კალაშნიკოვმა ახალი საბრძოლო რობოტი შექმნა, რომელსაც, სავარაუდოდ, იგორეკი ერქმევა

ფოტო: Kalashnikov
მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ცეცხლსასროლი იარაღის, AK-47-ის მწარმოებელმა კომპანია კალაშნიკოვმა მოსკოვში ერთ-ერთ გამოფენაზე ახალი საბრძოლო რობოტი წარადგინა.
"ანთრომორფული, ანუ ადამიანის მსგავსი აგებულების რობოტის გამოყენება იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ საბრძოლო და საინჟინრო დავალებების შესრულება გაადვილებულიყო," - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ წერილში.
რობოტის შესაძლებლობები ჯერჯერობით უცნობია. კომპანია განახლებული, სრულად ფუნქციონირებადი რობოტის პრეზენტაციას 2020 წლისთვის გეგმავს.
რობოტზე მხოლოდ შემდეგი ინფორმაცია გვაქვს:
ის ოთხი მეტრის სიმაღლისაა და ოთხნახევარ ტონას იწონის, მისი სახელია "Igorek."

ფოტო: Kalashnikov
რობოტის გაკონტროლებას ტყვიაგაუმტარი ფანჯრის უკან არსებულ მართვის პულტთან მჯდომი ერთი ან ორი ადამიანი შეძლებს

ფოტო: Kalashnikov
მართვის პულტიდან იარაღით აღჭურვილი რობოტის ხელების მართვა იქნება შესაძლებელი

ფოტო: Kalashnikov
კალაშნიკოვი აქტიური და მოქმედი კომპანიაა, მაგრამ რუსეთს თავიანთი შეიარაღების შესახებ გადაჭარბებული და გაზვიადებული განცხადებები ახასიათებს

ფოტო: Kalashnikov
თუმცა თუ რობოტი იგორეკი დღის სინათლეს მართლაც იხილავს, ვლადიმერ პუტინს მისი სახით მოწინააღმდეგეთა აქციების დაშლისა და ძალადობისთვის ახალი იარაღი ექნება

ფოტო: Kalashnikov
კომენტარები