დეკანოზი თამაზი:

20 May. 2018, 21:00

ერთი ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა, ყველაზე სამწუხარო ეს იყო ამ დღეებში. ერთი პატარა, გალეული ბიჭი ლაპარაკობდა ამ აქციაზე, ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციაზე სიტყვით გამოდიოდა, რაღაცას ამბობდა. ნუ, ქრისტიანებისთვის საწინააღმდეგო იყო, ალბათ, რაღაც არ მოეწონა ვიღაცას. ვიღაცა ბიჭი მივარდა, 15 წლის მოზარდი და სახეში გაარტყა. აი, ამ ბიჭს, ვინც ლაპარაკობდა...

ეს კი არ იყო ყველაზე სამწუხარო. თავისთავად, დასაგმობია ის, რაც მოხდა. მე ვნახე უამრავი ადამიანი, ვინც ამას აქებს და ამას ამართლებს. მე ვნახე უამრავი კომენტარი, ქრისტიანებად ვინც თვლიან თავს და სიწმინდეებზე, რომ დებენ თავს [ამბობდნენ] დაგილოცოს მარჯვენა, შენ გაიხარე და გაეზარდე დედას და გვიმრავლოს ღმერთმა შენნაირი ვაჟკაცები. აი, ეს არის საშინელება. ეს არის არაქრისტიანული. სად ნახეთ სახარებაში, რომ ქრისტეს ხელი შემოერტყა ვინმესთვის სახეში, სად ნახეთ?

სად წერია, სახეში შემოარტყა ურჯულოს, ან ურწმუნოს, ნახეთ სადმე? ეს არის არაქრისტიანული, ხვდებით? ეს დასაგმობია, საქებარი კი არ არის. თუნდაც, ის ვინმე სცოდავდეს, თუნდაც საწინააღმდეგოს ამბობდეს ქრისტიანობისას. როგორ შეიძლება ადამიანს სახეში ხელი გაარტყა?


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  4. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში — მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა

ავტომობილი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მასთან დაკავშირებული საქმეები კი — არც თუ ისე საყვარელი…