საქართველოში შემოყვანილი ავტომობილის 90 დღეში რეექსპორტის შემთხვევაში აქციზის გადასახადი უკან დაბრუნდება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პირს კანონით დადგენილ ვადაში მანქანის რეექსპორტის შემთხვევაში აქციზის ღირებულება 15 დღეში სრულად დაუბრუნდება.

"ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს პოზიციებს ამ ბიზნეს სექტორში," - დასძინა ბახტაძემ.