ტრამპი აცხადებს, რომ ირანს მოლაპარაკებების დაწყება სურს — ბოლო ცნობები ირანიდან
- "ლომის ღრიალი" და "ეპიკური მრისხანება" ირანის რეჟიმის წინააღმდეგ
28 თებერვალს ისრაელმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის სხვადასხვა ობიექტზე კოორდინირებული ერთობლივი იერიში მიიტანეს. ოპერაციას ისრაელის მხრიდან "ლომის ღრიალი", ხოლო აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ — "ეპიკური მრისხანება" ეწოდა. აშშ-ს პრეზიოდენტმა, დონალდ ტრამპმა ისლამური რესპუბლიკის ბირთვული პროგრამის განადგურების განზრახვის შესახებ გამოაცხადა. იერიშები მიზნად ისახავდა და ისახავს რეჟიმის შეცვლას. იერიშის შედეგად მოკლულია ირანის უმაღლესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი.
როგორც DW წერს, ირანზე ისრაელისა და აშშ-ის თავდასხმების შედეგად დაიღუპა არა მხოლოდ უზენაესი ლიდერი ალი ხამენეი, არამედ მისი უსაფრთხოების მრჩეველი ალი შამხანი, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაური მოჰამედ პაკპური, თავდაცვის მინისტრი აზიზ ნასირზადე და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი აბდულრაჰიმ მუსავი. ამის შესახებ კვირას, 1-ელ მარტს ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-მ განაცხადა. საინფორმაციო სააგენტო Tansim იუწყებოდა, რომ ისრაელ-აშშ-ის თავდასხმების შედეგად ირანის პოლიციის დაზვერვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ღოლამ რეზა რეზაიანიც დაიღუპა.
ამას გარდა, ირანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ახალი მეთაურის, გენერალ აჰმად ვაჰიდის დანიშვნის შესახებ.
- ტრამპი აცხადებს, რომ ირანს მოლაპარაკებების განახლება სურს
აშშ-ისრაელის დარტყმების შემდეგ, ირანის ახალმა ხელმძღვანელობამ აშშ-ს მოლაპარაკებების განახლება შესთავაზა, — ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
"მათ საუბარი სურთ და მე დავთანხმდი, მათ დაველაპარაკები. უფრო ადრე უნდა გაეკეთებინათ ის, რაც ძალიან პრაქტიკული და მარტივია. ძალიან დიდხანს გაწელეს [ეს პროცესი]", — განაცხადა თეთრი სახლის ხელმძღვანელმა კვირას, 1-ელ მარტს, The Atlantic-თან ინტერვიუში.
აშშ-ის პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა, როდის შეიძლება გაიმართოს მოლაპარაკებები. მან განმარტა, რომ ზოგი ირანელი მაღალჩინოსანი, ვისაც ვაშინგტონი ბოლო კვირების განმავლობაში ეკონტაქტებოდა, დარტყმების დროს მოკლეს.
"მათ შეეძლოთ შეთანხმების დადება. მათ ეს უფრო ადრე უნდა გაეკეთებინათ. ისინი ძალიან ეშმაკურად იქცეოდნენ,"— თქვა ტრამპმა.
ამას გარდა, CNBC-თან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ ირანში აშშ-ის ოპერაცია "ძალიან კარგად მიმდინარეობს". "ეს არის ძალიან სასტიკი რეჟიმი, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი რეჟიმი. ჩვენ ჩვენს საქმეს არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის ვაკეთებთ. [მოვლენები] ძალიან პოზიტიური მიმართულებით ვითარდება", — თქვა ტრამპმა.
ამის საპასუხოდ ირანის უზენაესი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ალი ლარიჯანმა X-ზე დაწერა, რომ "აშშ-სთან მოლაპარაკებას არ აპირებენ."
- ირანში განვითარებულ მოვლენებს პრინცი რეზა ფეჰლევი ეხმაურება:
ირანში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ირანიდან დევნილი ტახტის მემკვიდრე პრინცი რეზა ფეჰლევი. მან დაწერა, რომ "დახმარება, რომელსაც აშშ-ს პრეზიდენტი მამაც ირანელ ხალხს დაჰპირდა, უკვე ადგილზეა".
"ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო, ბედისწერის მომენტი ჩვენ წინაა.
დახმარება, რომელსაც აშშ-ს პრეზიდენტი მამაც ირანელ ხალხს დაჰპირდა, უკვე ადგილზეა. ეს ჰუმანიტარული ჩარევაა და მისი სამიზნეა ისლამური რესპუბლიკა, მისი რეპრესიული აპარატი და ხოცვა-ჟლეტის მანქანა, და არა — თავად ქვეყანა და ირანის დიდებული ერი.
მაგრამ, ამ დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება", — წერს რეზა ფეჰლევი.
მას შემდეგ რაც მედიაში გავრცელდა ცნობები ირანის უმაღლესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციის შესახებ, რეზა ფეჰლევიმ დაწერა, რომ "მისი სიკვდილით, ისლამურმა რესპუბლიკამ ფაქტობრივ დასასრულს მიაღწია და ძალიან მალე ისტორიის ნაგავსაყრელზე აღმოჩნდება". მან სამხედროებს და სამართალდამცავ ორგანოებსაც მიმართა, რომ ხალხის მხარეს დადგნენ
"ალი ხამენეი, ჩვენი დროის სისხლისმსმელი დესპოტი, ირანის ათიათასობით მამაცი ვაჟისა და ქალიშვილის მკვლელი, ისტორიიდან წაიშალა. მისი სიკვდილით, ისლამური რესპუბლიკა ფაქტობრივად აღსასრულს მიაღწია და ძალიან მალე ისტორიის ნაგავსაყრელზე აღმოჩნდება.
