რატომ ისვამს ჰეილი ბიბერი სახის კრემს სავარცხლით? — 7 ტრენდი, რომლებმაც სოციალური ქსელები დაიპყრო
მოდის სამყაროში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ტრენდებს უბრალოდ მიჰყვებიან და არსებობს ჰეილი ბიბერი, რომელიც მათ აწესებს. ის უბრალოდ მოდელი კი არა, ნამდვილი "ტრენდსეტერია", რომელმაც ზუსტად იცის, როგორ მართოს ჩვენი სურვილები.
მოდით, გადავხედოთ იმ ვირუსულ ტრენდებს, რომლებმაც ჰეილი ბიბერი ჩვენი დროის მარკეტინგის გენიოსად აქცია:
1. "მომინანქრებული დონატის" ეფექტი
ყველაფერი ერთი ფრაზით დაიწყო, რომელიც დღემდე ჰეილის სილამაზის ფილოსოფიად რჩება: "თუ ძილის წინ ჩემი სახე მომინანქრებული დონატივით არ ბზინავს, ესე იგი, რაღაცას არასწორად ვაკეთებ". ამ სიტყვებით დაიწყო Glazed Donut Skin-ის ერა. ჰეილიმ აუდიტორიას დააჯერა, რომ ტონალურის სქელი ფენა წარსულს ჩაბარდა, მთავარი კი კანის მაქსიმალური დატენიანებაა.
ფოტო: Rhode
სწორედ აქედან დაიწყო ცნობილი Clean Girl ესთეტიკაც — გადატკეცილი თმა, მინიმალისტური ოქროს საყურეები და სახე, რომელიც ბზინავს.
2. მარწყვის მაკიაჟი
როდესაც ჰეილიმ "მარწყვის მაკიაჟის" ტრენდი დაიწყო, მან ფერების ფსიქოლოგია გამოიყენა. ბევრი ვარდისფერი ბლაში ლოყებზე, დახატული ჭორფლები და მარწყვისფერი ტუჩები — ეს არის იმიჯი, რომელიც ადამიანში მაშინვე სიახლის, სიტკბოსა და ზაფხულის ასოციაციებს იწვევს.
ფოტო: Hailey Bieber
შედეგად, ჰეილის Strawberry Peptide Lip Treatment გაყიდვების რეკორდებს ხსნის.
3. ფოტოები, რომლებსაც სუნი აქვს
შეგინიშნავს, რომ ჰეილი თავის კრემებსა და ტუჩსაცხებს ხშირად შოკოლადის ფილის, გამდნარი კარამელის, მარწყვის ან არომატული ჩაის გვერდით დებს? ეს შემთხვევითობა სულაც არ გეგონოთ. ეს ერთგვარი მარკეტინგული ხრიკია, რომელიც პირდაპირ ჩვენს არაცნობიერ სურვილებზე მოქმედებს.
ფოტო: Rhode
როცა ფოტოს უყურებ, შენი ტვინი მხოლოდ სურათს კი არ ხედავს, არამედ ავტომატურად გრძნობს იმ პროდუქტის სუნსა და გემოს, რომელიც კადრშია. თუ ტუჩსაცხი ყავასთან ერთად დევს, შენ უკვე იცი, რომ ის ყავასავით არომატული იქნება. ჰეილიმ მოახერხა ის, რაც ბევრს არ გამოსდის — მან პროდუქტის გემო და სუნი ფოტოდან გვაგრძნობინა.
4. ტელეფონის ჩასადები ტუჩსაცხისთვის
აღიარე, რამდენჯერ გინახავს ინსტაგრამზე სარკეში გადაღებული ფოტო, რომელშიც გოგოებს ტელეფონის ჩასადებზე Rhode-ის ტუჩსაცხი აქვთ მიმაგრებული? ეს ალბათ ჰეილის ყველაზე ხმაურიანი იდეა იყო. მან უბრალოდ კი არ შექმნა მოსახერხებელი ქეისი, არამედ მთელი მსოფლიო აიძულა, რომ მისი პროდუქტისთვის უფასო რეკლამა გაეკეთებინათ.
