ცხოველთა სამყაროში ჰომოფობია არ არსებობს
ფიქრობთ, რომ ჰომოსექსუალობა არ არის ბუნებრივი? მაშინ ცხოველთა სამყაროს გადახედეთ, სადაც ჰომოსექსუალობა ჩვეულებრივი მოვლენაა. კვლევების მიხედვით, დახლოებით 1 500-მდე ცხოველთა სახეობაში, თევზების, ფრინველებისა და ძუძუმწოვრების ჩათვლით, ერთნაირი სქესის მქონე არსებების შეწყვილება საკმაოდ ხშირად ხდება.
ალბათ, საიდუმლო არ უნდა იყოს, რომ ზოგიერთი ადამიანი ჰომოსექსუალია, მაგრამ იცოდით რომ ეს ქცევა ცხოველებისთვისაც დამახასიათებელია? ამ ეტაპზე, კვლევების მიხედვით დადგენილია, რომ დახლოებით 1 500-მდე ცხოველთა სახეობაში, მწერების, თევზების, ფრინველებისა და ძუძუმწოვრების ჩათვლით, ერთი სქესის მქონე არსებების შეწყვილება საკმაოდ ხშირად ხდება.
"ბუნებაში ჰომოსექსუალობა ჩვეულებრივი მოვლენაა და პრობლემას არ წამოადგენს. სინამდვილეში, ცხოველთა სამყაროში, ჰომოფობიისგან განსხვავებით, ჰეტეროფობიის შემთხვევები უფრო ხშირად ხდება" ამბობს ამსტერდამის ზოოპარკის ბიოლოგი, ჯასპერ ბუიკქსი, DW-სთან ინტერვიუში.
ცხოველების ჰომოსექსუალური ქცევას უამრავი მიზეზი განაპირობებს. ზოგჯერ ამას ჰეტეროსექსუალი პარტნიორების ნაკლებობა იწვევს, ზოგჯერ კი უბრალოდ სიამოვნებისთვის ან სოციალური კავშირების გამყარებისა და კონფლიქტების მოგვარებსთვის ხდება.
ამ ცხოველების უმეტესობა მხოლოდ ჰომოსექსუალი არ არის - ისინი საპირისპირო სქესთანაც ჯვარდებიან, თუნდაც გამრავლების მიზნით, თუმცა არსებობს გრძელვადიანი მხოლოდ გეი ურთიერთობის მაგალითებიც, რომლებიც ბოლოს ოჯახის ჩამოყალიბებამდეც მისულა.
სვავების გეი წყვილმა მართვე წარმატებით გამოჩეკა
უახლესი მაგალითი ამსტერდამის ცენტრალურ ზოოპარკში მოხდა, სადაც ორმა მამალმა გრიფონმა კვერცხი გამოჩეკა და ახლა პატარა მართვეს ზრდის. სვავები მონოგამიური ფრინველები არიან და ამსტერდამელი წყვილიც, უკვე წლებია ურთიერთობაში არაინ. მათი მომვლელის, ჯობ ვან ტოლის თქმით, სვავები საკმაოდ წუნია არსებები არიან და ამიტომ პარტნიორს რთულად ირჩევენ, თუმცა შემდეგ მთელ ცხოვრებას ერთად ატარებენ.
რამდენიმე გამრავლების სეზონის განმავლობაში, სვავები ჯვარდებოდნენ, აშენებდნენ ბუდეებს და ოჯახის შექმნას ცდილობდნენ, ამბობს ვან ტოლი, თუმცა რა თქმა უნდა, ბიოლოგიური მიზეზებიდან გამომდინარე, ამას ვერ ახერხებდნენ - მანამ სანამ ზოოპარკის თანამშრომლებმა მიტოვებული კვერცხი არ იპოვეს, რომელიც განაყფიერებული აღმოჩნდა. მას შემდეგ რაც თანამშრომლებმა კვერცხი სვავების მისცეს, გეი წყვილმა დაუყოვნებლივ დაიწყო მასზე მორიგეობით ჯდომა და ზრუნვა, რათა შეენარჩუნებინათ სითბო, სანამ მართვე არ გამოიჩეკებოდა.
"ჩვენ გვსურდა მათთვის კვერცხის გამოჩეკისა და მართვეს გაზრდის საშუალება მიგვეცა", ამბობს ვან ტოლი DW-სთან ინტერვიუში. "ძალიან ვღელავდით, არ ვიცოდით რა გამოვიდოდა, რადგან ასეთი რამ პირველად ვქენით, თუმცა წყვილმა ძალიან კარგად გაართვა მოვალეობას თავი. მართვე სწრაფად იზრდება და ახლა უკვე თითქმის მიმღები მშობლებისხელაა".
