექით ტაქსიში. სულ 11 კგ-ს იწონის, ხელით სატარებლად საკმაოდ მსუბუქია და დისკომფორტს არ ქმნის. ამის გათვალისწინებით, თუ დაგჭირდათ, თავისუფლად შეგიძლიათ სკუტერით და მაგალითად მეტროთი ან სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტით ყოველდღიური მგზავრობა ერთმანეთს მარტივად შეუთავსოთ.
99 კილოგრამი ვარ და მაგის გამო დიეტის დაწყება მეზარება, შემეძლება ამ წონამაც ვატარო?
დიახ, ჩემს მოდელს 100 კგ-მდე ზრდასრული ადამიანის გადაზიდვა შეუძლია. კიდევ უფრო დიდი მოდელებიცაა და მათი შეძენის შემთხვევაში, შეგიძლიათ დიეტის არსებობა საერთოდ დაივიწყოთ.
ადვილია მართვა?
საკმაოდ ადვილია, ყურადღება და კონცენტრაცია სჭირდება. ასევე აუცილებელია, ოდნავ მაინც ფიზიკურად აქტიური ადამიანი იყოთ. სკუტერით მგზავრობა საერთოდ არ ჰგავს ფილმებში ნაჩვენებ დისტოპიურ სამყაროს - ადამიანს რომ განძრევა აღარაფერში სჭირდება. პირიქით, რაც უფრო აქტიურად იქნებით ჩართული მართვის პროცესში, ხელებით, ფეხებით და მთელი ტანით (დახრა, გადახრა, გადმოხრა) უფრო ისიამოვნებთ პროცესითაც და თან იუთუბზე მართვის ინსტრუქციის ყველა ვიდეოში ვნახე, რომ ეგრე ყოფილა სწორი.
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ მაინც რა ჯანდაბად მინდა?
ძალიან მხიარული ტრანსპორტია, პირველ დღეს გამოუცდელობის გამო საპრეზიდენტო კანდიდატივით გაჯგიმული რომ ვიდექი ზედ და ამაყად მივაგორებდი, თან ძალიან ვცდილობდი არ გამეცინა საკუთარ თავზე, თუმცა გამიჭირდა არ გაცინება იმ პირობებში, როცა ქუჩაში აბსოლუტურად ყველა მიყურებდა. ჯერ დაძაბული ვიდექი და ისე მივდიოდი, მერე მივხვდი, ეგრე კიდევ უფრო სასაცილო ვიყავი. ბოლოს ავდექი და გულიანად გავიღრიჭე. და მას შემდეგ პრინციპში სულ გაღიმებული დავაქროლებ ჩემს შევარდენს (Falcon - შევარდენი, ავტ. შენ.)
მორალი: საკმაოდ მხიარული ტრანსპორტია. თქვენც ძალიან გაერთობით და გარშემომყოფებიც. თან ეკოტრანსპორტია, გამონაბოლქვს არ გამოყოფს და ტყვიის რაოდენობაში არშეტანილი წვლილისთვის მშვიდი სინდისით შეგიძლიათ იარსებოთ თბილისში. და რაც მთავარია - ა რ ა ს ო დ ე ს მოგიწევთ საცობში დგომა
-
გადახედვათამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს თამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო! სალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო!
-
გადახედვამაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს მაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს
-
გადახედვათურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი თურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი
-
გადახედვა"ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება "ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს ირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს
-
გადახედვაკობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს კობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს
-
გადახედვაკობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ კობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ
-
გადახედვაპუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია პუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია
-
გადახედვაუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
-
გადახედვასაგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა საგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა
-
გადახედვარაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს რაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს
-
გადახედვაუწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი უწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი
-
გადახედვაშ-ფოთი: ფოთში, საახალწლო ღონისძიებებში ჯამში 385 908 ლარი დაიხარჯება შ-ფოთი: ფოთში, საახალწლო ღონისძიებებში ჯამში 385 908 ლარი დაიხარჯება
-
გადახედვათავისუფალი ბიზნესების განცხადებას ხელს 1900-ზე მეტი კომპანია აწერს თავისუფალი ბიზნესების განცხადებას ხელს 1900-ზე მეტი კომპანია აწერს
-
გადახედვა21:00 საათზე პრეზიდენტი პარლამენტთან ხალხს მიმართავს 21:00 საათზე პრეზიდენტი პარლამენტთან ხალხს მიმართავს
-
გადახედვასაზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვამამა ილია: მიეცით ქვეყანას სუნთქვის საშუალება – სამართლიანი და თავისუფალი მომავლის შანსი! მამა ილია: მიეცით ქვეყანას სუნთქვის საშუალება – სამართლიანი და თავისუფალი მომავლის შანსი!
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის სალომე ზურაბიშვილი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
-
გადახედვაგიორგი გახარია: დარწმუნებული ვარ, ევროპული სახელმწიფოები არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებენ ჩატარებულ არჩევნებს გიორგი გახარია: დარწმუნებული ვარ, ევროპული სახელმწიფოები არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებენ ჩატარებულ არჩევნებს
-
გადახედვავიკერი: ადმინისტრაციას მოვუწოდებ, მათ შორის, ივანიშვილი, კალაძე, კობახიძე დაასანქციროს ვიკერი: ადმინისტრაციას მოვუწოდებ, მათ შორის, ივანიშვილი, კალაძე, კობახიძე დაასანქციროს
კომენტარები