აზერბაიჯანელმა მებაჟეებმა საქართველოს მიმართულებით მიმავალ სატვირთო მანქანაში 141 კილოგრამი ჰეროინი აღმოაჩინეს. ინფორმაციას Ekhokavkaza ავრცელებს.

ადგილობრივი საბაჟო კომიტეტის ცნობით, ნარკოტიკი აზერბაიჯანი-ირანის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მიმავალ მანქანაში, სამალავში იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მანქანის მძღოლი ტაჯიკეთის მოქალაქეა, რომელიც საქართველოში აზერბაიჯანის გავლით უნდა ჩამოსულიყო.

ინტერპრესნიუსის ინფორმაციით კი, მანქანის მძღოლი სამართალდამცავ უწყებას უკვე გადასცეს. ფაქტზე გამოძიებაა დაწყებული.