გრიგოლ გეგელია

2 Dec. 2025, 18:36

გრიგოლ გეგელია: "კობახიძე-პაპუაშვილის რეჟიმს, რომელიც უკვე საერთაშორისო საგამოძიებო პლატფორმების მიერ არის ეჭვმიტანილი ტერორისტებად, პასუხები არ აქვთ, სამაგიეროდ, კითხვები ჰქონიათ იმასთან მიმართებით, "ლელო" და ALDE როდის გარიცხავს ელისაშვილს? არასდროს, ბატონებო, თუნდაც იმიტომ, რომ ელისაშვილი არც "ლელოს" წევრია და არც "ალდესი". თქვენგან განსხვავებით, ფასადური კოლეგა პარტიები და ყალბი სათამაშო პრეზიდენტები რომ გყავთ, ჩვენ შინაარსის ხალხი ვართ. ალეკო ჩვენი თანამებრძოლია, ოღონდ სხვა პოლიტიკური სუბიექტის თავმჯდომარე, რომელსაც ერთხელაც არ ჰქონია შეხება ALDE-სთან, არცერთი ფორმით.

შესაბამისად, შინაარსისგან დაცლილი ეს არასერიოზული კითხვა, რომელსაც რუსული რეჟიმის ორი პირველი პირი მეორე დღეა განმეორებით სვამს, ამოწურულია. სამაგიეროდ, დგას სერიოზული კითხვა, მშვიდობიანი ქართველი ხალხის მასობრივად დაწამვლასთან დაკავშირებით. რეჟიმს მოუწევს პასუხი აგოს ნამდვილ და მასობრივ ტერორისტულ აქტზე საკუთარი მშვიდობიანი მოქალაქეების მისამართით".

— განაცხადა კოალიცია "ძლიერი საქართველო — ლელოს" წევრმა, გრიგოლ გეგელიამ. შეგახსენებთ, "ძლიერი საქართველო — ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მან 29 ნოემბერს, დილით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს

ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა უმძლავრესი მეგარაკეტა Starship ორბიტაზე პირველად გაუშვა. 124-მეტრიანი აპარატი სამხრეთ…