საია 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 2008 წლის ომის დროს დაზარალებული დავით გიუნაშვილისა და 12 ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებას ეხმაურება
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2008 წლის ომის დროს დაზარალებული დავით გიუნაშვილისა და 12 ბრალდებული პირის პატიმრობაში დატოვების საკითხს 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე ეხმიანება.
მათი თქმით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ბრალდებულთა ინდივიდუალური მახასიათებლები, მათ შორის არც ის, რომ ბრალდებულთა ნაწილი ოჯახის ერთადერთი მარჩენალია და მათი უმრავლესობა მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაშია, ამ პირთა შორისაა 2008 წლის ომის დროს დაზარალებული, ცხინვალიდან დევნილი, დავით გიუნაშვილი. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს ამის ვალდებულება გააჩნია.
"2026 წლის 15 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 13 პირის საქმეზე სასამართლო სხდომა ჩატარდა.
მოსამართლე თამარ მახარობლიძემ ცამეტივე პირი კვლავ პატიმრობაში დატოვა. ხაზგასასმელია, რომ სასამართლო უმეტესად მხედველობაში არ იღებს ბრალდებულთა ინდივიდუალურ მახასიათებლებს, რისი ვალდებულებაც მას კანონმდებლობით აქვს. სასამართლო სხდომაზე გამოიკვეთა, რომ ბრალდებულთა ნაწილი ოჯახის ერთადერთი მარჩენალია და მათი უმრავლესობა მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაშია, მათ შორის, დავით გიუნაშვილიც. ასევე ხაზგასასმელია, რომ საქმეზე დასრულებულია გამოძიება, მხარეებს შორის გაცვლილია მტკიცებულებები, მიმდინარეობს არსებითი განხილვა და მოწმეთა დიდი ნაწილი უკვე სასამართლოშიცაა დაკითხული, რის გამოც შემცირებულია გამოძიებისთვის ხელშეშლის და მოწმეებზე ზემოქმედების რისკები.
მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ ბრალდებულთათვის კანონმდებლობით მინიჭებული პატიმრობის გადასინჯვის შესაძლებლობა არ აქციოს, უბრალოდ, ფორმალობად და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დაასაბუთოს, რატომ არის აუცილებელი ბრალდებულის კვლავ პატიმრობაში დატოვება. წლების განმავლობაში არსებული ვითარება აშკარად მეტყველებს, რომ სასამართლოს მიერ პატიმრობის გადასინჯვა არ ემსახურება ბრალდებულისთვის რეალური შესაძლებლობის მიცემას, არ დარჩნენ განგრძობად პატიმრობაში, მათ შორის, აქციების კონტექსტში დაკავებულ არაერთ პირს, საიას შეფასებით, სასამართლო ხშირ შემთხვევაში დაუსაბუთებლად ტოვებდა პატიმრობაში, არ ითვალისწინებდა მათ ინდივიდუალურ მახასიათებლებს.
დავით გიუნაშვილთან დაკავშირებით:
დამატებით, გვინდა გამოვყოთ დავით გიუნაშვილის საკითხი. კერძოდ:
საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული, 70 წლამდე პირი, დავით გიუნაშვილია. ადვოკატის განცხადებით, "ბრალდებული დავით გიუნაშვილი არის დევნილი, რუსულმა საოკუპაციო რეჟიმმა ცხინვალში მას დაუწვა სახლი და ამდენი წლის შემდეგ რუსთაველის გამზირზე
აპროტესტებდა რუსულ საოკუპაციო რეჟიმს". ამასთან გიუნაშვილი არის საპენსიო ასაკის პირი — 70 წელს მიღწეული, აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, აწუხებს სახსრები და აქვს შაქრიანი დიაბეტი. გიუნაშვილი ასევე გამოირჩევა სუფთა წარსულით, იგი არც ადმინისტრაციულსახდელდებული და არც ნასამართლევი არ არის.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დავით გიუნაშვილის ინტერესებს 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში იცავს. კერძოდ, საქმეში ჩალაური და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (9445/09). საქმე შეეხება ცხინვალში უკანონო დაკავებას, იძულებით შრომას, წამებასა და დისკრიმინაციულ მოპყრობას, რაც 51 მომჩივნის, მათ შორის, დავით გიუნაშვილის, უფლებადარღვევებს აერთიანებს.
გიუნაშვილი პროფესიით ინჟინერ‑ეკონომისტი და მშენებელია, რომელიც 2008 წლის 10 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის მიერ კონტროლირებადმა შეიარაღებულმა პირებმა დააკავეს, დოკუმენტები და ფული წაართვეს, თვალები აუხვიეს, ხელები უკან შეუკრეს და სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს. სამი დღის განმავლობაში ღია ორმოში მკაცრ პირობებში იმყოფებოდა, მოკვლით ემუქრებოდნენ, შემდეგ კი ცხინვალთან ახლოს რამდენიმე სამხედრო პოზიციის გავლით, იძულებული იყო ცხედრებისგან გაწმენდითი სამუშაო შეესრულებინა, მანამ, სანამ სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცემდნენ და ცხინვალის გადატვირთულ იზოლატორში მოათავსებდნენ, სადაც გიუნაშვილი კვლავ დამამცირებელ პირობებში იმყოფებოდა 2008 წლის 27 აგვისტოს გათავისუფლებამდე.
მიგვაჩნია, რომ აუცილებელია მოსამართლეები უპირველესად თავისუფლებისა და უდანაშაულობის პრეზუმფციის ჭრილში განიხილავდნენ ყველაზე მკაცრი სახის აღკვეთის ღონისძიების — პატიმრობის გამოყენების/პატიმრობაში პირის დატოვების საკითხს. კონკრეტული სახის აღკვეთის ღონისძიების გადაწყვეტისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ბრალდებულის პიროვნება, მისი წარსული, საქმიანობა, ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური და ქონებრივი მდგომარეობა.
დავით გიუნაშვილის მაგალითი კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ სისხლის სამართლის საქმეებში, რომლებშიც შეიძლება არსებობდეს პოლიტიკური მდგენელის რისკი, სასამართლო სისტემატურად უგულებელყოფს ყველა იმ გარემოებას, რაც შესაძლოა პირისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესაძლებლობას იძლეოდეს და აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის ყველა ეტაპზე კვლავ მხოლოდ ტექნიკურად ამოწმებს პროკურატურის არგუმენტაციას", — ნათქვამია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში.
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
კომენტარები