ცოტა დაგვიანებით, მაგრამ შეპირებისამებრ გთავაზობთ ფეისბუქ ადამიანების მიმოხილვის მეორე ნაწილს.

პირველი ნაწილის წაკითხვა შეგიძლიათ აქ.

ასეთი სტატიების წერისას ყველაზე რთული არის დაწყება, ანუ რომელი ტიპის ადამიანი უნდა ჩაისვას სიაში პირველი? წინა სტატიაში ადვილად მივაგენი პასუხს, ყველაზე ბანალური ტიპის იუზერები ჩავსვი, მეორეში ვიფიქრე - ჯანდაბას, მთავარია ვინმე ჩავსვა და დავიწყ-თქო, მაგრამ მერე გამახსენდა ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ტიპის ადამიანები, რომლებიც ამ სტატიის პირველი ნაწილის შეარებსა და კომენტარებში დაფიქსირდენენ.

და ესენი იყვნენ:

1. ძალიან დაკავებულები

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაკავებულები არიან, ბევრი საქმე აქვთ და საერთოდ არ სცალიათ, ყოველთვის აქვთ დრო, რომ დააფიქსირონ, რომ აბსოლუტურად ყველა არის მოცლილი. ასეთი ტიპის ადამიანები კიდევ ორ კატეგორიად იყოფიან:

  • ემპათიური დაკავებულები - პრობლემურ საკითხზე დაწერილ დიდ სტატუსზე, სტატიის შეარზე, სადმე დისკუსიის კომენტარებში და ა.შ. რომ შემოდიან და გიწერენ. "აუ, კარგი რა, რაზე იშლი ნერვებს, მოგცლია ერთი რა!", "ნეტაი შენ ამდენი დრო რო გაქვს, რომ ამაზე ნერვებს იშლი.. :D" და ა.შ.
  • ბრაზიანი დაკავებულები - ამ კატეგორიის აღსაწერად საკმარისია პირველი ნაწილის გარშემო გამოთქმული მოსაზრებები: "ვიღაც მოცლილის დაწერილია!", "რაში ხარჯავს ეს ხალხი დროს, რამე სასარგებლო გააკეთეთ!" - მაგალითად, ყველას მოუწოდეთ, რომ სასარგებლო რაღაცები აკეთონ -.-

ფოტო: giphy

ამ კატეგორიას აღარ განვავრცობ, იმიტომ რომ არ მცალია და სტატია მაქვს საწერი, უბრალოდ გეტყვით, რომ აი, არავის, საერთოდ არავის, არც ერთ ფრენდს, თუ თქვენნაირი ტიპი არ არის, არ ევასებით.

2. მუქთახორა ცნობისმოყვარეები

ძალიან ადვილი რაღაცის დაგუგლვა და ინფორმაციის მოძიება რომ ეზარებათ, სტატუსს რომ წერენ და შესაბამის სფეროში კომპეტენტურ ადამიანებს რომ თაგავენ, რომ იმათ უპასუხონ, ან დაუგუგლონ და ასე დააკმაყოფილონ მათი ცნობისმოყვარეობა.

აი, მაგალითად:

დავუწეროთ ბიორკს თითო გული <3

3. აპლიკატორები

ფეისბუქის დაარსებიდან უკვე 8 წელი რომ გავიდა და ჯერ კიდევ იყენებენ უაზრო აპლიკაციებს:

  • რომელი მეგობარი დაგიტირებთ ყველაზე გულიანად, როცა მოკვდებით?
  • რომელ ცნობილ ადამიანს მიგიგავთ სიბრძნის კბილი?
  • რომელ მეგობარს ემესიჯებით ყველაზე ნაკლებად/მეტად?
  • რომელი მეგობარი მოგილოცავთ დაბადების დღეს პირველი?
  • რომელი მეგობარი დაგაორსულებთ, მერე მიგატოვებთ და შვილს გვარს არ მისცემს?
  • რომელი მეგობარი გოგო დაგაფრენდზონებთ და მერე საჯარო სტატუსებს დაწერთ, როგორ უყვარხართ ძმასავით?
  • რომელი მეგობარი გაგინებთ ზურგს უკან?
  • რომელი მეგობარია მანიაკი, რომლის პირველი მსხვერპლი თქვენ უნდა იყოთ?

ასეთი აპლიკაციებით, ეს ადამიანები, აბსოლუტურად გაუგებარ საიტებსა და კომპანიებს აძლევენ წვდომას საკუთარ ფოტოებზე, სტატუსებზე და პირად მიმოწერაზეც კი.

ფოტო: giphy

4. ორ-ასოიანები

ბევრ ასოებს რომ იყენებენ მაგ ტიპის ადამიანები ყველას შეგვხვედრია, მაგრამ თუ დაკვირვებიხართ, დაძაბულობის და გაბრაზებული ტონის გამოსახატად ორ-ორ ასოს რომ იყენებენ ხოლმე.