მართვე ახლა ორი თვისაა და თავს შესანიშნავად გრძნობს. გეი მშობლება მისი დაბადებისთანავე განაგრძეს თავიანთი მოვალეობის შესრულება: საჭმლის მოპოვება, მართვეს გამოკვება და ბუდის დაცვა. ყველა მოვალებოა თანაბრად გადაინაწილეს - ზუსტად ისე როგორც სხვა სვავი მშობლები იქცევიან.
"სწორედ ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა მართვეს ჰომოსექსუალი მშობლები გაზრდიან თუ ჰეტეროსექსუალი. მოველეობებს გეი წყვილიც წარმატებულად ართმევს თავს", ამბობს ვან ტოლი.
დაახლოებით ერთ თვეში, მართვე ფრენას ისწავლის და დამოუკიდებელი გახდება, რის შემდეგაც დატოვებს გეი მშობლებს. "ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ მიღწეული შედეგით. მამალი სვავების მიერ გაზრდილი პატარა მართვეს ნახვა, განსაკუთრებული მომენტია ჩემ კარიერაში".
ფრინველებში ჰომოსექსუალობა ხშირი მოვლენაა
ზემოთხსენებული ჰოლანდიელი წყვილი გამონაკლისს არ წარმოადგენს. ნიუ-იორკის ცენტრალურ ზოოპარკში, ორმა მამალმა პინგვინმა, რომლებიც 6 წლის განმავლობაში იმყოფებდნენ ურთიერთობაში, განაყოფიერებული კვერცხის მოვლა დაიწყეს, გამოჩეკეს პატარა პინგვინი და წარმატებით გაზარდეს კიდეც.
ისეთი ფრინველები, როგორებიც არიან სვავები, ბატები და იხვები - სიცოცხლის განმავლობაში მხოლოდ ერთ პარტნიორთან ჯვარდებიან - შესაბამისად ის ფრინველები რომლებიც საერთო სქესის მქონე პარტნიორს ირჩევს, მათი ერთგულებად რჩებიან. ეს კი იმაზე ხშირად ხდება, ვიდრე წარმოგიდგენიათ. მაგალითად, თუკი სადმე ტბის თოლიების გუნდს შენიშნავთ, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ თითქმის ყოველი მეათე წყვილი ლესბოსელი იქნება.
შავზურგა ალბატროსები, რომლებიც ჰავაის კუნძულებზე ბინადრობენ, ხშირი ჰომოსექსუალური ურთიერთობებით არიანც ცნობილი. კუნძულ უაჰუზე, სექსუალური ურთერთობების 30% დედალ წყვილებს შორის ხორციელდება.
სხვათა შორის, გედების დაახლოებით 20%-იც ჰომოსექსუალი წყვილია.
ცხოველთა სამყაროში ჰომოსექსუალური ურთერთობებით სოციალურ კავშირებს გამყარება ხდება
ფრინველების გარდა, სხვა ცხოველებსაც ახასიათებთ ჰომოსექსუალური ქცევა. მაგალითად ბონობოები. პრიმატების ეს სახეობა, თითქმის მთლიანად ბისექსუალია, რადგან ისინი სექსით მხოლოდ გამრავლების მიზნით არ კავდებიან. ადამიანების მსგავსად, სექსი მათთვის საიმოვნების მიღების საშუალებაა, რისთვისაც ორივე სქესის პარტნიორია მისაღები.
საერთო სქსეის მქონე ბონობოები, ადამიანების მსგავსად კოცნიან ერთმანეთს, აქვთ ორალური სექსი და პარტნიორის გენეტალიის მასაჟსაც უკეთებენ. ისინი სექსს სოციალური ურთერთობების გასამყარებლად და კონდლიქტების მოსაგვარებლადაც იყენებენ. მამალი ბონობოები, ჩხუბის შემდეგ, დაძაბულობის განსამუხტად ერთმანეთს პენისებით ეხებიან.
მსგავსი ქცევა ახასიათებთ ლომებსაც. მამალი ლომები, პრაიდის სამართავად, ხშირად თავიანთ ძმებთან ერთიანდებიან. ერთგულების დასამტკიცებლად და ურთერთობის გასამყარებლად კი ერთმანეთთან სექსუალურ კავშირს ამყარებენ ხოლმე.
