ტომ კრუზის მორიგი წარუმატებელი ნახტომი შეუსრულებელი მისია 6-ის გადაღების დროს
მგონი დროა, ტომ კრუზი დუბლიორის აყვანას დათანხმდეს. Mission Impossible-ის მეექვსე ნაწილის გადაღებისას, ფანჯრიდან მორიგი ექსტრემალური ნახტომი კიდევ ერთხელ აღმოჩნდა წარუმატებელი და სავარაუდოდ, მსახიობი დაშავდა.
გადაღებები ლონდონში მიმდინარეობდა. ვიდეოში ჩანს, რომ კრუზი სწრაფად უნდა ახტეს ფანჯარაზე, თუმცა ის კედელს ეჯახება.
TMZ ოპერატორზე დაყრდნობით ამბობს, რომ მოგვიანებით კრუზი ყავარჯნებით გადააადგილდებოდა, თუმცა ამის დამამტკიცებელი ფოტოები არ არსებობს.
ჰოლივუდის ვარსკვლავი შეუსრულებელი მისია 6-ის გადაღების დროს 2017 წლის აგვისტოშიც დაშავდა, როდესაც მსახიობი დამცავი თოკების გამოყენებით ერთი შენობის სახურავიდან მეორეზე გადახტომას ცდილობდა, თუმცა მან ნახტომი ვერ გათვალა, ფეხი კედელს მიარტყა და წვივი გაიტეხა.
კომენტარები