მაგალითად:

  • tuu vinmess ramee gindadd nomerss davcerr daa darrekett gaigedd??
  • bachoo amatt sisxlss davlevv chemii zmaa
  • ertii piradshii momcerett klaviaturiss lomeboo
  • damjdarr qurdss daartyii xelii?? jerr botasebii chaicvii daa meree daartyii?
  • dedaa mshiaa
  • remzii boltonn brzoliss velzee gelii

და ა.შ. ამ ტიპის ადამიანები ძირითადად გვხვდებიან რამე უაზროდ გავირუსებულ პოსტზე. ვთქვათ, ვიღაც ბაბულიზმმა პანდუსზე დააყენა თავისი ცხენი და ეს დაიდო სამარცხვინო მხედრების პეიჯზე. ფოტოს დადებიდან 24 საათში (ეს დროა საჭირო მათთან ინფორმაციის მისაღწევად), შემოდის ეს ტიპი, მისი სამი ძმაკაცი, და ორი გოგო (ეს გოგოები ცალკე კატეგორიად შეიძლება გაკეთდეს, მაგრამ აქაც ეყოფათ), რომლებიც წერენ ასეთ კომენტარებს:

  • auuuu, mishkaaaaaa, ahahahhaa, ra magrebi da gijebi xaaaaart, amat nu usmeeeen raaa, gexvecebi, shurianebi ariaaaaan! და შემდეგ პუბლიკას უტრიალდებიან: auuuu, saqmee arr gaaaqvtt? ertobiaan raa adamianebii raaa.
  • hahaha, ladoooo es sheni manqanaaa? mere gamogvili da amat jinaze or pandusze shevayenot da etlian tipebs davejaxot xolmeeee.

ფოტო: giphy

5. არაგანსაკუთრებულ ბავშვებზე რომ გვიყვებიან

რამდენიმე კარგი ფრენდი რომ გყავთ, რომლებიც თავიანთ შვილებზე ნარჩევ ამბებს და კურიოზებს თვეში ერთხელ ან ორჯერ რომ წერენ და მართლაც საყვარელ და სასაცილო ამბებს რომ ყვებიან, ეგენი კი არა...

აი, ისინი, ვისაც ასევე უნდათ თავიანთ ბავშვებზე დაწერილ სტატუსებზე ლაიქები და გულები და არაფრით გამორჩეულ, ყოველდღიურ, არასასაცილო და ხანდახან უცნაურ ამბებს, რომ ჰყვებიან ხოლმე თავიანთ შვილებზე. ან ძმის შვილებზე. ან დის შვილებზე. ან ბიძაშვილ-მამიდაშვილებზე.

აი, მაგალითად:

  • დღეს, შემოდის ნინიკო და მეუბნება: "დედა, უკვე 11 ხდება და დაგვაგვიანდება" - ჩემი ჭკვიანიიიიიიიიი, საათის ცნობაც რო იცის უკვე და პუნქტუალური და პასუხისმგებლიანი ადამიანი იზრდება, - არადა, ბავშვი 27 წლისაა.
  • პატარა თეკლა და შორენა ერთმანეთს თმებს წიწკნიან, მე ვეუბნები, არ შეიძლება მასე თმები გაგცვივდებათ-თქო და რას მპასუხობენ? "მერე რა, პარიკს გავიკეთებთო!" - :(
  • გუშინ ჩემ შვილს ვეუბნები, თუ ახლა არ გაჩუმდები, თავს მოვიკლავ შენს თვალწინ, ვენებს გადავისერავ და ჩემს სისხლს სახეზე მოგასხამ, მერე შენი საწოლის თავზე ჩამოვიკიდებ თავს, რომ დაძინებისას არ დაგავიწყდეს, რომ შენ გამო ვქენი ეს-თქო და რა ქნა თუ გამოიცნობთ? დაჯდა კუთხეში და მეორე დღეა არ გამოსულა, მართალია თავს იქნევს და მონოტონურად ზმუის, თან ჭერში იხედება და სახეზე ფერი არ ადევს, მაგრამ რა საყვარელია, ხოოოოოოოოოოოო? როგორ გაუგო დედას! - :/

ფოტო: giphy

დაანებეთ ბავშვებს თავი. არაა აუცილებელი, რომ ყველა ენამოსწრებული იყოს. ყველა მათგანი თავისებურად ნიჭიერია და თქვენი ზედმეტი ჩალიჩის გარეშეც მოახერხებენ განვითარებას.

