ბაღი ავარიული არ არის, ექსპერტიზის არ გვჯერა - მშობლების საპროტექტო აქცია #109 ბაღთან
ფოტო: გიორგი შეყელაძე / On.ge
თბილისში, გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე #109 ბაღთან მშობლები საპროტესტო აქციას მართავენ. ქალაქის მერიის განცხადებით, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ბაღი ავარიულია და დემონტაჟი სჭირდება. მშობლები არ ეთანხმებიან.
On.ge მშობლების ნაწილს გაესაუბრა და პროტესტის მიზეზები გაარკვია. მათი თქმით, ექსპერტიზის დასკვნის არ სჯერათ. ამბობენ, რომ დასკვნა კონკრეტული პირების პირადი ინტერესებით მომზადდა. ნაწილს მიაჩნია, რომ ბაღის ტერიტორიაზე სასტუმროს კომპლექსის მშენებლობა იგეგმება. ნაწილი კი ფიქრობს, რომ გადაწყვეტილება გვერდით მდგარი მშენებარე კორპუსის გამო მიიღეს.
ფოტო: გიორგი შეყელაძე / On.ge
მშობლები მოითხოვენ ექსპერტიზის დასკვნა გააცნონ. როგორც ისინი აღნიშნავენ, ბაღის დირექტორმა დასკვნა 2018 წლის 16 მარტს მიიღო, თუმცა მათ ამ დრომდე არ აცნობა ბაღის დემონტაჟის შესახებ. მშობლები ამბობენ, რომ თუკი ბაღს სასწრაფო დემონტაჟი სჭირდებოდა სასწავლო პროცესი დასკვნის მიღების შემდეგ, ერთი თვე არ უნდა გაგრძელებულიყო. მათივე თქმით, ბაღი შარშან გაარემონტეს.
მშობლები აპროტესტებენ იმ ფაქტსაც, რომ ბავშვები სხვადასხვა ბაღებში გადაანაწილეს:
"სამი ბავშვი მყავს, სამივე სხვადასხვა ბაღში გადაანაწილეს. არ მაწყობს, არ მინდა. მარტომ როგორ ვატარო სხვადასხვა ბაღში, როცა მშვენიერი ბაღი გვაქვს აქ."
მშობლების ნაწილი ამბობს, რომ ბაღები, რომელშიც ბავშვები გადაამისამართეს გაცილებით უფრო მეტად ავარიულია:
"შენობა არ არის გამყარებული, იქიდან უნდა გადმოჰყავდეთ პირიქით ბავშვები. იქ დასკვნა მიღებულია, რომ მყარია? წვიმა ჩამოდის, ინგრევა ბაღი. ეს ბაღი ათასჯერ უკეთესია, არაფერი ჭირს."
როგორც On.ge-ს აქციის მონაწილეებმა უთხრეს, არ აპირებენ ბაღის ტერიტორია დატოვონ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. მათ მიაჩნიათ, რომ ბაღიდან მოსწავლეების გაშვება შუა სასწავლო წელს არასწორია და მოითხოვენ მაისის ბოლომდე გადადონ სარემონტო სამუშაოები.
ფოტო: გიორგი შეყელაძე / On.ge
ამასთან დაკავშირებით, ქალაქის მერმა აღნიშნა, რომ ბაღის რეაბილიტაციას არ ექვემდებარება და მისი დემონტაჟია საჭირო. მისივე თქმით, ადგილის გასხვისებაზე საუბარი სიმართლეს არ შეესაბამება:
"ჩვენ, გარდა ამ კონკრეტული ბაღისა, რამდენიმე ბაღში შევაჩერეთ დროებით სწავლება. უახლოეს მომავალში 11 ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება. 5 ბაღი რეაბილიტაციას არ ექვემდებარება და საჭიროა დემონტაჟი, თავიდან ახალი პრეოქტების განხორციელება."
ფოტო: გიორგი შეყელაძე / On.ge
109-ე ბაღთან საპროტესტო აქცია გუშინ, 17 აპრილს, დაიწყო. ღამით აქციის მონაწილეებმა ღამით გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა, რამაც დაპირისპირება გამოიწვია.
ბაღთან ამ დრომდე პოლიციაა მობილიზებული. მშობლები ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ.
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
კომენტარები