ფოტო: Hailey Bieber
ეს ნივთი წამებში ყველასათვის სასურველი აქსესუარი გახდა — პრაქტიკულიცაა, რადგან ტუჩსაცხის ძებნა ჩანთაში აღარ გიწევს და თან საოცრად ფოტოგენურია.
5. მარგალიტისფერი ფრჩხილები
მოდი, ვაღიაროთ, რომ მსოფლიოში არ დარჩენილა გელ-ლაქის სპეციალისტი, რომელსაც მომხმარებელმა ტელეფონი სახესთან არ მიუტანა და ჰეილის ფრჩხილების ფოტო არ აჩვენა. ჰეილიმ მოახერხა და 90-იანების მივიწყებული მარგალიტისფერი ბზინვარება ისეთ ტრენდად აქცია, რომ სალონებში ამ კონკრეტული ფხვნილის დეფიციტი შეიქმნა.
ფოტო: Hailey Bieber
ჰეილის მხოლოდ ერთი პოსტი გახდა საკმარისი იმისთვის, რომ მთელს ინდუსტრიას მიმართულება შეეცვალა. დღესაც კი, როცა არ იცი, რა ფერის გელ-ლაქი გინდა, მარგალიტის ეფექტი ყველაზე უსაფრთხო და მოდური არჩევანია. ჰეილიმ უბრალოდ იცის, როგორ აქციოს სიმარტივე ისეთ რამედ, რაც ყველას მოუნდება.
6. სუში და სახის ნიღაბი
თუ ფიქრობდი, რომ სახის ნიღბის წასმა მხოლოდ აბაზანაში ჩაკეტვასა და უძრავად ყოფნას ნიშნავდა, ჰეილი ბიბერმა საწინააღმდეგო დაამტკიცა. ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა მისი ვიდეო, რომელშიც სახეზე Rhode-ის ნიღაბი უკეთია და თან სუშის გემრიელად მიირთმევს. ერთი შეხედვით, ეს ჩვეულებრივი ვიდეოა, მაგრამ ამავდროულად ძალიან ჭკვიანურიც.
სინამდვილეში, ამით ჰეილიმ პირდაპირ დაგვანახა, რომ მისი ნიღაბი კანზე იდეალურად ფიქსირდება და არ სრიალებს. ხშირად სახის ნიღბის გაკეთება ნიშნავს, რომ 15-20 წუთი უძრავად უნდა იწვე, რათა არ ჩამოგივარდეს. ვიდეოში კი კარგად ჩანს, რომ ჰეილის პროდუქტით შეგიძლია საქმე ჩვეულებრივად გააგრძელო, ისადილო და დრო არ დაკარგო. ნამდვილი თავის მოვლის რუტინაც სწორედ ასეთი უნდა იყოს — პრაქტიკული და ესთეტიკური.
7. კბილებიანი სავარცხელი სახის კრემისთვის
თუ გეგონა, რომ სავარცხელი მხოლოდ თმისთვისაა, ჰეილი ბიბერმა კიდევ ერთი მოულოდნელი ტრენდი შემოგვთავაზა. სოციალურ ქსელებში ძალიან სწრაფად გავრცელდა კადრები, რომლებშიც ის Rhode-ის სახის კრემს ჩვეულებრივი კბილებიანი სავარცხლით ინაწილებს.
ფოტო: Rhode
სავარცხლის კბილების საშუალებით კრემი სახეზე თანაბრად ნაწილდება. გარდა ამისა, ეს პროცესი ერთგვარ მსუბუქ მასაჟსაც წააგავს, რაც კანში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. ჰეილიმ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ სახის კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინაში კრეატიულობის ადგილი ყოველთვის მოიძებნება. ჰეილის სამყაროში ნებისმიერი საყოფაცხოვრებო ნივთი სილამაზის ინსტრუმენტად შეიძლება იქცეს, რა თქმა უნდა, თუ მას სწორად გამოიყენებ.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა

კომენტარები