აქცია #ნუმომკლავ რუსთაველის გამზირზე, თბილისის პარლამენტის შენობის წინ გრძელდება. აქციაზე ისმის შეძახილები "სისტემა უნდა დაინგრეს, წადით".

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

აქციის მონაწილეები ითხოვენ, ყველა იმ პირის დასჯას, რომლებიც, მათი აზრით, ხორავას ქუჩის საქმის ფალსიფიცირებაში მონაწილეობდნენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი არ დაიშლებიან და მთელი ღამით აპირებენ რუსთაველის გამზირზე დარჩენას.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი აქციას უერთდება. 31 მაისი, თბილისი

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

2015 წელს მოკლული ბიზნესმენ ბესო ხარძიანის შვილი აქციაზე #ნუმომკლავ სიტყვით გამოდის. 31 მაისი, თბილისი

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

მოკლული დათო სარალიძის შეყვარებული აქციაზე სიტყვით გამოდის. 31 მაისი, თბილისი.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრი, დათო სუბელიანი აქციაზე სიტყვით გამოდის.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

აქციის მონაწილეები მთავარი პროკურატურის შენობიდან ფეხით, მსვლელობით წამოვიდნენ პარლამენტისკენ. რუსთაველის გამზირზე მოსულებს კი ტერიტორია უკვე შევსებული დახვდათ აქციის სხვა მონაწილეებითა და მხარდამჭერებით.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

აქციის მონაწილეებმა მთავარი პროკურატურიდან პარლამენტისკენ მსვლელობა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ცნობილი გახდა რომ გენპროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა. ისინი ამბობენ, რომ შოთაძის გადადგომა მათი მთავარი მოთხოვნა არ ყოფილა, არამედ ისინი პროკურორების სისხლის სამართლებრივად დასჯასა და სისტების დანგრევას ითხოვენ.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

აქციის მონაწილეებს შორის არიან სკოლის მოსწავლეები, მათ შორის 51-ე სკოლიდან, სადაც მოკლული არასრულწლოვნები სწავლობდნენ.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

მოზარდებს მსვლელობისას უჭირავთ პლაკატი წარწერით, "შემდეგი შეიძლება ვიყო მე", - ისინი მართლმსაჯულების აღსრულებასა და მათი თანატოლების მკვლელობის რეალური ჩამდენების დასჯას ითხოვენ.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

დღეს, 31 მაისს ე.წ. ხორავას ქუჩის საქმეზე სასმართლო გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ პროკურატურასთან აქცია დაიგეგმა, რომელმაც პარლამენტთან გადმოინაცვლა მას შემდეგ, რაც მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე გადადგა.