სოციალური კავშირების გასამყარებლად, სექსუალური ურთიერთობები ხშირია საერთო სქესის მქონე აფალინებშიც (დელფინების ყველაზეგავრცელებული სახეობა).
როგორ განისაზღვრება არის თუ არა ცხოველი გეი?
საიდან შეიძლება ვიცოდეთ არის თუ არა ესა თუ ის ცხოველი გეი? ადამიანებისგან განსხვავებით, მკვლევარებისთვის საკმაოდ რთულია განსაზღვრონ არის თუ არა ცხოველი ერთმნიშვნელოვნად გეი, რადგან შეუძლებელია გავიგოთ ცხოველების გრძნობების შესახებ, ჩვენ მხოლოდ მათი ინტერპრეტირება შეგვიძლია.
"ჩვენი ამსტერდამელი გეი სვავების შესახებ, ერთი რამ გადაჭრით შეიძლება ითქვას - ისინი მუდამ უბრუნდებიან ერთმანეთს. მათ საკმაოდ მტკიცე კავშირი აქვთ", ამბობს ვან ტოლი. "რა თქმა უნდა მე არ შემიძლია ვკითხო თუ რატომ იქცევიან ასე, ან მიიჩნევენ თუ არა თავს ჰომოსექსუალებად. მაგრამ მათი ურთიერთობა მათივე არჩევანია, რაც უკვე ბევრს ამბობს."
აშშ-ში, ერთმა მკვლევარმა შინაურ ვერძებს დედალსა და მამალ პარტნიორებს შორის არჩევანის გაკეთების საშუალება მისცა და აღმოაჩინა, რომ ექვსიდან 12%-მდე ვერძს, ყოველთვის მამალ ცხვართან ერჩივნა შეჯვარება.
შემდგომმა კვლევამ აჩვენა, რომ იმ ვერძებს, რომლებმაც ერთნაირსქესიან პარტნიორებთან ერჩივნათ ურთიერთობა, ოდნავ განსხვავებული ტვინი ქონდათ. მათი ჰიპოთალამუსი, ტვინის ის ნაწილი რომელიც სქესობრივი ჰორმონების გამოყოფაზეა პასუხისმგებელი, ჰომოსექსუალ ვერძებში შედარებით მცირე ზომისაა, რაც ამყარებს თეორიას იმის შესახებ, რომ გამოკვეთილად ჰომოსექსუალი ცხოველები არსებობენ.
ჰომოსექსუალობა მეცნიერებისთვის ჯერ კიდევ ტაბუა
ცხოველებს შორის ჰომოსექსუალური ქცევის ინტერპრეტირება, მკვლევარებისთვის რთულ სფეროს წარმაოდგენს. ბუიკქსის თქმით, საკითხს მეტი კვლევა ჭირდება, რადგან არ არსებობს საკმარისი მონაცემი იმისთვის, რომ საბოლოო დასკვნები გაკეთდეს. როგორც აღოჩნდა, ჰომოსექსუალობა სამეცნიერო წრეებშიც ტაბუა.
"ამ თემაზე მცირე რაოდენების მეცნიერი მუშაობდა, რადგან მსგავს საკითხზე მუშაობა სამეცნიერო კარიერაზე პოზიტიურად არ აისახებოდა. ჰომოსექსუალობა ტაბუ არ უნდა იყოს და ჩვენ ეს აზრი უნდა გავავრცელოთ".
სწორედ ამიტომ ,ბუიკქსი, ბოლო ხუთი წლსი განმავლობაში, ამსტერდამის ცენტრალურ ზოოპარკში სპეციალურ ტურებს ატარებს, რათა დამთვალიერებელს იქ მცხოვრები გეი ცხოველები გააცნოს.
"ჩვენ მეცნიერულად ვუჩვენებთ დამთვარიელებლებს რომ ჰომოსექსუალობა ჩვეულებრივი მოვლენაა ცხოველთა სამყაროში და საფთხეს არ წარმოადგენს ევოლუციისთვის. ბუნებაში ადგილი ყველასთვის არის - ჰომოსექსუალებისთვის, ბისექსუალებისთვის, ჰეტეროსექსუალი -ეს ყველაფერი ბუენბრივია. არაბუნებრივი მხოლოდ ჰომოფობია და ის ტაბუებია რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ბევრ საზოგადოებაში არსებობს".
კომენტარები