დევნიდან დევნამდე და ბარიკადებიდან ბარიკადებამდე
ფოტო: Reuters
დევნილი პოლიტიკოსი, რომლის დაკავებაზეც სანქციაა გაცემული საქართველოში, არსებული რეალობით აპატრიდი, საქართველოსა და უკრაინის ყოფილი მოქალაქე, ყოფილი პრეზიდენტი, არაერთგზის მაღალჩინოსანი საქართველოსა და უკრაინაში, ორი პოლიტიკური ძალის შემქმნელი და ხელმძღვანელი ორ სხვადასხვა ქვეყანაში, რომელთაგან ორივე ოპოზიციაშია და ხელისუფლებაში მოსვლისთვის იბრძვის.
მნიშვნელოვანია, უკრაინამ თავიდან აიცილოს კანონის უზენაესობის მხრივ ისეთი მოქმედებები, რომლებმაც, შეიძლება, პოლიტიკური მოტივაციის შთაბეჭდილება შექმნას.
ადამიანების ბიოგრაფიები, შესაძლოა, ზოგჯერ იყოს ერთმანეთის მსგავსი კარიერული წინსვლის გზაზე, მაგრამ ეს ბიოგრაფია რომ უნიკალურია მკვეთრი ზიგზაგებით, მოგებებით, წაგებებით, წარმატებებითა და წარუმატებლობით, იღბლიანობითა და უიღბლობით, თვალშისაცემია იმდენად, რომ მას ყველა ამოიცნობს სახელისა და გვარის მითითების გარეშე. მიხეილ სააკაშვილი ამავდროულად თავის დიდი ტკივილია იმ ხელისუფლებებისთვის, რომელ ქვეყნებსაც მისი პოლიტიკური კარიერა უკავშირდება. მის ქვეყნიდან მოცილებას და ერთმანეთისთვის გადაცემას ცდილობს როგორც საქართველოს, ისე უკრაინის ხელისუფლება. მას უფრთხიან ისე, როგორც გახსნილ ჭურვს, რომელიც ყოველ წამს შეიძლება ხელებში აგიფეთქდეს.
ზეწოლას მისი გარემოცვაც განიცდის. სააკაშვილის თანაგუნდელები საქართველოს ხელისუფლებამ არაერთგზის დააპატიმრა. იგივე ბედი ეწია მის ირგვლივ მყოფ ადამიანებს უკრაინაშიც.
უკრაინა აგრძელებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის გარემოცვის წევრების დეპორტირებას საქართველოში. ამის შესახებ ამერიკის ხმამ კითხვა დასვა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ბრიფინგზე ვაშინგტონში. პრესსპიკერის პასუხი ასეთი გახლდათ: "ჩვენ ამ ფაქტებთან დაკავშირებით საქმის კურსში ვართ, თუმცა ამ კითხვით უნდა მიმართოთ უკრაინის ხელისუფლებას. გვჯერა, რომ მნიშვნელოვანია უკრაინამ თავიდან აიცილოს კანონის უზენაესობის მხრივ ისეთი მოქმედებები, რომლებმაც, შეიძლება პოლიტიკური მოტივაციის შთაბეჭდილება შექმნას".
რამდენიმე დღის წინ სააკაშვილის პირადი ვიდეოოპერატორი, პარალელურად ტელეკომპანია რუსთავი 2-ის კიევის ბიუროს თანამშრომელი თამაზ შავშიშვილი, სააკაშვილის დაცვის წევრი ზურაბ ცინცაძე, შსს-ს სპეციალური ოპერაციების ცენტრის ყოფილი უფროსი, თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი მამუკა აბაშიძე და ქართული ლეგიონის ყოფილი წევრი, უშიშროების თადარიგის ვიცეპოლკოვნიკი ივანე ნადირაძე, 17 ნოემბერს უკრაინაში ძალის აშკარა გადამეტებით დააკავეს.
ამერიკის ხმამ რამდენიმე კომენტარი ჩაწერა სააკაშვილის პოლიტიკური პერსპექტივების თაობაზე.
გია ნოდია მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ხელმძღვანელი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ხელისუფლებები საფრთხეს სააკაშვილის იმ უნარის გამო ხედავენ, რომ მას შეუძლია ადამიანების დიდი რაოდენობის მობილიზება: "სააკაშვილი იყო ვარდების რევოლუციის ლიდერი. მან აჩვენა, რომ აქვს ხალხის მობილიზაციის უნარი. ამიტომ გარკვეული გართულებების გამოწვევა შეუძლია, ამავე დროს, დასავლეთში გარკვეული კავშირები აქვს. ჯამში ეს ქმნის პრობლემას ხელისუფლებებისთვის. რამდენად უკრაინაში საფიხათოა მთავრობისთვის, არ ვიცი. მაინც და მაინც დიდი მხარდაჭერა არ აქვს, მისი პარტიის რეიტინგი დაბალია, მაგრამ პოროშენკო მას მაინც უფრთხის. სააკაშვილი საქართველოსთვის, ალბათ, უფრო სახიფათოა, რადგან მას აქ უფრო მეტი მომხრე ჰყავს. როდესაც ვამბობ, არ არის საშიში, ვგულისხმობ იმას, რომ ვერ მოვა ხელისუფლებაში, მაგრამ პრობლემების შექმნა ხელისუფლებებისთვის მაინც შეუძლია. შეიძლება, შიში მის მიმართ ირაციონალურიც არის. როგორც ჩანს, პოროშენკოს არ უნდა მისი დაპატიმრება და საქართველოში ექსტრადირება. ეს მას პრობლემებს შეუქმნის. ის ცდილობს, როგორმე აიძულოს დაატოვებინოს ქვეყანა და ჩააყენოს ისეთ მდგომარეობაში, წასვლის გარდა, სხვა შანსი რომ არ დაუტოვოს. ამას ემსახურება ზეწოლა მის გარემოცვაზეც".
