მინდა AI რევოლუციის ნაწილი ვიყო — ნუცა აბაზაძის ამბავი
ფოტო: თიბისი
დასაწყისი
სინამდვილეში, ყველაფერი გაურკვევლობით დაიწყო. სკოლაში წარმატებული მოსწავლე ვიყავი, ოქროს მედალიც ავიღე, თუმცა მკაფიო მიმართულება არ მქონდა არჩეული. ჩემმა ძმამ, რომელსაც ყოველთვის ჩემზე მეტად სჯეროდა ჩემი შესაძლებლობების, გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი მირჩია, მე კი ვყოყმანობდი. დაბალი თვითშეფასების გამო, მათემატიკა მაშინ ჩემთვის საშიშად ჟღერდა, ამიტომ უფრო "უსაფრთხო" გზა ავირჩიე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე.
პირველი მნიშვნელოვანი ცვლილება ჩემთვის 2014 წელს მოხდა, დამამთავრებელ კურსზე, როცა ბაზრის კვლევის კომპანიაში დავიწყე მუშაობა. გამოკითხვის მონაცემებს Excel-ში ვამუშავებდი. სწორედ ამ დროს აღმოვაჩინე მონაცემთა ანალიტიკა და მას შემდეგ, ჩემი ნებისმიერი საქმიანობის განუყრელ ნაწილად ვაქციე.
მაგისტრატურაზე სწავლა გერმანიაში, ბამბერგის უნივერსიტეტში, სტატისტიკის მიმართულებით გავაგრძელე. იქ მიღებულმა გამოცდილებამ ჩემზე წარუშლელი კვალი დატოვა. ვისწავლე კოდის წერაც, Machine Learning-იც და სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში, შევქმენი R-ის პაკეტი Kantar-ისთვის, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი კომპანიაა. სტატისტიკის სწავლა, რაც თავიდან პრაქტიკული გადაწყვეტილება იყო, დიდ გატაცებად იქცა. მართალი გითხრათ, ახლაც ვფიქრობ, რომ ეს საუკეთესო გზა იყო, რომელიც შემეძლო ამერჩია.
TBC-ში მოსვლა
TBC-ის 2019 წელს შევუერთდი, როგორც ბანკის ერთ-ერთი პირველი ქალი მონაცემთა მეცნიერი. ჩემი პირველი პროექტი დეპოზიტების ფასწარმოების პროცესის გაუმჯობესება იყო, რამაც ბანკს დამატებით 3 მილიონი ლარის მოგება მოუტანა. ეს იყო მნიშვნელოვანი პირველი გაკვეთილი, როცა რეალურად დავინახე, რომ სწორად გამოყენებულ მონაცემებს რეალური ცვლილების მოტანა შეუძლია.
ამის შემდეგ არაერთ დიდ და მნიშვნელოვან პროექტზე ვიმუშავე, 2020 წელს უფროსი მონაცემთა მეცნიერის პოზიციაზე დავწინაურდი, სადაც ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროექტი, ანომალიების დეტექციისა და გრაფების ანალიტიკის გამოყენებით, საეჭვო კლიენტებისა და ფულის გათეთრების სქემების გამოვლენას ეხებოდა.
2025 წლის მაისიდან სათავეში ჩავუდექი External AI Interactions-ის განყოფილებას. შვიდი წლისა და სხვადასხვა პოზიციის მიუხედავად, ჩემთვის მთავარი ყოველთვის რაღაც ღირებულის შექმნა იყო.
ამჟამად ორ ტრანსფორმაციულ პროექტს ვხელმძღვანელობ. პირველი არის გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტზე (Generative AI) დაფუძნებული ჩატბოტი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება თიბისის ყველა ციფრულ არხში — ის მუდამ ხაზზეა და მზადაა დაეხმაროს მომხმარებლებს ნებისმიერ საკითხში. მეორე პროექტი არის AI ხმოვანი ასისტენტი, რომელსაც თიბისი კლიენტებთან პროაქტიული კომუნიკაციისთვის სხვადასხვა საჭიროების მიხედვით გამოიყენებს.
ორივე მათგანის არსი ერთია: ადამიანსა და ბანკს შორის ურთიერთობა გახდეს უფრო მარტივი და ადამიანური. როდესაც ვინმე წამებში იღებს საჭირო დახმარებას — ლოდინისა და ყოველგვარი ბარიერების გარეშე — სწორედ ეს არის ის შედეგი, რომლისკენაც მივისწრაფვით.
