დეკანოზი ილია ჭიღლაძე

23 Feb. 2018, 23:51

კიდევ ერთი მოკლული გოგო ჩვენს უბედურ ქვეყანაში მზარავს და მოსვენებას მართმევს... ჩვენამდე მოღწეული პირველი ქართული ლიტერატურული ძეგლი კაცის მიერ ქალზე ძალადობას ასახავს. მეხუთე საუკუნიდან დღემდე, როგორც ჩანს, ბევრი არაფერი შეცვლილა. ვერც წმ. შუშანიკის კანონიზაციამ გვიშველა, ვერც იმის ძახილმა, რომ ქალის (წმ. ნინო) მიერ მოქცეულნი ვართ და ყოვლადწმინდა ქალის (მარიამ ღვთისმშობლის) წილხვედრნი. ვერც იმით თავმოწონებამ, რომ ორი ქალი მეფე (წმ. თამარი და რუსუდანი) გვყავდა შუა საუკუნეებში...

რა ვქნათ? რით გავუმკლავდეთ ქალების და გოგონების მოხშირებულ ჩაგვრას XXI საუკუნეში: დამცირებას, ცემას, სხეულის დაზიანებას, მკვლელობებს?!

ქვეყანაში, სადაც ქალები ძალან ხშირად იკეთებენ აბორტს იმის გამო, რომ მუცლადმყოფი შვილი მდედრობითი სქესისაა, მათ კი ვაჟი უნდათ, უკვე მიანიშნებს თუ როგორ დაავადებული, ჩამპალ-გახრწნილი მენტალიტეტი აქვს ამ ერის დიდ ნაწილს, ქალიან-კაციანად. ამის მერე რა ვთქვათ, ან როგორ შევაჩეროთ ქალთა ჩაგვრა? ეს ხომ უკვე ერის ქვეცნობიერშია ჩამჯდარი და ფესვგადგმული?! ამაში ხომ თავად ქალთა ბრალეულობაცაა გამოკვეთილი?!

ძვირფასო ქალებო, ეს თქვენ უნდა დაიცვათ თქვენი თავი მოძალადე კაცებისგან. სამწუხაროდ, კაცები (გარკვეული ნაწილი) ვერ და არ დაგიცავენ...


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  3. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  4. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად
  5. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ქუთაისის ინოვაციური საგანმანათლებლო ცენტრი "თუმო ქუთაისი" ოფიციალურად გაიხსნა. ცენტრმა…