ფიქსირებული ნარჩენი ღირებულება ელექტრომობილებზე — პორშე ცენტრი თბილისი ბაზრის წესებს ცვლის
ფოტო: თეგეტა
ელექტრომობილები საქართველოში სულ უფრო პოპულარული ხდება. ეკოლოგიური სარგებელი, შემცირებული ხარჯები საწვავსა და სერვისზე აშკარა უპირატესობაა, თუმცა გამოწვევად რჩება ელექტრიფიცირებული ავტომობილების ნარჩენი ღირებულება — ელექტრომობილის ფასი, შიგაწვისძრავიან ავტომობილთან შედარებით, წლებთან ერთად, სწრაფად მცირდება.
პორშე ცენტრი თბილისი მომხმარებელს მის ინტერესზე მორგებულ გადაწყვეტილებას სთავაზობს. 1 დეკემბრიდან პორშეს ელექტრიფიცირებული მოდელები კონკრეტული პირობებით გაიყიდება. კომპანია მომხმარებელს ხელშეკრულების საფუძველზე განუმარტავს, რა ფიქსირებულ ფასად ჩაიბარებს მის ელექტრომობილს წლების შემდეგ.
ფოტო: თეგეტა
პეტრე წაქაძე, თეგეტა ჰოლდინგის მსუბუქი ავტომობილების მიმართულების მთავარი ოფიცერი: “მომხმარებელთან ურთიერთობის მთავარი ღირებულება პორშე ცენტრი თბილისისთვის ნდობა და გამჭვირვალობაა. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, ელექტრომობილების ღირებულების დაკარგვის საფრთხე მინიმუმამდე შეგვემცირებინა. შედეგად, მომხმარებლის ინვესტიცია არა მხოლოდ ბევრად დაცული, არამედ უფრო მოგებიანი ხდება, ვიდრე აქამდე იყო.
პორშეს მოყვარულებს უკვე შეუძლიათ, ახალი პირობებით ისარგებლონ — ჩვენთან ელექტრომოდელების ნარჩენი ღირებულება ბენზინისძრავიანი პორშეს ნარჩენ ღირებულებას უტოლდება, რაც შესყიდვის პროცესშივე დოკუმენტურად ხდება გარანტირებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ავტომფლობელი წინასწარ არის საქმის კურსში, რა თანხას იხდის და როგორი იქნება მისი ელექტრომობილის ფასი მომდევნო წლებში. მივყვებით ჩვენს საკომუნიკაციო სტრატეგიას, რაც მომხმარებელთან არა ერთჯერადი, არამედ პარტნიორული კავშირის დამყარებას გულისხმობს“.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, ორი სხვადასხვა ტიპის მოდელის ნარჩენი ღირებულება, პორშე ცენტრი თბილისის მომხმარებელისთვის, თანაბარი ხდება. მომხმარებელი ინფორმირებულია ყველა მოსალოდნელ შედეგზე. ამასთანავე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კომპანიის დაპირება ხელშეკრულებით არის დაცული.
ფოტო: თეგეტა
ელექტრომობილების ინდუსტრია დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და ტექნოლოგიურად განვითარებადი სფეროა. მცირდება დატენის დრო და იზრდება ერთი დამუხტვით გავლის მანძილი, იხვეწება და უმჯობესდება, როგორც უსაფრთხოების, ისე ენერგოეფექტურობის სისტემები. სწრაფად განახლებადი მოდელების ბაზარზე გამოჩენისთანავე ძველი ვერსიების ფასი ბუნებრივად იკლებს. ელექტრომობილებისგან განსხვავებით, ბენზინისძრავიანი ავტომობილების შემთხვევაში მკვეთრი პროგრესის ფაზა ფაქტობრივად დასრულებულია, გაუმჯობესების პროცესი — ნელი, ღირებულება კი ბევრად სტაბილურია.
პორშე ცენტრი თბილისის ახალი ინიციატივით ელექტრომობილების შეძენა გაცილებით უსაფრთხო ხდება, დაცული და გარანტირებულია მომხმარებლის ინტერესები. ეს შეთავაზება მომხმარებელთან ღირებულებებზე დაფუძნებული ურთიერთობის გაგრძელებაა, რაც საბოლოოდ კომპანიის მთავარ მიზანს — ავტომობილის პატრონობის გამარტივებას ემსახურება.
--
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, Tegeta Cars-ში შემავალი კომპანია პორშე ცენტრი თბილისი ქართულ ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებს და აქსესუარებს სთავაზობს. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც პორშე ცენტრი თბილისი უზრუნველყოფს.
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
კომენტარები