უნდა შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა და შევქმნათ თავისუფალი ქვეყანა - მარგველაშვილის მილოცვა სრულად
ფოტო: გიორგი მარგველაშვილი / Facebook
გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე და პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილე მიულოცა. პრეზიდენტმა დამოუკიდებლობის აღდგენა მიულოცა აფხაზ და ოსს მოსახლეობას, უმცირესობის წარმომადგენლებს, საქართველოს პატრიარქს და ყველა ადამიანს, რომელმა საქართველოს განვითარებაში წვლილი შეიტანა.
გთავაზობთ პრეზიდენტის გამოსვლას უცვლელად:
"თანამემამულენო, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავს. გილოცავთ თქვენ, შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებო. გილოცავთ იმიტომ, რომ ჩვენი წინაპრების მახვილი და დროშა არასდროს დაგიწევიათ და დღესაც ამაყად ემსახურებით სამშობლოს ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მისიებში. პატივს მივაგებ თქვენს თანამებრძოლებს, რომლებმაც სიცოცხლე ჩვენს სამშობლოს შესწირეს.
ვულოცავ ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებს იმიტომ, რომ საქართველოს გამთლიანება მათთან ერთად მოხდება და იმიტომ, რომ 91 წელს, როდესაც ჩვენ თავისუფლებას აღვადგენდით, ჩვენ ერთად ვიდექით იმ რეფერენდუმში, რომელმაც მთელ მსოფლიოს უთხრა, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა.
თქვენი უწმინდესობავ, ქართულ ეკლესიას ვულოცავ თქვენთან ერთად იმიტომ, რომ საუკუნეების განმავლობაში სწორედ ეკლესიის სიმტკიცე გვაძლევდა ჩვენ და ჩვენს წინაპრებს უნარს, შეგვენარჩუნებინა ჩვენი სახელმწიფოებრიობა.
ვულოცავ უკლებლივ ყველა უმცირესობის წარმომადგენელს, რადგან განსაკუთრებულობა ქართული სახელმწიფოსი სწორედ ჩვენს მრავალფეროვნებაშია და იმის აღიარებაშია, რომ განსხვავებულები ვქმნით ერთ ძლიერ სახელმწიფოს.
ვულოცავ დღევანდელ დღეს ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ისინი ჩვენთან ერთად ზეიმობენ. მათი წინაპრების ღვაწლმა მოიყვანა ჩვენი ქვეყანა დღევანდელ დღემდე და ის პირველი დამოუკიდებლობაც მათმა წინაპრებმა გამოაცხადეს.
დღევანდელ დღეს ვულოცავ ჩვენი კულტურის, სპორტის, მეცნიერების წარმომადგენლებს. მათი გამარჯვებები ჩვენ ამ ამ კვირის განმავლობაში კიდევ ერთხელ ვიზეიმეთ.
დღევანდელ დღეს ვულოცავ იმ ქართულ ოჯახებს, რომლებიც რთულ ვითარებაში არ შედრკნენ და ამ ქვეყნის ყველა სირთულე თავის თავზე გადაიტანეს და საკუთარი ოჯახების გაძლიერებით აძლიერებენ ჩვენს სამშობლოს.
დღევანდელ დღეს ვულოცავ ჩვენს მეგობრებს და მადლობას ვუხდი მათ იმისთვის, რომ ისინი ჩვენთან ერთად დგანან და იმისთვის, რომ ამ რთულ ვითარებაში ისინი ამტკიცებენ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნისთვის. ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაციები, რაც დღეს საქართველოში არის, აქამდე არ ყოფილა და ეს იმ გამარჯვებების საწინდარია, რომელიც ჩვენ სტრატეგიულ მიზნამდე, ჩვენს ნატოში და ევროკავშირში წევრობამდე მიგვიყვანს.
დღევანდელ დღეს გილოცავთ ბატონო პრემიერო თქვენ, მთავრობას და მმართველ პარტიას. დღევანდელ დღეს ვულოცავ ყველა ოპოზიციურ პარტიას და საზოგადოებრივ გაერთიანებას იმიტომ, რომ ჩვენს დემოკრატიას სწორედ ეს მრავალფეროვნება ქმნის. ჩვენ ამ სიძლიერით ვაძლიერებთ დემოკრატიულ საქართველოს და მე მინდა მასმედიას მივულოცო დღევანდელი დღე იმიტომ, რომ დემოკრატია თქვენი თავისუფლების გარეშე ვერ შედგებოდა. სრულიად საქართველოს ყველა მოქალაქეს გილოცავთ ამ მნიშვნელოვან თარიღს.
