"კატეგორიულად მიუღებელია ვანდალიზმი" — კახა კალაძე ლოტკინზე მომხდარ უბედურ შემთხვევაზე
"კატეგორიულად მიუღებელია ვანდალიზმი და კატეგორიულად მიუღებელია იმ ტიპის დამოკიდებულება", — ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისის მერი კახა კალაძე 22 ივნისს ლოტკინის დასახლებაში მომხდარ უბედურ შემთხვევას, როცა ერთ-ერთ სკვერში, რკინის კონსტრუქცია — სარწეველა საქანელა 14 წლის მოზარდს დაეცა.
"მიზანმიმართულად არ ვსაუბრობ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით, რადგან მიმდინარეობს გამოძიება. მე დაახლოებით ვიცი, თუ რა მოხდა, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჩემი მხრიდან შეფასების გაკეთება და კონკრეტულ ფაქტზე საუბარი, ვფიქრობ, არასწორი იქნება. კატეგორიულად, კატეგორიულად მიუღებელია ვანდალიზმი და კატეგორიულად მიუღებელია იმ ტიპის დამოკიდებულება", — თქვა კალაძემ.
მას შემდეგ რაც ტვ პირველის ჟურნალისტმა ჰკითხა, ვინაა მომხდარზე პასუხისმგებელი, რადგან 14 წლის მოზარდი რკინის კონსტრუქციას ვერ წააქცევდა, კალაძემ ჟურნალისტებს მიმართა, რომ ისინი ქვეყნის და ქალაქის მიმართ მტრულ საქმიანობას ეწევიან. მისივე თქმით, ჟურნალისტებს სურთ, რომ ყველაფერი მას დაჰბრალდეს.
"თქვენ შეიძლება ეხლა რაღაც სხვა პოლიტიკური შეხედულება გაქვთ, დაკავებული ხართ მტრული საქმიანობით ქვეყნის წინააღმდეგ, მტრული საქმიანობით ქალაქის წინააღმდეგ. კონკრეტულად გამოიხატება ეს თქვენს კონკრეტულ ყოველდღიურ ქმედებაში. აი, ეხლა მე რომ მიკროფონი გამოგართვათ, წაგართვათ და თავში ჩაგარტყათ და რომ გითხრათ, რომ მე არაფერ შუაში არა ვარ, არა ვარ დამნაშავე, იმიტომ რომ თქვენ მიკროფონი მყარად არ გეჭირათ ხელში, აი იგივე შედარებას აკეთებთ... შესაბამისად, ყველაფერი ჩემი ბრალია, ეს გინდათ თქვენ", — თქვა კალაძემ.
რაც შეეხება პასუხისმგებლობის საკითხს, მერის თქმით, გამოძიება დაადგენს ვისი ბრალეულობა იყო და მას დაეკისრება პასუხისმგებლობა, ვანდალიზმი კი მიუღებელია.
"პასუხისმგებლობაც გამოიკვეთება, დაეკისრება პასუხისმგებლობა. კატეგორიულად მიუღებელია ვანდალიზმი და რამდენიმე ადამიანის კონკრეტული ქმედებებიდან გამომდინარე და ვანდალიზმის ფაქტიდან გამომდინარე, როდესაც აზიანებ, ამას, რა თქმა უნდა, მოჰყვება [რეაგირება]", — განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ 22 ივნისს, ლოტკინის დასახლებაში, კიშინიოვის ქუჩაზე, 14 წლის გოგონას სკვერში რკინის კონსტრუქცია — სარწეველა საქანელა დაეცა, რის შედეგადაც მოზარდი კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა.
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
-
უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა
გადახედვა
-
OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა
გადახედვა
კომენტარები