ლოს-ანჯელესი-დეტროიტის თვითმფრინავში ორალური სექსით დაკავებული წყვილი გამოიჭირეს
ფოტო: თაზო კუპრეიშვილი
ამერიკული ავიაკომპანია დელტას თვითმფრინავში, რომელიც ლოს-ანჯელესი-დეტროიტის რეისს ასრულებდა, მგზავრებმა გამოიჭირეს წყვილი, რომელიც ორალური სექსით იყო დაკავებული. ინფორმაცია ამის შესახებ დეტროიტის უმსხვილესმა მედიასაშუალება Detroit Free Press-მა პოლიციიდან მოპოვებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით გაავრცელა.
მედიასაშუალების ცნობით, შემთხვევა 29 ოქტომბერს მოხდა. ერთ-ერთმა მგზავრმა შენიშნა, რომ მისი რიგის გასწვრივ ქალს კაცის კალთაში თავი ჰქონდა ჩარგული, თავზე დაფარებული პლედი კი აქტს ბოლომდე ვერ ფარავდა.
"მე შევწუხდი კაცის გამო, რომელიც ამ წყვილის გვერდით იჯდა და ეძინა", - განუცხადა თვითმხილველმა პოლიციას.
როგორც კი თვითმფრინავი დეტროიტის აეროპორტში დაეშვა, გამოჩნდა პოლიცია. ასევე გამოუძახეს გამოძიების ფედერალურ ბიუროსაც (FBI).
პოლიციამ გაარკვია, რომ 26 წლის კაცი და 48 წლის ქალი ერთმანეთს არ იცნობდნენ. ისინი პირველად სწორედ ამავე რეისზე შეხვდნენ. გარდა ამისა, ქალი სხვა რიგში იჯდა, თუმცა ადგილი გადაუცვალა სხვას, რათა კაცის გვერდით აღმოჩენილიყო. როგორც პოლიციის ანგარიშშია აღნიშნული, ქალი, სავარაუდოდ, მთვრალი იყო და ის სამართალდამცავებს უყვიროდა. რაც შეეხება კაცს, მან ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ ქალს, უბრალოდ, მის ფეხებზე ჩაეძინა, თავად კი მას მხოლოდ ძუძუზე შეეხო გარედან.
სამართალდამცავებმა წყვილი თვითმფრინავიდან ხელბორკილით გაიყვანეს, თუმცა მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაუწყიათ და რამდენიმე საათში გაათავისუფლეს. გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ისინი მხოლოდ გააფრთხილა "უხამსი და გარყვნილი" ქმედებისთვის.
ინციდენტში მონაწილე კაცმა, დეტროიტიდან საბოლოო დანიშნულებამდე, გზა უპრობლემოდ გააგრძელა. რაც შეეხება ქალს, მას ავიაკომპანია დელტამ მომსახურებაზე უარი უთხრა, თუმცა დეტროიტის დატოვება მანაც შეძლო.
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
კომენტარები