საგანმანათლებლო სივრცე მომავალი მეცნიერებისთვის — გაიცანი საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლის მასწავლებლები
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი ინიციატივა — STEM სკოლა ტექნოლოგიებით, ინჟინერიითა და ზუსტი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით დაინტერესებულ მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, გაიარონ ერთწლიანი სასწავლო კურსი ონლაინ.
STEM სკოლაში სწავლა VII–XI კლასის მოსწავლეს შეუძლია. ამისათვის, მათ მონაწილეობა უნდა მიიღონ მისაღებ გამოცდებში. 2026 წლის გაზაფხულის მიღება უკვე დასრულდა, ერთწლიან საგანმანათლებლო პროექტის მე-7 ნაკადში მონაწილეობის სურვილი 1600-ზე მეტმა მოსწავლემ გამოთქვა. შესარჩევი ტესტის შედეგად, STEM სკოლაში სწავლას საუკეთესო შედეგის მქონე 250 მოსწავლე გააგრძელებს სწავლას.
მოსწავლეებისთვის განათლების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობის შესაქმნელად კი საუკეთესო შედეგის მქონე 47 მოსწავლეს საქართველოს ბანკი სწავლას უფინანსებს.
ამ ინოვაციური და მასშტაბური იდეის ირგვლივ ენთუზიასტი, დარგის პროფესიონალი მასწავლებლები ერთიანდებიან. მათ შექმნებს სასწავლო გეგმა, რომელიც არც ერთი სხვა საგნის ანალოგი არ არის. სწავლების პროცესი პრაქტიკას, რეალურ გამოცდილებასა და ხელშესახებ ცოდნას ეფუძნება. როგორც თავად STEM სკოლის მოსწავლეები გვიყვებიან, გაკვეთილები სახალისოა, მასწავლებლები ყველაზე რთულ საკითხებსაც მარტივად ხსნიან, არასდროს ერიდებათ კითხვების დასმა და ყოველ მომდევნო მოდულს დიდი აღფრთოვანებით ელოდებიან.
ამ ბლოგში გაგაცნობთ მასწავლებლებს, რომლებიც ქმნიან და ავითარებენ საქართველოში ყველაზე განსხვავებულ და მნიშვნელოვან წამოწყებას:
ელგუჯა აბულაძე — პროფესიით ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერია. მისი აზრით, STEM-ის განვითარება ქვეყნის საერთო კეთილდღეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველთვის ცდილობს, მოსწავლეებს ინჟინერიის მიმართ ინტერესი და სიყვარული გაუღვივოს, მისცეს მოტივაცია, დამოუკიდებლადაც იფიქრონ იდეებზე და ამ იდეების განხორციელების გზებზე. გვიზიარებს, რომ სურს, პროექტი კიდევ უფრო საყოველთაო გახდეს და უფრო მეტი ახალგაზრდა დააინტერესოს მომავლის პროფესიებით.
მარეხ მაზანაშვილი — საინჟინრო ფიზიკის დოქტორი და STEM სკოლის მენეჯერია. მისი ხედვით, წარმატებისთვის ნიჭი და ინტერესი საკმარისი არ არის — საჭიროა გარემო, სადაც ბავშვები ექსპერიმენტების ჩატარებას, შემოქმედებით იდეებზე ფიქრს, დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობას ისწავლიან. STEM სკოლაში კი თითოეული მასწავლებელი სწორედ ასეთი თავისუფალი გარემოს შექმნას ცდილობს.
ნინო ხიხაძე — ფიზიკის მასწავლებელია. პროექტში მოხვედრამდე STEM კლუბებში აქტიურად მუშაობდა მოსწავლეებთან ერთად პრაქტიკულ ამოცანებზე. გვიზიარებს, რომ ეს პროექტი გავრცელებულ სტერეოტიპსაც ამსხვრევს, თითქოს გოგონებს ნაკლებად აინტერესებთ და გამოსდით ტექნიკური საგნების სწავლა. STEM სკოლაში უამრავი პატარა მეცნიერი გოგონა სწავლობს, რომლებიც წარმატებით მონაწილეობენ ოლიმპიადებში, გაცვლით პროგრამებში და მუშაობენ მასშტაბურ პროექტებზე.
გიორგი ჯიქიძე — ელექტრო ინჟინერი და კომაროვის ლაბორატორიის ყოფილი ხელმძღვანელია. ყოველთვის ცდილობს, ინტერაქციული გაკვეთილები ჩაატაროს. ბავშვებს მისცეს მოტივაცია, საშინაო დავალების გარდა, საკუთარი ინიციატივითაც იმუშაონ საინტერესო ამოცანებზე და ამ პროცესით ისიამოვნონ. გვეუბნება, რომ ყოველი მოდულის შემდეგ მოსწავლეები გაოგნებულები რჩებიან საკუთარი შესაძლებლობებით, დასაწყისში ვერც კი წარმოიდგენენ, რომ თავისივე ხელით შეძლებენ მოწყობილობების აწყობას.
გიორგი ლექვინაძე — ბავშვობიდანვე გატაცებული იყო პროგრამირებით, მასწავლებლობასთან ერთად საკუთარ კომპანიაში ქმნის ციფრულ პროდუქტებს. გიორგი მოსწავლეებს ეტაპობრივად ასწავლის ელექტრონულ კომპონენტებთან მუშაობას. ფიქრობს, რომ STEM ინიციატივები აყალიბებს გარემოს, რომელშიც განათლებული და მოტივირებული ადამიანები აძლიერებენ ერთმანეთს და ქმნიან საყოველთაო კეთილდღეობას. STEM სკოლის მიზანიც ახალი თაობებისთვის თანამედროვე ცოდნის გაზიარება და ტექნოლოგიური პროგრესის მხარდაჭერაა.
STEM სკოლის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს.
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
კომენტარები