ცნობისმოყვარეობა მიბიძგებს, მუდმივად რაღაც ახალი ვისწავლო — არა ვალდებულების, არამედ ცოდნის გაღრმავების სურვილის გამო. აღმოვაჩინე, რომ ამისთვის ძალიან კარგი გზა სხვებისთვის შენი ცოდნის გაზიარებაა. კონფერენციებზე გამოსვლა თუ საჯარო შეხვედრებში მონაწილეობის მიღება ჩემთვის სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ესაა ის, რისი კეთებაც გულწრფელად მინდა და მოტივაციასაც ყველაზე მეტად მიმაღლებს. კიდევ ერთი დიდი სურვილი, რომელიც სულ თან დამყვება, ისაა, რომ AI რევოლუციის მნიშვნელოვანი ნაწილი ვიყო და არაფერი გამომრჩეს.
ჩემი წარმატების საფუძვლად, ცნობისმოყვარეობასთან ერთად, პროაქტიულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა იქცა. ცნობისმოყვარეობის წყალობით, ხელოვნური ინტელექტით იქამდე დავინტერესდი, სანამ მასზე ლაპარაკს მთელი სამყარო დაიწყებდა. პროაქტიულობამ კი მომცა საშუალება, თავად მეძებნა შესაძლებლობები და არ დავლოდებოდი მათ გამოჩენას. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც პასუხისმგებლობის გრძნობა მგონია — ვარ ადამიანი, რომელსაც სხვები დაეყრდნობიან და რომელიც შედეგს ყოველთვის დადებს, მიუხედავად გამოწვევის სირთულისა. სწორედ ამან გაამყარა ის ნდობა, რომელმაც ჩემი კარიერა განსაზღვრა.
გამოწვევები
მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში წლებთან ერთად საკმაოდ დიდი გამოცდილება დამიგროვდა, ხანდახან საკუთარ თავში ეჭვი მაინც მეპარება ხოლმე. დღესაც დგება მომენტები, როდესაც ჩემს თავს ვეკითხები: შევძლებ თუ ვერა?
AI ისეთი სფეროა, რომელშიც ყველაფრის წინასწარ განსაზღვრა ძალიან რთულია — ვადების ზუსტი შეფასება, რესურსების სწორად განაწილება და ზუსტად იმ შედეგის მიღება, რომელიც გინდა. პარალელურად, ეს სფერო აღმოჩენებითაა სავსე, რადგან ყოველი დღე მართლა ახალი შესაძლებლობაა. იმ გზას გავდივარ, რომელიც ბევრს, განსაკუთრებით კი ქალს საქართველოში, არ გაუვლია. ამ დროს ყველაზე მეტად სწორი ადამიანების გარემოცვა მეხმარება — მათ მხარდაჭერას ვგრძნობ და პატარა წარუმატებლობა არ მაშინებს. ამასთანავე, ჩემს მცირე გამარჯვებებსაც ვიხსენებ ხოლმე და ვიაზრებ, რომ ის, რისიც მაშინ მეშინოდა, ახლა უმარტივესად მეჩვენება.
ჩემთვის ძალიან ძვირფასია, რომ ამ გზაზე საკუთარი თავისა და იდეის მჯეროდეს. ყველაზე დიდი ცვლილება, რომელიც მრავალწლიანმა გამოცდილებამ მომცა, თავდაჯერებულობაა. საკუთარ თავში ეჭვი ბევრად ნაკლებად შემაქვს, ვიდრე მანამდე. ადრე ის გოგო ვიყავი, რომელსაც მათემატიკის ფაკულტეტზე ჩაბარების შეეშინდა, დღეს კი ეგ გოგო ხელოვნური ინტელექტის განყოფილებას ხელმძღვანელობს.
ამ გრძელი და რთული გზის ყველა ეტაპზე ისეთ რაღაცას ვეჭიდებოდი, რაშიც ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი. როცა ეს ყველაფერი მაინც გავაკეთე, ამ გამოცდილებამ როგორც პროფესიულად, ისე პიროვნულად, ძალიან გამზარდა. ჩემში ყველაზე მეტად ის შეიცვალა, რომ ახლა "მზადყოფნას" აღარ ველოდები, უბრალოდ ვმოქმედებ. მივხვდი, რომ თავდაჯერებულობა მოძრაობაში იბადება, პროცესში და არა ლოდინში, რადგან სიახლის შიში არასოდეს ქრება. მთავარი კი პირველი ნაბიჯია.