6. დემენტორები

ყველაფრით უკმაყოფილო ხალხი, რომელიც აბსოლუტურად ყველაფერში პოულობს ნეგატივს, გართმევს სიცოცხლის ხალისს, სინათლეს ფანჯრებიდან, ოპტიმიზმს, ყველა წრფელ გრძნობას, იმედს, მომავლის რწმენას და სულს გიბნელებენ.

ფოტო: giphy

  • სულ ტყუილად გიხარიათ მზის ამოსვლა, ხალხო, ისევ ჩავა :(
  • სამოგზაუროდ ვარ ანტარქტიდაში, საშინლად არ მომწონს, ცივა, ბევრი პინგვინები არიან და სრული სიჩუმეა.
  • წყალი მოვიდა, მაგრამ აუცილებლად წავა!
  • ხვალ მივდივარ ჩემი საყვარელი ჯგუფის კონცერტზე, მთელი ცხოვრებაა ვუსმენ და როგორც იქნა ოცნებას ავისურლებ... მაგრამ აი, 2 საათი მინდა გზაში, მერე იქ ფეხზე უნდა ვიდგე, უამრავი ხალხი იყოს, ყველა ერთად იმღერებს და იმის ხმას ვერ გავიგებ... არ ვიცი რა, გაეკეთებინათ აქვე, სადმე, პატარა რესტორანში, ცოტა ხალხი იქნებოდა, დავსხდებოდით, ვჭამდით, მოვუსმენდით, მარა არა!!!
  • ეს ამდენი ხე რატო დარგეს? იქნებ მე მინდა, რომ მძიმე მეტალები ვისუნთქო და ვაშლი არ ვჭამო?

7. ყველაზე პოზიტიურები

ყოველთვის ბედნიერები რომ არიან და ყველას პოზიტივისკენ და ღიმილისკენ მოუწოდებენ. არ აქვს მნიშვნელობა რა ხდება.

ფოტო: giphy

  • აუ, ხალხო, გაიღიმეთ რა! მერე რა რომ გუშინ 7000 კაცი მოკვდა აფეთქებისას, პოზიტიურად უნდა ვიყოთ ყველაააა!
  • გუშინ შეყვარებული მომიკვდა, რა მაგარიააააა! მე რომ მოვკვდები 60 წლის მერე, იქ ერთად ვიქნებიიიით!
  • ჰე! ხალხო, გაიხედეთ ფანჯრიდან ცეცლის წვიმა მოდის, რა ლამაზიაააა!
  • ეეე, რა მაგარია, ებოლა მაქვს! იეეეს! პირველი ქართველი ვარ ვინც ებოლათი მოკვდებააა!
  • გილოცავთ, ხალხო, დოლარი ისევ გაძვირდა, უკვე 7.2-ზეა. ძალიან მიხარია, რომ ჩვენი პარტნიორი ამერიკა ასეთ მყარ ვალუტას ფლობს! ეს ჩვენზეც პოზიტიურად აისახება!

8. ნიჰილისტები

სულ რომ მოსთქვამენ, ოღონდ ზოგად თემებზე. ვიღაცა რომ მუდმივად სტკენთ გულს, ხალხს რომ არ უნდა ენდო, მარტო მაშინ რომ ახსენდებათ ვინმეს როცა სჭირდებათ და ა.შ.

ფოტო: giphy

  • ყველამ მიმატოვა, აღარავინ მირეკავს, სულ მარტო ვარ, არადა, როცა ფული მქონდა ხო ჩემთან იყავით ყველა?
  • ეჰ, თურმე ადამიანებს არ უნდა ენდო...
  • ჰელოოოოუ,
  • ითს მიიი,
  • აი ვოზ ვანდერინგ იფ აფტერ ოლ ზის იარს იუ'დ ლაიქ თუ მიიით
  • ყოფნა? არ ყოფნა? საკითხავი, აი, ეს არის!
  • ასეა, ვიღაცა მეგობარი და შენიანი გგონია და მერე აღმოჩნდება, რომ გველი გაგიზრდია უბეში.

ასეთ ადამიანებს ყველა ამშვიდებს, მათ სტატუსებს ბევრი ლაიქი აქვთ, მაგრამ არავინ არასდროს ეუბნება მათ სიმართლეს... 3 წელია რომ ერთი და იმავეს წერ და ერთი და იგივე პრობლემა გაქვს ადამიანებთან ურთიერთობაში, იქნებ შენშია პრობლემა, ჰა? (თუნდაც ის, რომ არასწორ ადამიანებს ირჩევ საურთიერთოდ, ეგეც შენი პრობლემაა).

ფოტო: giphy

9. ვირტუალურად ასოციალური ხალხი

თავს კი არ ვიქებ, მაგრამ ეს ტერმინი ჩემი მოფიქრებულია თავის დროზე. ანუ ესაა ხალხი, რომელიც მუდმივად აპროტესტებს სოციალური ქსელების დანიშნულებისამებრ გამოყენებას მისი ფრენდების ან ზოგადად ადამიანების მიერ.

