უბრალოდ Dunkin' დაგვიძახეთ — დონატების ქსელის სახელიდან Donuts გაქრება
ფოტო: Ad Age / Twitter
"ახალი წელი, ახალი მეს" კონცეფციაზე მუშაობა დანკინ დონატსმა ჯერ კიდევ შემოდგომიდან დაიწყო და როგორც განაცხადა, 2019 წლის იანვრიდან სახელს შეიცვლის.
ეს იმას ნიშნავს, რომ დანკინ დონატსი უბრალოდ დანკინი გახდება და ყველა რეკლამიდან, შეფუთვიდან თუ აბრიდან სახელსა და ლოგოს Dunkin' Donuts-ს მხოლოდ Dunkin'-ით ჩაანაცვლებს. რებრენდინგი, პირველ რიგში, ამერიკაში განხორციელდება.
დანკინის ბრენდის აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ ჰოფმანმა განაცხადა, რომ რებრენდინგი კომპანიის ზრდის და იმ ცვლილებების ნაწილია, რომელსაც მომხმარებლებს ეტაპობრივად სთავაზობენ.
დანკინის ტვიტერზე სახელი და ბიოგრაფია უკვე შეიცვალა და ახალი სახელის სარეკლამო რგოლიც გამოჩნდა:
"ოფიციალურად ჩვენი სახელი დანკინი ხდება. 68-წლიანი სლოგანის, America running on Dunkin'-ის შემდეგ, გადავწყვიტეთ, მხოლოდ პირველი სახელი დავიტოვოთ. სიხარულით ვინარჩუნებთ საუკეთესო მეგობრის სტატუსს".
კალიფორნიის შტატში მდებარე ქალაქ პასადენაში, დანკინ დონატსის რესტორანზე შეცვლილი სახელი და ლოგო უკვე გამოჩნდა.
როგორც ვისოლ ჯგუფის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა On.ge-ს უთხრა, დევიდ ჰოფმანის დირექტივით, დანკინის სახელი და ლოგო საქართველოში, ისე როგორც სხვა ქვეყნებში, უახლოეს წლებში შეიცვლება.
დანკინ დონატსი 1950 წელს მასაჩუსეტსის შტატში, ქალაქ ქუინსიში უილიამ როზენბერგმა გახსნა. ამ დროისთვის, დანკინს 46 ქვეყანაში 12 600-ზე მეტი რესტორანი აქვს და წლიურად, მსოფლიო მასშტაბით 2,9 მილიარდზე მეტ დონატს ყიდის.
წიგნების გამომცემელი ამერიკული კომპანია მერიამ-ვებსტერი სიტყვა Donuts-ის პოპულარიზაციასა და მის ლექსიკონში შეტანაზე დანკინ დონატსის დამსახურებას აღნიშნავს, რადგან კომპანიამ ტრადიციული doughnut-ის ნაცვლად donuts-ის გამოყენებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა


კომენტარები