ტეილორ სვიფტი

9 May. 2018, 20:05

რამდენიმე წლის წინ, სოციალურ მედიაში ვიღაცამ გველი მიწოდა და ამან ყურადღება მიიპყრო. შემდეგ ეს აიტაცეს და უამრავი ადამიანი მეძახდა ბევრ სხვა რამეს, ინტერნეტში. ამის გამო, იყო მომენტები, როცა თავს საშინლად ვგრძნობდი. იყო პერიოდები, როცა არ ვიცოდი, ისევ შევძლებდი თუ არა სცენაზე გასვლას. 

მინდოდა გველის სიმბოლოს გამოყენებით თქვენთვის ხმა მომეწვდინა და მეთქვა, რომ თუ ვინმე თქვენი დაჩაგვრის მიზნით სხვადასხვა სიტყვებს იყენებს ინტერნეტში და თუ ამ ადამიანებს სხვებიც უჭერენ მხარს, ამან არ უნდა დაგამარცხოთ, პირიქით, ამან უნდა გაგაძლიეროთ.

და ამ ყველაფერში თუ რამე კარგი იყო, ისაა, რომ მნიშვნელოვანი გაკვეთილი ვისწავლე. ვისწავლე ის, რასაც თითქმის 10 წელია სცენიდან გეუბნებით, მაგრამ საკუთარ თავზე ასე მწარედ არასდროს გამომიცდია.

მე ვფიქრობ, რომ ეს გაკვეთილი იმაზეა, თუ რამდენად აფასებთ თქვენს რეპუტაციას. ამით ის ვისწავლე, რომ არ უნდა იდარდოთ, თუ ის უამრავი ადამიანი ვერ გაგიგებთ, ვინც არ გიცნობთ. მაგრამ იქნებიან ადამიანები, ვინც გაგიგებენ, ვინც დაგინახავენ, როგორც ადამიანს [და არა რეპუტაციას], ასე რომ, მადლობა, მადლობა, მადლობა, რომ ეცადეთ ჩემთვის გაგეგოთ, ეცადეთ ჩემს გვერდით დამდგარიყავით და დაგენახეთ, როგორც ადამიანი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
  2. ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ აკაკი წერეთელს?
  3. მეორად ტანსაცმელში დამალული საფრთხეები და რისკები
  4. ქვიზი: რომელი დასაკეცი სმარტფონი შეგეფერება?
  5. ქვიზი: გამოიცანი კუნძული ერთი მინიშნებით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?

თბილისში 30 წლის აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები მას…