ქალი ტექში
ჩემი აზრით, ცდებიან როცა ამბობენ, რომ ტექ. სფერო ქალებისთვის არ არის. პირიქით — აქ ემპათია, შრომისმოყვარეობა და მიზანსწრაფულობა ყველაზე მეტად ფასობს, ქალებს კი ეს ყველაფერი ბუნებრივად გვაქვს. შესაბამისად, ზუსტადაც გოგოები არიან ისინი, ვინც ამ სფეროს ძალიან სჭირდება.
ვიყო Women in Data Science (WiDS)-ის პირველი ელჩი საქართველოში, ჩემთვის ნიშნავს სხვა ქალებისთვის იმ ადამიანად ქცევას, რომელიც 17 წლის ასაკში მე არ მყოლია. ეს ნიშნავს სხვა ქალების გვერდში დგომასა და მათთვის იმედის მიცემას, რათა თითოეულმა იცოდეს, რომ მათი ოცნებები აუცილებლად ახდება.
ისეთი აღიარებები, როგორებიცაა Forbes 30 Under 30 და Grace Hopper-ის Emerging Leader-ის ნომინაცია, მაჩვენებს, რომ ჩემი წარმატება ბევრად მეტია, ვიდრე პირადი მიღწევა — ეს არის პასუხისმგებლობა და უდიდესი მოტივაცია. ეს ყველაფერი მაძლევს პლატფორმას, რათა პატარა გოგოებს გავუკვალო ის გზა, რომელიც აქამდე ძალიან ცოტა ქართველ ქალს გამოუვლია და თავიანთ შესაძლებლობებში დავარწმუნო. ჩემი მიზანია, დავეხმარო ქალების მომავალ თაობას იმაში, რომ საკუთარი თავი ტექნოლოგიებში დაინახონ.
გოგოებს, რომლებსაც ტექნოლოგია თავიანთი საქმე არ ჰგონიათ, ვეტყვი, რომ მეც მათნაირად ვფიქრობდი, მიუხედავად ამისა, მონაცემთა ანალიზმა მაინც მიპოვა. გოგოებს გვაქვს ძალა, რომ ეს თავსმოხვეული სტანდარტები დავამსხვრიოთ. ჩემს გამოცდილებაზეც სწორედ ამიტომ ვყვები — მინდა, ამ გოგოებს ახსოვდეთ, რა შეუძლიათ. ამ სფეროს თქვენი ხედვა, ემპათია და კრეატიულობა სჭირდება. ჩემი წარსული თავისთვის რამის თქმა რომ შემეძლოს, ვეტყოდი, რომ ეჭვებისთვის არ მოესმინა და ის აერჩია, რაც გულით უნდოდა.
დედობა
პარალელურად, 3 ტყუპის დედა ვარ. მათი დედობა ჩემთვის უდიდესი ბედნიერება და სიამაყეა. ახლა ჩემი ცხოვრება ორი სამყაროს — ჩემი შვილებისა და ჩემი საქმის გარშემო ბრუნავს და ორივეს 100%-ით ვემსახურები. ყოველი თავისუფალი წუთი მთლიანად ჩემს შვილებს ეკუთვნით და ამას არაფერში გავცვლიდი.
აღმოჩნდა, რომ იგივე უნარები, რომლებმაც ჩემი კარიერა შექმნა — დაგეგმვა, პრიორიტეტების განსაზღვრა, პროექტების მართვა — თანაბრად აუცილებელია დედობის გზაზეც. სულ ახლახან, ერთი ღამით დავტოვე ისინი და საქართველოს მეორე ბოლოში გავემგზავრე Hello Tech-ის ფარგლებში 15-25 წლის გოგოებთან შესახვედრად. ჩემთვის რეალური ბალანსი სწორედ ესაა — იცოდე, კონკრეტულ მომენტში რა არის მნიშვნელოვანი და ორივე მხარეს შენი მაქსიმუმი ჩადო. მე უკვე ძალიან ვამაყობ ჩემი შვილებით და იმედი მაქვს, ერთ დღეს ისინიც იამაყებენ ჩემით.
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
-
კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ
გადახედვა
-
სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში" ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში"
გადახედვა
-
მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა "ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა
გადახედვა
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
კომენტარები