ანა კორძაია-სამადაშვილის რჩევები წიგნის დღეებისთვის: წიგნები ზამთრის საღამოებისთვის
ფოტო: საქართველოს ბანკი
შემოდგომის მიწურული წიგნის მოყვარულებისთვის განსაკუთრებული პერიოდია: 14, 15 და 16 ნოემბერს თბილისის წიგნის დღეები გაიმართება — ლიტერატურული თავგადასავალი, რომელსაც უამრავი ადამიანი ელის.
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, უკვე მესამე წელია ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების გენერალური სპონსორია. წიგნის მოყვარულებს კი წელსაც განსაკუთრებული შეთავაზებით ვმასპინძლობთ: Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები 20%-იან ქეშბექს მიიღებენ (მაქსიმუმ 20 ლარის ოდენობით).
შეთავაზების მისაღებად, მოსწავლეებმა ის მობილბანკში ან sCoolApp-ში უნდა გაიაქტიურონ.
ასევე, მომხმარებელი PLUS ბარათით გადახდისას 10-ჯერ მეტ PLUS ქულას (მაქს. 20,000 PLUS) დააგროვებს.
თუ არ იცით რა წიგნები შეიძინოთ, გთავაზობთ მწერალ ანა კორძაია-სამადაშვილის ბლოგს, სადაც ის რეკომენდაციებს გვიზიარებს წიგნებზე, რომლებიც ზამთრის გრძელ საღამოებს გაგილამაზებთ.
დეტექტივები მიყვარს. განსაკუთრებით, ზამთარში. არ ვიცი, რატომაა ასე, მაგრამ ასეა: აცივდება თუ არა, გაფაციცებით ვეძებ ახალ დეტექტივს. ამჯერად არ ვეძებ, ველი, იმიტომ რომ "თეთრი მაგნოლიას“ ავტორი დაგვპირდა, გაგრძელება იქნებაო.
გარეკანზე წერია, რომ ეს წიგნი თამარ ერაძემ დაწერა. სინამდვილეში, წიგნი დაწერა დავით გაბუნიამ, თამარ ერაძე კი მისი დაწერილი სერიალის გმირია, რომელმაც, თავის მხრივ, წიგნი დაწერა — თურმე. მოკლედ, ჩახლართული ამბავია, როგორც ყველა წესიერი დეტექტივის წესი და რიგია.
ასეთი ამბავია: ძალიან ლამაზ პარკში, ძალიან ლამაზ ღამეს, ძალიან ლამაზ ცხედარს მიაგნებენ. რა მშვენიერი გოგოა! როგორი სურნელოვანია თეთრი მაგნოლია! როგორი საზიზღარი უნდა იყოს ის, ვიღაც, მკვლელი! მოქმედება ჩვენს დროს, საქართველოში ხდება, პატარა ქალაქში, რომელიც საეჭვოდ ჰგავს ერთ ცნობილ ზღვისპირა ქალაქს, უბრალოდ, ქალაქი, რომელსაც ჰგავს, ასე ახლოს არაა სოხუმთან, რომელიც... აღარაფერს ვიტყვი. დეტექტივი ხომ ისეთი რამაა, წინასწარ არაფრის თქმა არ შეიძლება.
არც "არასადროს" მოყოლა შეიძლება, ნილ გეიმანის შესანიშნავი წიგნისა, რომელიც ნიკა სამუშიამ თარგმნა, და რომლის დასრულების შემდეგაც ვფიქრობდი, ამიერიდან რაღა ვქნა, რაღა წავიკითხო-მეთქი. ისეთი თავგადასავალია, ფურცლის გადაშლა და გულისცემის აჩქარება ერთია, ისე მომინდა, ისე მომინდა ლონდონის მეტროში ჩასვლა და... ისევ არაფრის თქმა არ შეიძლება, ასეთი წიგნის მოყოლა ვის გაუგია. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ არაფერი მინდა ისე, როგორც დაბინდებისას მარკიზ დე კარაბასის დანახვა - ვინ იცის, მეც... მოვრჩი, აღარ მოვყვები.
"სიზმრების სასახლეს“ კი, ძალიანაც რომ მომინდეს, ვერ მოვყვები. საერთოდ, ისმაილ კადარეზე ვერაფერს მოვყვები, იმიტომ რომ მისი წაკითხვის მერე ჯერ არ გასულა საკმარისად დიდი დრო და სიტყვებს ვერ ვარჩევ, არ ვიცი, რა ჰქვია ასეთ ლიტერატურას, ეს რა არის. აშკარად შესანიშნავია, გადასარევია! მაგრამ ჯერ ვერ ვხვდები, როგორ ხდება: ავტორი ჰყვება იმას, რის გაგონებაც არ მინდა, აღარ მინდა, ჩემი გამჭირვებია, და მაინც ვკითხულობ, ვერ ვწყდები და ვფიქრობ, რომ ძალიან გამიმართლა — ისმაილ კადარეს ეპოქაში დავიბადე.
ამ დიდი ავტორის გაცნობისთვის უღრმესი მადლობა მთარგმნელს, პაატა ჯავახიშვილს. ის რომ არა, ჩემთვის უცნობი ალბანელი მწერლის კითხვას არ შევუდგებოდი, სხვა რამეს ვამჯობინებდი, ისეთს, ჩემი ჭკუით, ცივ ზამთარს რომ გემრიელად გადამატანინებდა. და ეჰა, ისევ თავში დავბრუნდი: ზამთარი მოდის და დავით გაბუნიას და "თეთრი მაგნოლიას“ გაგრძელების იმედად ვარ
ვიმედოვნებთ, ანას კორძაია- სამადაშვილის რეკომენდაციები დაგეხმარება, შეადგინო შენი პირადი სია თბილისის წიგნის დღეებისთვის და აღმოაჩინო ახალი ავტორები.
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
კომენტარები