რეჟიმის ნარჩენების ნებისმიერი მცდელობა, დანიშნონ ხამენეის მემკვიდრე, თავიდანვე განწირულია წარუმატებლობისთვის. ვისაც ისინი მის ნაცვლად დანიშნავენ, არც ძალაუფლება ექნება და არც ხანგრძლივობა და უდავოდ, ამ რეჟიმის დანაშაულებშიც თანამონაწილე იქნება.
სამხედროებს, სამართალდამცავ ორგანოებსა და უსაფრთხოების ძალებს: ნებისმიერი მცდელობა, შენარჩუნებულიყო ჩამოქცევის პირას მყოფი რეჟიმი, წარუმატებელი იქნება. ეს თქვენი ბოლო შესაძლებლობაა, შეუერთდეთ ერს, უზრუნველყოთ ირანის სტაბილური გადასვლა თავისუფალ და აყვავებულ მომავალზე და მონაწილეობა მიიღოთ ამ მომავლის მშენებლობაში.
კრიმინალი ხამენეის სიკვდილი, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის დაღვრილი სისხლის შურისძიება, შეიძლება იყოს ბალზამი მგლოვიარე მამებისა და დედების, ქმრებისა და ცოლების, ვაჟებისა და ქალიშვილების და იმ ადამიანების ოჯახებისთვის, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს ირანის "ლომისა და მზის" ეროვნულ რევოლუციას", — დაწერა ფეჰლევიმ.
- დანაკარგები:
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, გუშინ, 1-ელ მარტს, სოციალურ მედიაში დაწერა, რომ აშშ-ის სამხედროებმა ირანის საზღვაო ფლოტის 9 გემი გაანადგურეს და "დანარჩენებს დაედევნნენ".
"ახლახან შემატყობინეს, რომ ჩვენ გავანადგურეთ და ჩავძირეთ 9 ირანული საზღვაო გემი, რომელთაგან ზოგიერთი შედარებით დიდი და მნიშვნელოვანია. დანარჩენებიც მიზანში გვყავს — ისინი მალე ზღვის ფსკერზე იქნებიან! სხვა თავდასხმის დროს ჩვენ ძირითადად გავანადგურეთ მათი საზღვაო შტაბ-ბინა. ამის გარდა, მათი საზღვაო ძალები ძალიან კარგად მუშაობენ!", — დაწერა ტრამპმა.
აშშ-ისრაელის მიერ ირანზე აშშ-ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად სამი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა, — ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.
მათივე ცნობით, კიდევ რამდენიმე სამხედრო მოსამსახურემ მიიღო ნამსხვრევებითა და ტვინის შერყევით დაზიანებები და ისინი რეაბილიტაციის პროცესში არიან.
აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლებმა არ წარმოადგინეს დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ და როდის დაიღუპნენ ან დაშავდნენ ჯარისკაცები.
"მნიშვნელოვანი საბრძოლო ოპერაციები და ჩვენი რეაგირება გრძელდება. სიტუაცია არასტაბილურია, ამიტომ ოჯახების პატივისცემის გამო, დამატებით ინფორმაციას, მათ შორის ჩვენი დაღუპული მეომრების ვინაობას, 24 საათის განმავლობაში არ გავავრცელებთ, სანამ უახლოესი ნათესავები არ იქნებიან ინფორმირებული", — ნათქვამია ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შაბათს განაცხადა, რომ კონფლიქტის შედეგად შესაძლოა ამერიკელი სამხედროების მსხვერპლი ყოფილიყო და თქვა, რომ "ეს ხშირად ხდება ომში".
- ირანის პასუხი:
DW წერს, რომ თეირანმა აშშ-ისრაელის დარტყმებს ახლო აღმოსავლეთში ისრაელისა და აშშ-ის სამხედრო ობიექტების მიმართულებით რაკეტების გაშვებით უპასუხა.
კვირას ირანმა განაცხადა, რომ ოთხი ბალისტიკური რაკეტით დაესხა თავს ავიამზიდ USS Abraham Lincoln-ს, იტყობინება სახელმწიფო მედია. თუმცა, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ გემს არ მოხვედრია და ირანის რაკეტები მათთან ახლოსაც კი არ მისულა.
სხვა ცნობები დანაკარგების შესახებ:
"წითელი ნახევარმთვარის" ორგანიზაციამ დღეს გაავრცელა ცნობა, რომ ირანში აშშ-ისრაელის ერთობლივი დარტყმების დაწყებიდან სულ მცირე 555 ადამიანი დაიღუპა. მათივე ინფორმაციით, თავდასხმები 131 ქალაქზე განხორციელდა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ირანის პარლამენტის წევრმა, მოჰამედ ბეიგიმ, განაცხადა, რომ 9 საავადმყოფო სერიოზულად დაზიანდა და რამდენიმე პაციენტი დაშავდა.
მანამდე, 28 თებერვალს "წითელი ნახევარმთვარის" ორგანიზაციამ გაავრცელა ცნობა, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ოპერაციამ ირანში სულ მცირე 201 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და 747 დაიჭრა.
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group "საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა
-
ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა
გადახედვა
კომენტარები