დღეიდან ჩვენ გადავაბიჯებთ ახალ ასწლეულში ჩვენი რესპუბლიკისა და მომავალ წელს გავივლით ისევე იმ პრინციპებითა და ღირებულებებით, რაც ჩვენს წინაპრებს გაუვლიათ. აქ მიზანი ნათლია: ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, ჩვენ უნდა შევქმნათ ქვეყანა თავისუფალი, რომელშიც თავისუფალი მოქალაქეების მრავალმხრივი ნიჭის განვითარება გააძლიერებს ჩვენს სამშობლოს და ისევე მისცემს მომავალ თაობებს მიღწევებს ისევე, როგორც ჩვენს წინაპრებს მიუციათ მთელი კაცობრიობისათვის. დღევანდელი მდგრადობა და ერთობა ჩვენი ერისა მე ნათლად მაჩვენებს იმას, რომ საქართველო გამარჯვების გზაზე დგას და ჩვენს მეგობრებთან ერთად ჩვენ ამიერიდან მხოლოდ გამარჯვების გზით ვივლით. ღმერთი გფარავდეთ თქვენ და ღმერთი ფარავდეს საქართველოს."
დღეს, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავი აღინიშნება.
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026 -ის თემა „Places in Transition" იქნება თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026 -ის თემა „Places in Transition" იქნება
გადახედვა
-
გალილეოს "თავისუფალი ვარდნის" ექსპერიმენტმა პიზის კოშკიდან კოსმოსში გადაინაცვლა გალილეოს "თავისუფალი ვარდნის" ექსპერიმენტმა პიზის კოშკიდან კოსმოსში გადაინაცვლა
გადახედვა
-
ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
გადახედვა
-
ევროსაბჭომ სომხეთთან დროებითი სავაჭრო ზომების შემოღებას მხარი დაუჭირა ევროსაბჭომ სომხეთთან დროებითი სავაჭრო ზომების შემოღებას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
ახალი დამატკბობელი შაქარზე 3500-ჯერ ტკბილია, 0 კალორია აქვს და ინსულინის დონეს არ ზრდის ახალი დამატკბობელი შაქარზე 3500-ჯერ ტკბილია, 0 კალორია აქვს და ინსულინის დონეს არ ზრდის
გადახედვა
-
მეთიუ პერის შესახებ Netflix დოკუმენტურ სერიალს გამოუშვებს მეთიუ პერის შესახებ Netflix დოკუმენტურ სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა მხოლოდ იმას მოწმობს, რომ სამართლებრივი პოზიციები სუსტია — შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა მხოლოდ იმას მოწმობს, რომ სამართლებრივი პოზიციები სუსტია — შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის ყოფილ ელჩს საქართველოში ოქროს საწმისის ორდენი გადასცა მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის ყოფილ ელჩს საქართველოში ოქროს საწმისის ორდენი გადასცა
გადახედვა
-
თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიატისგან თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიატისგან
-
საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
-
სალომე ზურაბიშვილი: დღეს მთელი საქართველოა დაურ ბუავას ჭირისუფალი სალომე ზურაბიშვილი: დღეს მთელი საქართველოა დაურ ბუავას ჭირისუფალი
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა
-
ლევან მაჭავარიანი: "რომ არ გვცოდნოდა, რომ ღარიბაშვილის წერილი იყო, ვიფიქრებდით, ან სააკაშვილის, ან ელისო კილაძის დაწერილი იყო" ლევან მაჭავარიანი: "რომ არ გვცოდნოდა, რომ ღარიბაშვილის წერილი იყო, ვიფიქრებდით, ან სააკაშვილის, ან ელისო კილაძის დაწერილი იყო"
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ადამიანები კარგად ვპროგნოზირებთ, რამდენ ხანს ვიცოცხლებთ კვლევის თანახმად, ადამიანები კარგად ვპროგნოზირებთ, რამდენ ხანს ვიცოცხლებთ
გადახედვა
-
ხატვის მანერით პარკინსონის დაავადების ამოცნობა 99%-იანი სიზუსტითაა შესაძლებელი — კვლევა ხატვის მანერით პარკინსონის დაავადების ამოცნობა 99%-იანი სიზუსტითაა შესაძლებელი — კვლევა
გადახედვა
-
თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
-
ახალი ერა იწყება? — მაილი საირუსმა სახელი შეიმოკლა და მორიგი ალბომი დააანონსა ახალი ერა იწყება? — მაილი საირუსმა სახელი შეიმოკლა და მორიგი ალბომი დააანონსა
გადახედვა
-
Amnesty International: შეწყალებული დენის კულანინის რუსეთში გაძევება დაუშვებელია Amnesty International: შეწყალებული დენის კულანინის რუსეთში გაძევება დაუშვებელია
გადახედვა
-
ლიბერთიმ მოსწავლის "პირველი ბარათი" წარადგინა ლიბერთიმ მოსწავლის "პირველი ბარათი" წარადგინა
-
იოსელიანი აცხადებს, რომ ღარიბაშვილს შვილებთან პაემანი რემონტის გამო გაუუქმეს იოსელიანი აცხადებს, რომ ღარიბაშვილს შვილებთან პაემანი რემონტის გამო გაუუქმეს
გადახედვა
კომენტარები