ანუ, ფეისბუქი ან ნებისმიერი სხვა სოციალური ქსელი, არის ადგილი, სადაც ერთმანეთს ვუზიარებთ სად ვართ, რას ვჭამთ, რას ვსვამთ, სად ვმოგზაურობთ, ახალი კარგი რა გადაგვხდა თავს, ვინმეს ხო არ შევხვდით, რამე კურიოზი ხომ არ შეგვემთხვა და ა.შ. მოკლედ, ერთგვარი საჯარო ნიუს პორტალია, საიდანაც ერთმანეთის შესახებ ვიგებთ სიახლეებს. და "რა ხთეფა შენკეეეეეეეეეეეეეენ?" შეკითხვის საჭიროებას სპობს.

მაგრამ არსებობს ხალხის ერთობ გამაღიზიანებელი კატეგორია, რომელიც მუდმივად წუწუნებს, რომ არ უნდა გაიგოს ვინ რას აკეთებს.

  • აუუუ, რა არის ამდენი სელფებიიიი. აღარ შეიძლება უკვე რა! ფეისბუქია თუ სელფიბუქი?
  • გავიგეთ, რომ ზღვაზე ხართ! შევწუხდი უკვე.
  • ყველა ჩემი მეგობრის რაციონი ვიცი უკვე და რამე სხვაზე დაპოსტეთ რა, ხალხოოო!
  • ამაზე რო პოსტავთ, იმაზე რატო არ პოსტავთ? ჰა?
  • აუ, ყველა რო ხან იქ ჩექინდება და ხან აქ, ვითომ ძაან ბედნიერები არიან, ვის ატყუებთ, ტო? რამე ღირებული დაწერე რა ან თქვი რა. ფუ რა!

ფოტო: giphy

საქმე ისაა, რომ ყველას გვყავს ისეთი ფრენდი, რომელიც გვაღიზიანებს, რომელიც უკვე ქორწილიდან მესამე თვის გასვლის შემდეგ, ისევ ქორწილის ფოტოებს ტვირთავს, ან დღეში 20 000 სელფის დებს ყველა კუთხიდან - ვიდეოდ რომ ააწყო კაცმა, 4 საათიანი უწყვეტი კადრი რომ გამოვა, და ა.შ. მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც გვაწუხებენ, გვყავს ან წაშლილი ან დაჰაიდებული. ამიტომ, ნუ ჭამთ ტვინს, თქვენი ნიუსფიდი - თქვენვე გეყუდნოდეთ!

10. ფრენდზონის დეკლარატორები

სიმართლე უნდა ითქვას! იმედია ფემინისტები არ გამიბრაზდებიან, მაგრამ ამ კატეგორიაში მხოლოდ გოგოები არიან, რომლებიც ძალიან ცუდად ექცევიან ბიჭებს, რომლებიც თავის მხრივ, ბოდიში და, დებილები არიან.

ე.ი. რა ხდება. ვის გინახავთ ასეთი შინაარსის პოსტი:

დღეს მინდა ჩემი უახლოესი მეგობრის, კახუნას შესახებ მოგიყვეთ! კახუნა უკვე 7 წელია ჩემი საუკეთესო მეგობარია, ის მზადაა ღამის სამ საათზე მოვიდეს ჩემთან და მოისმინოს როგორ ვწუწუნებ სხვა ბიჭებზე, გამიკეთოს საჭმელი, დამალევინოს ყავა და ჩაი, მერე გამიკეთოს მასაჟი, დამამშვიდოს, მითხრას, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ამ ბიჭს არასოდეს ავიწყდება ჩემთვის საჩუქრის ყიდვა დაბადების დღეზე ან დღესასწაულებზე. თან სულ ძვირიან საჩუქრები მჩუქნის, კი ვეჩხუბები, მაგრამ თან მსიამოვნებს.

ფოტო: giphy

არა, გადავიფიქრე, ამ გოგოებს აღარ ვერჩი, აი, ეგ ბიჭები ხართ დებილები და მეტის ღირსები ხართ.

დღეისათვის სულ ეს იყო. ფეისბუქის ტიპაჟების აღწერას მოვრჩი და შემდეგი პოსტი იქნება იმ ინტროვერტ ბიჭებზე, დასინეს თუ არა, რომ ვერ გაიგეთ. და მაგის შემდეგ კი იქნება - X (რამდენიმე) მიზეზი, რის გამოც უნდა დაიკიდოთ ის გოგო, რომელმაც დაგაფრენდზონათ. სპეციალურად, ბოლო კატეგორიისთვის.