ილია მეორე

5 Nov. 2017, 19:07

მრავალი საცდური დგას ადამიანის წინაშე და ერთ-ერთი საცდური არის სიმდიდრე. აი, დღევანდელი სახარება სწორედ გვაფრთხილებს იმაზე, რამდენად საშიშია სიმდიდრე ადამიანისათვის. თუმცა, მოგეხსენებათ, იყვნენ მეფეები, დედოფალნი, რომელთაც ჰქონდათ სიმდიდრე, მაგრამ წმინდანებად დარჩნენ, წმინდანები არიან. ასე რომ, სიმდიდრე არის განსაცდელი, რადგან იგი ადამიანს თავდაჯერებულსა და ამპარტავანს ხდის და ეს განსაცდელი უნდა დაძლიოს მან.

ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს და ეს სირთულე განსაკუთრებით ეხება მათ, რომელთა ცხოვრებაც დაკავშირებულია კეთილდღეობასთან. სიმდიდრე თავისთვად არ არის ცოდვა, მაგრამ იგი უნდა გამოყენებული იყოს ცხონებისათვის.

ალბათ, თქვენს ცხოვრებაში ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა გაგივლიათ გაჭირვებული ადამიანის გვერდით და თქვენს გულში ყოფილა მსჯელობა, კამათი იმის შესახებ, დაეხმარო თუ არა მას. ალბათ, გიფიქრიათ, თუ დავეხმარები შეიძლება ღვინო დალიოს ან არაყი, მაგრამ თუ არ დაეხმარები, ის მაინც დალევს, ამიტომ შენ შენი საქმე უნდა გააკეთო. ყოფილა შემთხვევაც, როცა ჩაგივლიათ გაჭირვებული ადამიანის გვერდით და უკან დაბრუნებულხართ და მიგიციათ დახმარება.

გაჭირვებული ადამიანის დახმარება ეს არის პირდაპირი გზა სასუფეველში. ამიტომ ჩვენ უნდა დავძლიოთ ჩვენი თავი, ჩვენი ეგოისტური მიდრეკილებები და სიმდიდრე გამოვიყენოთ მოყვასის დასახმარებლად.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  3. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  4. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად
  5. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