კანონმდებლობის თანახმად, სააკაშვილს არ აქვს უფლება უკრაინის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, განსხვავებით მისი პარტიისგან, რომელსაც ამ ეტაპზე არ აქვს მნიშვნელოვანი და ამისთვის საჭირო რეიტინგი.
მისი დესტრუქციული რიტორიკა ბევრისთვის მომხიბლავია. მისი პოლიტიკური მომავალი უკრაინაში დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შეძლებს ის ახალი ტალღის აგორებას.
პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი კორნელი კაკაჩია ამერიკის ხმასთან აცხადებს: "სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებას ძალიან დაუპირისპირდა და გახდა რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ის უკან დასახევ გზას, ფაქტობრივად, არ იტოვებს. მისი ყოფნა ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ძალიან საეჭვოა. ხელისუფლებას მისი მოცილება სურს. საქართველოში მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და ეს კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის ყოველთვის ეძებს მძიმე სიტუაციაშიც კი გამოსავალს. მაგალითად, ის უკრაინის ტერიტორიაზე რომ შემოვიდოდა, არავინ ელოდა, მაგრამ ეს მოახერხა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინის საზოგადოების განწყობა. შეიძლება ბევრს სააკაშვილი არ მოსწონდეს, მაგრამ მისი დესტრუქციული რიტორიკა ბევრისთვის მომხიბლავია. მისი პოლიტიკური მომავალი უკრაინაში დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შეძლებს ის ახალი ტალღის აგორებას".
მიხეილ სააკაშვილზე საქართველოში სისხლის სამართლებრივი დევნაა გამოცხადებული. როგორც თავად აცხადებს, ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო უკრაინის ხელისუფლებამაც და მის დაკავებას 3 დეკემბრის მარშამდე აპირებს.
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
-
კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა
გადახედვა
-
სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ
გადახედვა
-
თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები
გადახედვა
-
გიორგი კაკაურიძე განმარტავს, ხელფასის რამდენლარიან მატებას უნდა ელოდონ მასწავლებლები გიორგი კაკაურიძე განმარტავს, ხელფასის რამდენლარიან მატებას უნდა ელოდონ მასწავლებლები
გადახედვა
-
რა უპირატესობები აქვს მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას? რა უპირატესობები აქვს მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას?
-
Victoria’s Secret-ის შოუ ახლოვდება — ყველაფერი, რაც ვიცით Victoria’s Secret-ის შოუ ახლოვდება — ყველაფერი, რაც ვიცით
გადახედვა
-
Gemini-ს ალტერნატივა გამოუჩნდა? — Claude-ს ამიერიდან უშუალოდ Google-ის სერვისებშიც გამოიყენებთ Gemini-ს ალტერნატივა გამოუჩნდა? — Claude-ს ამიერიდან უშუალოდ Google-ის სერვისებშიც გამოიყენებთ
გადახედვა
-
Anthropic-ს 10 000-ზე მეტი ინჟინრის გადამზადება სურს — ამისათვის იგი $100 მილიონს გამოყოფს Anthropic-ს 10 000-ზე მეტი ინჟინრის გადამზადება სურს — ამისათვის იგი $100 მილიონს გამოყოფს
გადახედვა
-
გომბორის გზაზე კლდის ჩამოშლის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა გომბორის გზაზე კლდის ჩამოშლის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
გადახედვა
-
გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი ტანზანიის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მუსა ზუნგუს შეხვდა შალვა პაპუაშვილი ტანზანიის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მუსა ზუნგუს შეხვდა
გადახედვა
-
ლადო კახაძე: ჩვენი წყლის რესურსების გამოყენებაში იტალია და საფრანგეთი წინ გვეღობება ლადო კახაძე: ჩვენი წყლის რესურსების გამოყენებაში იტალია და საფრანგეთი წინ გვეღობება
გადახედვა
-
კრისტა პაიკი, რომელიც აშშ-ში სასიკვდილო ინექციის 2 დოზას გადაურჩა, გონზეა და საუბრობს — ადვოკატები კრისტა პაიკი, რომელიც აშშ-ში სასიკვდილო ინექციის 2 დოზას გადაურჩა, გონზეა და საუბრობს — ადვოკატები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორის წარმომადგენელი ქალებისთვის ლიდერობის პროგრამა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორის წარმომადგენელი ქალებისთვის ლიდერობის პროგრამა გაიმართა
-
"ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები" — ელისაშვილი ციხეში პროტესტზე "ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები" — ელისაშვილი ციხეში პროტესტზე
გადახედვა
-
ფაშინიანი პუტინს ტელეფონით ესაუბრა და დაბადების დღე მიულოცა ფაშინიანი პუტინს ტელეფონით ესაუბრა და დაბადების დღე მიულოცა
გადახედვა
-
საერთაშორისო რეზერვები 50.5%-ით გაიზარდა და $8.17 მლრდ-ს მიაღწია — სებ საერთაშორისო რეზერვები 50.5%-ით გაიზარდა და $8.17 მლრდ-ს მიაღწია — სებ
გადახედვა
-
რუსეთში აშშ-ს საელჩო შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევასთან დაკავშირებით გაფრთხილებას აქვეყნებს რუსეთში აშშ-ს საელჩო შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევასთან დაკავშირებით გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
საფრანგეთში სკოლებთან დაკავშირებული პროტესტი გრძელდება — აქციები 40 ქალაქში იმართება საფრანგეთში სკოლებთან დაკავშირებული პროტესტი გრძელდება — აქციები 40 ქალაქში იმართება
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
კომენტარები