უინსტონ ვოგელი: წარმოუდგენელია ასეთი დამსახურების მქონე ადამიანი შვიდი თვის განმავლობაში ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე იყოს პატიმრობაში
ცნობილი ამერიკელი დირიჟორი, უინსტონ ვოგელი, საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრსა და მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, წერილით მიმართავს, სადაც "მსოფლიოშო აღიარებული საოპერო მომღერლის", პაატა ბურჭულაძის გათავისუფლებას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ვოგელის განცხადებით, მან ცოტა ხნის წინ Opera America-ს სახელით ბურჭულაძეს ორგანიზაციის საპატიო ბორდში გაწევრიანება შესთავაზა. მისი თქმით, გაუგებარია, "საერთაშორისო რეპუტაციის მქონე არტისტის" პატიმრობაში ყოფნა.
ამერიკელი დირიჟორი აღნიშნავს, რომ წერილით მიმართავს აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და კონგრესს, თუმცა იმედოვნებს, რომ საკითხის გადაწყვეტა, პირველ რიგში, საქართველოში მოხდება.
"მიმართვა ქართველ ხალხს
მიმართვა ბატონ ბიძინა ივანიშვილს
მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს
რამდენიმე დღის წინ, Opera USA-ს სახელით, მე გავაგზავნე წერილი მსოფლიოში აღიარებული საოპერო მომღერლის პაატა ბურჭულაძის ჩვენს საპატიო ბორდში გაწევრიანების თაობაზე. ასევე მივმართე დირექტორთა საბჭოს წევრებს და აღვნიშნე, რომ ეს დიდი პატივი იქნებოდა Opera USA-ს 30-წლიანი ისტორიისთვის და მნიშვნელოვანი შთაგონების წყარო ახალი თაობის მომღერლებისთვის. ჩემს მოწვევაზე პასუხად საქართველოდან შოკის მომგვრელი ინფორმაცია მივიღე.
როგორც აღმოჩნდა, ლეგენდარული მომღერალი ციხეში იმყოფება. დეტალების განხილვის გარეშე, მსურს ხაზი გავუსვა, რომ პაატა ბურჭულაძე მსოფლიოში ცნობილია არა მხოლოდ თავისი უნიკალური ხმითა და კარიერით, არამედ გამორჩეული კეთილშობილებითა და ადამიანურობით. მრავალი წლის მანძილზე იგი იყო გაეროს კეთილი ნების ელჩი და UNICEF-ის კეთილი ნების ელჩი. მას მიღებული აქვს მრავალი საერთაშორისო ჯილდო, დაეხმარა არაერთ ახალგაზრდა მომღერალს და ინიციატორი და მონაწილე იყო მრავალ საქველმოქმედო პროექტისა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
წარმოუდგენელია, რომ ასეთი დამსახურების მქონე ადამიანი შვიდი თვის განმავლობაში ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე იყოს პატიმრობაში. როგორც გავიგეთ, მას დღემდე არ ეძლევა ოჯახის წევრებთან შეხვედრის, წერილის მიწერის და სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება. ასეთი არაჰუმანური მოპყრობა დაუჯერებელია.
ციხის მთავარი ფუნქციაა საზოგადოებისათვის საფრთხის შემცველი პირების იზოლაცია. ვინმეს შეუძლია დაადასტუროს, რომ პაატა ბურჭულაძე ოდესმე რაიმე საფრთხეს წარმოადგენდა თავისი ქვეყნისთვის? არა! დარწმუნებული ვარ, ამას ვერავინ დაადასტურებს და ამ აბსურდს არც არავინ დაიჯერებს. მაშ, რა ხდება? რატომ ისჯება არტისტი, რომლითაც ნებისმიერი ქვეყანა იამაყებდა და რომელსაც შეეძლო მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში საუკეთესო პირობებში ეცხოვრა? იმისთვის, რომ დაბრუნდა საქართველოში, დადგა საკუთარი ხალხის გვერდით და იბრძვის თავისი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის? შეიძლება თუ არა ადამიანი, რომელმაც ათწლეულ განმავლობაში საქართველო მსოფლიოს წინაშე საუკეთესო სახით წარმოაჩინა, ამისთვის იყოს დაპატიმრებული? მას დღესაც შეუძლია უზარმაზარი სარგებელი მოუტანს როგორც თავის ქვეყანას, ისე საერთაშორისო საზოგადოებას.
მე მჯერა, რომ ამ გაუგებრობიდან გამოსავალი მოიძებნება. ჩვენ ასევე მივმართავთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და კონგრესს პაატა ბურჭულაძისთვის დახმარების გაწევის თხოვნით. თუმცა ვიმედოვნებთ, რომ საკითხზე კონსტრუქციული დიალოგი პირველ რიგში საქართველოში დაიწყება. ასევე ვიმედოვნებთ, რომ პაატა ბურჭულაძის უზარმაზარი წვლილი ხელოვნებისა კაცობრიობის წინაშე გათვალისწინებული იქნება და იგი უახლოეს მომავალ გათავისუფლდება პატიმრობიდან. ჩვენი აზრით, ეს აუცილებელია არა მხოლოდ პაატასთვის, არამედ საქართველოს იმიჯისთვისაც. აუცილებელია, რომ ყველა გაითვალისწინოს ქვეყნის ინტერესები და იპოვნოს ამ სამარცხვინო გაუგებრობიდან ეფექტური გამოსავალი.
პატივისცემით,
უინსტონ ვოგელი
Opera USA სამხატვრო ხელმძღვანელი," — ნათქვამია წერილში.
ცნობისთვის, პაატა ბურჭულაძეს და მასთან ერთად, მურთაზ ზოდელავასა და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
კომენტარები