SJC: აფგან სადიგოვის შემთხვევა კიდევ ერთი მძიმე მაგალითია ტრანსნაციონალური რეპრესიის პრაქტიკის
სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და პროევროპული აქციების აქტიური მონაწილის აფგან სადიგოვის საქმეზე განცხადებას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ "5 აპრილს აფგან სადიგოვის დაჩქარებული და იძულებითი გაძევების გარემოებები საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს შორის მაღალი დონის კოორდინაციაზე მიუთითებს, რაც კრიტიკული ჟურნალისტისა და რედაქტორის მიმართ შესაძლო რეპრესიული პრაქტიკის კონტექსტში განსაკუთრებულად შემაშფოთებელია".
"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 5 აპრილს, გამთენიისას, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დაჩქარებულად, ქვეყნიდან ნებაყოფლობით გასვლის შესაძლებლობის მინიჭების გარეშე გააძევეს. ამ გადაწყვეტილებით საქართველოს ხელისუფლებამ ღიად დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ, რომელიც საქართველოს აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში გადაყვანას უკრძალავდა. აღნიშნულ საკითხზე სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდა.
2026 წლის 10 აპრილს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან მივიღეთ მითითება, რომლითაც მან ორივე მხარეს — განმცხადებელსაც და საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს დამატებითი მოსაზრებების წარდგენა დაგვავალა. კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ მხარეებს შემდეგი დამატებითი კითხვა დაგვისვა: დროებითი ღონისძიების არსებობის მიუხედავად, განმცხადებლის აზერბაიჯანში გადაყვანა იყო თუ არა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 34-ე მუხლის დარღვევა.
მხარეებისთვის დასმული ეს კითხვა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან იგი პირდაპირ უკავშირდება სახელმწიფოს ვალდებულებას, არ შეაფერხოს ინდივიდის უფლება, მიმართოს სასამართლოს. კერძოდ, ამ პროცესში სასამართლო შეაფასებს, ხომ არ შეუშალა ხელი აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევებით საქართველოს ხელისუფლების ქმედებამ განმცხადებელს ეფექტურად ესარგებლა კონვენციის 34-ე მუხლით გარანტირებული ინდივიდუალური საჩივრის უფლებით.
სასამართლომ ასევე გვაცნობა, რომ ორივე მხარის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, 2026 წლის 9 აპრილის გადაწყვეტილებით დროებითი ღონისძიების ზომა მოხსნა. ცხადია, რომ იმ ფონზე, როდესაც აფგან სადიგოვი საქართველოს ხელისუფლებამ უკვე გადასცა აზერბაიჯანს, ამგვარი გადაწყვეტილების შენარჩუნების წინაპირობა ფაქტობრივად აღარც არსებობდა.
ამასთან ევროპულმა სასამართლომ გამოგვიგზავნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2026 წლის 3 აპრილის წერილი, რომელშიც საქართველოს მთავრობამ ევროპულ სასამართლოს აზერბაიჯანის გადაწყვეტილების შესახებ აცნობა, რომლის მიხედვითაც აფგან სადიგოვის მიმართ აზერბაიჯანში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე შეწყდა და ექსტრადიციის მოთხოვნაც უკან გაიწვიეს. მთავრობამ სასამართლოს ასევე წარუდგინა ამის საფუძველზე გამოცემული იუსტიციის მინისტრის ბრძანება აფგან სადიგოვის წინააღმდეგ საექსტრადიციო პროცედურების შეწყვეტის თაობაზე. ვინაიდან საექსტრადიციო პროცედურები შეწყდა, მთავრობა აღნიშნავდა, რომ განმცხადებელს აღარ ემუქრებოდა აზერბაიჯანში გადაყვანის რისკი. ასეთ გარემოებებში კი, მათი მოსაზრებით, არც კონვენციის მე-3, მე-6 მე-8 მუხლის დარღვევებს გააჩნია საკმარისი ფაქტობრივი საფუძველი.
საგულისხმოა, რომ ამ წერილის გაგზავნიდან 2 დღეზე ნაკლებ დროში აფგან სადიგოვი საქართელოდან აზერბაიჯანში გააძევეს, ისე, რომ მთავრობა სტრასბურგის სასამართლოდან პასუხს არც კი დაელოდა, რითაც ჩვენი შეფასებით, მან დემონსტრაციულად დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება და ევროპული კონვენცია.
აღსანიშნავია, რომ აფგან სადიგოვის საქმეზე სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ძირითადი საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2025 წლის მარტში გააგზავნა, აზერბაიჯანისა და საქართველოს წინააღმდეგ. აღნიშნული საქმეზე, აფგან სადიგოვის გაძევების დროისთვის მხარეებს უკვე წარდგენილი ჰქონდათ მოსაზრებები და პასუხები სასამართლოს კითხვებზე. თუმცა, 5 აპრილის მოვლენების შემდეგ ევროპულმა სასამართლომ მხარეებს გაძევების პროცედურასთან და ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან მის შესაბამისობასთან დაკავშირებითაც დაუსვა ძირეული კითხვა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოდან აზერბაიჯანში აფგან სადიგოვის გაძევებასთან დაკავშირებით ევროპული სასამართლო უკვე თავის ძირითად გადაწყვეტილებაში იმსჯელებს და საქართველოს მთავრობის მხრიდან დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებისა და ევროპული კონვენციის შესრულების საკითხს სამართლებრივად შეაფასებს.
უნდა ითქვას, რომ 5 აპრილს აფგან სადიგოვის დაჩქარებული და იძულებითი გაძევების გარემოებები მიუთითებს საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს შორის მაღალი დონის კოორდინაციაზე, რაც კრიტიკული ჟურნალისტისა და რედაქტორის მიმართ შესაძლო რეპრესიული პრაქტიკის კონტექსტში განსაკუთრებულად შემაშფოთებელია. ეს შემთხვევა კიდევ ერთი მძიმე მაგალითია ტრანსნაციონალური რეპრესიის პრაქტიკისა, რომელიც მიზანმიმართულად ზღუდავს აქტივისტებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოებასა და დაცვას. ამავდროულად, საქმე ნათლად აჩვენებს სერიოზულ ეჭვებს, რომ ხელისუფლების მოქმედებები მიმართული იყო საერთაშორისო ვალდებულებების ფორმალური გვერდის ავლით თავიდან არიდებისკენ, მათ შორის იმ ფუნდამენტური პრინციპების უგულებელყოფით, რომლებიც კრძალავს პირის დაბრუნებას დევნისა და არასათანადო მოპყრობის რეალური რისკის პირობებში და უზრუნველყოფს ეფექტიან სამართლებრივ დაცვასა და სასამართლოს გადაწყვეტილებების სავალდებულო შესრულებას.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს აფგან სადიგოვის ინტერესებს დაცვას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ის ასევე გამოიყენებს სხვა უფლებადაცვით მექანიზმებს დევნილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის უფლებების დასაცავად", — ნათქვამია სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, აფგან სადიგოვი 5 აპრილს დააკავეს. დილის 4 საათზე კი მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მისი სამშობლოში გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.
სადიგოვის დაკავებას საფუძვლად დაედო 1-ელ აპრილს სოციალურ ქსელში აზერბაიჯანულ ენაზე გამოქვეყნებული ფეისბუკპოსტი, რომელშიც ეწერა:
"იქ, სადაც დიქტატურაა, პოლიციელები მზად არიან ხელფასისა და "პაგონების" სანაცვლოდ ყველაფერი გაყიდონ და ფეხქვეშ გათელონ და ამას სიამოვნებით, მთელი გულით და სიამაყით აკეთებენ."
sadigov
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
კომენტარები