ნიკა მელიას "პოლიციელის შეურაცხყოფისთვის" 5 000-ლარიანი ჯარიმა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლოში ლისის ტბის ასახვევთან კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას ადმინისტრაციული წესით დაკავების საქმე განიხილეს.
მელიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლს ედავებიან, რაც პოლიციელისთვის სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს. მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს 5 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს.
ნიკა მელიამ სასამართლოზე განაცხადა, რომ მას სამართლიანი განაჩენის იმედი არ აქვს და ის ახლობლების და მისი დამკავებელი პოლიციელების სანახავად მოვიდა. ოპოზიციონერმა ლიდერმა სასამართლო სხდომაზე გაიხსენა დაკავების ღამე და თქვა, რომ მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ ის არ აპირებდა წულუკიანის კომისიაზე გამოცხადებას, პოლიციამ მისი ლისზე დაკავებით მაღალი საჯარო ინტერესი აირიდა თავიდან.
ოპოზიციონერმა ლიდერმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მას სასამართლო დარბაზში სასმელი წყალი არ დაახვედრეს.
"აქ მოვედი ორი მოტივაციით, 5 თვეა მინიატიურულ საკანში ვარ და ვიფიქრე, აქ ხალხს, ვინც მომენატრა, ვნახავ და — მეორე ვიფიქრე, სახეზე მაინც მეცოდინება ის პოლიციელები, რომლებიც მზად არიან, მორიგ ჯერზე, საარაკო ტყუილები დააფრქვიონ ამ დარბაზში. არ მინდოდა ეს ორი ეგზოტიკური ადამიანი გამომრჩენოდა. ეს ორი ცრუ ადამიანი არის ეგზოტიკა.
ვიტყვი, რა მოხდა იმ დღეს — წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობა, რომელიც "დამოკლეს მახვილივით" დაგვკიდეს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, მაშინ საჯაროდ ვთქვი, რომ არ ვაპირებ მისვლას კომისიაზე. ამის მერე იფიქრეს, რომ ვაი თუ მელია ისევ გამოიკეტა ოფისში და დაგვჭირდება სპეცოპერაციის ჩატარებაო. ამ მოულოდნელი მძიმე ეფექტის თავიდან აცილების მიზნით გადაწყვიტეს, რაღა ხვალინდელ განაჩენს დაველოდოთ, მოდი, ლისზე მოვიტაცოთო. იქ, 50 პოლიციელი იყო, მაგრამ აქ მხოლოდ ორი პოლიციელი მოვა. ეს არის მიზეზი ყველაფრის და თქვენ ამაში დარწმუნდებით… თუ გგონიათ, რომ იმის ხასიათზე ვიყავი, რომ წინა დღით მედევნა პოლიციელებისთვის და მეგინებინა, ასე არ არის. ე.ი. ვერაზე მივაყენე შეურაცხყოფა პოლიციას და 50 ადამიანი დამედევნა. აქ 2 ადამიანი მოვა და გეტყვით, რომ მელიამ შეურაცხყოფა მომაყენაო, რომ ტელევიზიაში მიმავალმა შევაგინე.
პროცესში მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ მინდა ვუსმინო იმ ორ პოლიციელს, მერე პერიფერიული ხედვით თქვენ გიყუროთ. მაინტერესებს, რამდენნაირი მოსამართლე არსებობს ამ ქვეყნად. დიდი, ახმახი პოლიციელები რომ შემოვლენ აქ, გთხოვთ, ამის მერე 5 წუთით განცხადება გამაკეთებინოთ, რადგანაც არათანაბარ გარემოში ვარ. გალია, გალია, გალია და წყალიც არ შემომატანინეს.
მაინტერესებს, ამ საქმეზე, რა გადაწყვეტილებას მიიღებთ. ეს არ არის სისხლის სამართლის საქმე, ადმინისტრაციულია. მაინტერესებს, ძალა ზნეობის სახით თუ აღმოგაჩნდებათ, თორემ თქვენ ვერ გამათავისუფლებთ მე," — მიმართა მელიამ მოსამართლეს.
შეგახსენებთ, ნიკა მელიას წინააღმდეგ კიდევ ორი სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს. ოპოზიციონერ ლიდერს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
6 ნოემბერს, პროკურატურამ ოპოზიციონერ ლიდერს ბრალდება დაუმატა — ნიკა მელიას სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით ედავებიან, რაც სახელმწიფო საბოტაჟს გულისხმობს.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
კომენტარები