რესპუბლიკელები სოფო კილაძის განცხადებას რელიგიური შუღლის გაღვივების ხელშეწყობად აფასებენ
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
რესპუბლიკური პარტია ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადება რელიგიური შუღლის გაღვივების ხელშეწყობად აფასებს.
სოფიო კილაძის ინიციატივით, რელიგიური გრძნობების დაცვის მიზნით, პარლამენტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელშიც სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები ჩაერთვებიან. მას მიაჩნია, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა გახშირდა.
"ქართული ოცნების წარმომადგენლებს ავიწყდებათ, რომ სეკულარულ სახელმწიფოში ცხოვრობენ და გადაწყვეტილებების მიღებისას უნდა იხელმძღვანელონ, როგორც მოქალაქეებმა და არა, როგორც მრევლის წარმომადგენლებმა", - ნათქვამია რესპუბლიკური პარტიის განცხადებაში.
მათივე თქმით, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის, განცხადებები "საფრთხის შემცველია":
"ქვეყნის განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებების ხელმძღვანელები - ადამიანის უფლებები და განათლება - ავლენენ ანტისახელმწიფოებრივ მიდგომას, რაც აბსოლუტურად არათავსებადია თანამედროვე ევროპული დემოკრატიული სახელმწიფოს იდეასთან".
პარტიის განმარტებით, სოფო კილაძის მიერ გაჟღერებული განცხადებები ავლენს, რომ საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის "პოლიტიკური კორუფცია" არსებობს.
"მოსალოდნელი არჩევნების წინ მსგავსი ინიციატივების ინტენსივობა და საპატრიარქოს მორიგი ჩარევა პოლიტიკურ პროცესში მიანიშნებს იმაზე, რომ როგორც, ქართული ოცნება ინარჩუნებს წინასაარჩევნოდ საპატრიარქოს იერარქების კეთილგანწყობას, ასევე, საპატრიარქო მზადაა აქტიურად ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესებში", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
რესპუბლიკური პარტია ქართული ოცნების პარტიის თავმდჯომარეს, გიორგი კვირიკაშვილის, გენერალურ მდივანს კახი კალაძესა და აღმასრულებელ მდივანს, ირაკლი კობახიძეს პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებენ.
დღეს, 24 აპრილს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების კომიტეტმა განიხილა პატრიოტთა ალიანსის წევრის, ემზარ კვიციანის საკანონმდებლო ინიციატივა სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
ინიციატივის თანახმად, დასჯად ქმედებად ცხადდება რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას. პასუხისმგებლობის სახით შემოთავაზებულია თავისუფლების აღვკეთ ერთ წლამდე ვადით.
გაიგეთ მეტი:
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
კომენტარები