სად ვუყუროთ მთვარისაკენ ასტრონავტების გაშვებას — პირდაპირი ეთერი
ფოტო: NASA
მთვარის მისია Artemis 2 რეალობასთან იმაზე ახლოსაა, ვიდრე ოდესმე — თუკი ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, NASA მთვარისაკენ ასტრონავტებს 2 აპრილს გაგზავნის. ასტრონავტები დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრს შემოუვლიან, ათ დღეში კი ჩვენს პლანეტაზე დაბრუნდებიან.
გეგმის მიხედვით, ეკიპაჟის ფრენის ფანჯარა 2 აპრილს, თბილისის დროით 02:24-ზე, იხსნება და იგი 2 საათის განმავლობაში იქნება აქტიური. ფრენის ფანჯარა მთვარისა და დედამიწის სპეციფიკური ურთიერთგანლაგებაა, რომელიც მსგავსი მოგზაურობისთვის არის ხელსაყრელი. მისიის შეფერხების შემთხვევაში ხელახლა მცდელობას 6 აპრილის ჩათვლით შეძლებენ.
NASA-ს განცხადებით, რაიმე სახის ტექნიკური პრობლემა ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა — მაშ, ველოდებით 02:24-ს, NASA-ს ლაივის ყურება კი აქვე შეგიძლიათ:
კომენტარები